Home » 2018 » July » 30 (page 2)

Daily Archives: July 30, 2018

“სადგურის მოედანს” კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება

"სადგურის მოედანს" კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება

“სადგურის მოედნის” სრული კაპიტალური რემონტი ჩატადება. სამუშოების ხარჯთაღრიცხვისა და საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 270 ათასი ლარია გათვალისწინებული. გამარჯვებულმა კომპანიამ, სადგურის სამივე მიმართულებისთვის უნდა მოამზადოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, გათვალისწინებულია, სადგურისა და ყველა ამოსასვლელის სრული რეაბილიტაცია, შეკიდული ჭერების შეცვლა, დამხმარე ოთახების რემონტი, კოლონებისა და იატაკების პოლირება და დაზიანებული ფილების გამოცვლა, ფასადების უწვევი მასალებით მოპირკეთება ...

Read More »

ნიკოლოზ გაგუა: ეკონომიკური ზრდის შენელება მშენებლობის სექტორს უკავშირდება

ნიკოლოზ გაგუა: ეკონომიკური ზრდის შენელება მშენებლობის სექტორს უკავშირდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ივნისში, მაისთან შედარებით ეკონომიკური ზრდის შენელება მშენებლობის სექტორს უკავშირდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მშენებლობის სექტორში მკვიდრდება ახალი, ევროპული და ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი სტანდარტები. ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ უახლოეს თვეებში მშენებლობის სექტორში დინამიკა ისევ გაუმჯობესდება. რაც შეეხება ზრდაზე მოქმედ დადებით ფაქტორებს, გაგუას თქმით, მათ შორის დიდი წილი ექსპორტსა და ტურიზმზე მოდის.

Read More »

„წყალი მარგებელი“ დოღის სამზადისში – რა ელოდება 19 აგვისტოს ბახმაროს სტუმრებს

„წყალი მარგებელი“ დოღის სამზადისში - რა ელოდება 19 აგვისტოს ბახმაროს სტუმრებს

თითქმის საუკუნეა, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში, ფერიცვალების დღესასწაულს სახალხო ზეიმით და დოღით აღნიშნავენ. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია -კურორტზე სამზადისი უკვე დაწყებულია, რომელსაც სათავეში კომპანია „წყალი მარგებელი“ ჩაუდგა: „ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებს მონაწილეობას. წელს წყაროს წყალი ...

Read More »

ნიკოლოზ გაგუა: მიმდინარე წლის 6 თვის მაჩვენებლით, მთავრობის ვალი შემცირდა

ნიკოლოზ გაგუა: მიმდინარე წლის 6 თვის მაჩვენებლით, მთავრობის ვალი შემცირდა

მიმდინარე წლის 6 თვის მაჩვენებლით, მთავრობის ვალი შემცირდა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის ვალი ითვალისწინებს როგორც საგარეო, ისე საშინაო ვალს. მინისტრის მოადგილის თქმით, ფინანსთა სამინისტროს მთავარი მიზანია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს. “წლის დასაწყისის მაჩვენებლებით, მთავრობის ვალი შეადგენდა 44%-ს და გაზრდილმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება შეგვემცირებინა მთავრობის ვალი ...

Read More »

300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება დაწესდება

300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება დაწესდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელ, დაახლოებით 300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება უნდა მოხდეს. “პირადად ჩემი აზრია, რომ ფასი დავარეგულიროთ. ამის რამდენიმე მეთოდი არსებობს – ან უნდა დაფიქსირდეს მოგების მარჟა ან ე.წ. ეტალონური ფასები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ეტალონად რამდენიმე ქვეყანა ავიღოთ და მწარმოებლებს ვუთხრათ, რომ ფასი ამ ქვეყნებში არსებული ფასის მიხედვით იყოს. ეს ...

Read More »

ქართულ კომპანიებს მათ რიგებში შესაძლოა, უცხოელი გიდის გაწევრიანება აეკრძალოთ

ქართულ კომპანიებს მათ რიგებში შესაძლოა, უცხოელი გიდის გაწევრიანება აეკრძალოთ

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უცხოელი გიდების საკითხი კვლავ აქტუალური ხდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ჯგუფს საქართველოზე ან ამა თუ იმ ძეგლის მნიშვნელობაზე მათივე თანამოქალაქე ესაუბრება, რაც ადგილობრივ გიდებსა და რიგით მოქალაქეებში პროტესტს იწვევს. დღეს საქართველოში გიდის საქმიანობა შეუძლია ყველას, ვისი საქმიანობაც დარეგისტრირებული იქნება და ვინც გადასახადს გადაიხდის. არის შემთხვევები, როდესაც უცხოელი ქართულ კომპანიასთან იწყებს თანამშრომლობას, შემდეგ წევრიანდება აქ შექმნილ ...

Read More »

ივნისში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა

ივნისში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2018 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.0% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის II კვარტალის საშუალო რეალური ზრდა -6.0%-ით, ხოლო 2018 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.7%-ით განისაზღვრა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, საფინანსო საქმიანობისა და ვაჭრობის ...

Read More »

კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ველობილიკი მოეწყობა

კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ველობილიკი მოეწყობა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საკრებულოს წევრებს, არასამთავრობო სექტორსა და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებს კოსტავასა და შარტავას ქუჩების ახალი სატრანსპორტო სქემის პროექტი წარუდგინა. სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, კოსტავასა და შარტავას ქუჩები ქვეითების, ველომოყვარულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სრულად ადაპტირებული და კეთილმოწყობილი გახდება. პროექტი საერთაშორისო ბრენდის – „მოტ მაკდონალდსის“ ექსპერტებმა შეიმუშავეს, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს „აზიის განვითარების ბანკის“ გრანტის ფარგლებში უწევენ ...

Read More »

პოლიფარმაციის შემცირებისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის დანერგვის ხელშეწყობის თაობაზე, ბორჯომში სემინარი გაიმართა

პოლიფარმაციის შემცირებისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის დანერგვის ხელშეწყობის თაობაზე, ბორჯომში სემინარი გაიმართა

ქვეყანაში პოლიფარმაციის შემცირებისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ორგანიზებით, ბორჯომში ტრეინინგ-სემინარი გაიმართა. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ინფორმაციით, ტრეინინგს საქართველოს ყველა რეგიონიდან 20-ზე მეტი ოჯახის ექიმი სხვადასხვა დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კლინიკური კრიტერიუმები განიხილეს, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს პოლიფარმაციის შემთხვევების შეფასება. ბორჯომში ორგანიზებულ სემინარს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ...

Read More »