Home » 2018 » July » 28

Daily Archives: July 28, 2018

2017 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 53 050 ლარის ოდენობით კახეთის ადმინისტრაციაში გაიცა

2017 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 53 050 ლარის ოდენობით კახეთის ადმინისტრაციაში გაიცა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2017 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 53 050 ლარის ოდენობით კახეთის ადმინისტრაციაში გაიცა.  ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა 2017 წელს საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ცხრა ადმინისტრაციის მიერ გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ. არასამთავრობო  ორგანიზაციაში ...

Read More »

ბანკებმა ლარის სესხები გააძვირეს

ბანკებმა ლარის სესხები გააძვირეს

1 ივლისისთვის (H1/2018)  უძრავი ქონების შესაძენი და სარემონტო სესხის საშუალო განაკვეთი 13.3%-ია (1/2017 – 12.9%). ავტოსესხის საბაზრო განაკვეთი  17.4%  (H1/2017) იყო და 18.3% (H1/2018) გახდა.  გაძვირებულია სამომხმარებლო სესხიც. 16.5%-დან, 18.6%-მდე. ასევე სალომბარდო,  21.6%-დან, 25%-მდე. ფიზიკური პირების დაკრედიტების ლარის პორტფელი 7.5 მლრდ ლარია , მათ შორის 0.8 მლნ ინდმეწარმეებისთვის გაცემული სესხებია. სავალუტო სესხების მოცულობა $ 2 მლრდ-ია (ექვივალენტი 5 მლრდ ლარამდე). ...

Read More »

კურორტ ბახმაროს რებრენდინგი იწყება

კურორტ ბახმაროს რებრენდინგი იწყება

კურორტ ბახმაროს რებრენდინგი იწყება.  კურორტის განვითარებისთვის კამპანია „ბახმარო მეტ სიმაღლეებზე” დაიწყო. ლანჩხუთ-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის თქმით, ამ კამპანიის მიზანია კურორტის ახალი, განსხვავებული და გამორჩეული ბრენდინგის შექმნა; სტრატეგიული გეგმის შემუშავება ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის; პრიორიტეტების მიხედვით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კურორტის სრულ კეთილმოწყობამდე. პარლამენტის წევრი კამპანიის სამუშაო ჯგუფში იწვევს ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც სურს, წვლილი შეიტანოს,  ბახმაროს, როგორც ტურისტულ-რეკრეაციული რესურსის გონივრულ განვითარებაში. კამპანიის ...

Read More »

მაშველებმა შავი ზღვიდან საფრანგეთის 4 მოქალაქე გამოიყვანეს

მაშველებმა შავი ზღვიდან საფრანგეთის 4 მოქალაქე გამოიყვანეს

ბათუმთან, შავი ზღვიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საფრანგეთის 4 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ტურისტები, სანაპიროდან 5 კმ-ში, კატარღით სეირნობდნენ, რომელიც მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს. ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

Read More »

საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 98,2 პროცენტს შეადგენს

საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 98,2 პროცენტს შეადგენს

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციისპროგრამაში 50 000-მდე პაციენტია ჩართული. განკურნების მაჩვენებელი კი, 98,2 პროცენტს შეადგენს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით.  C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და ...

Read More »

2020 წელს საქართველოში ევრო5-ის სტანდარტი დაინერგება

2020 წელს საქართველოში ევრო5-ის სტანდარტი დაინერგება

გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაბამისი ინიციატივის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო. მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესება. „2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო ავტოტრანსპორტის პერიოდული ინსპექტირების, რეფორმა, რომელიც 2009 წლის ბოლომდე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტს მოიცავს. ეს გარემოზე ...

Read More »

ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება გადასახადებისგან სრულად გათავისუფლდება

ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება გადასახადებისგან სრულად გათავისუფლდება

ჩვენი „მწვანე ეკონომიკის“ ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იქნება სოფლის მეურნეობა. საქართველო გახდება ძალიან მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ე.წ ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო. პრემიერის თქმით, სოფლის მეურნეობის მხრივ შემოდგომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი იქნება ისეთი პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ...

Read More »