Home » 2018 » July » 20 (page 2)

Daily Archives: July 20, 2018

თავისუფალი ვაჭრობა ინდოეთთან – ქართული პროდუქციისათვის შესაძლოა 1.3 მილიარდიანი ბაზარი გაიხსნას

თავისუფალი ვაჭრობა ინდოეთთან - ქართული პროდუქციისათვის შესაძლოა 1.3 მილიარდიანი ბაზარი გაიხსნას

ინდოეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკების დაწყება ეკონომიკის სამინისტრო წლის ბოლომდე ვარაუდობს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საკითხზე მიზანშეწონილობის კვლევა დასასრულს უახლოვდება. კვლევის შედეგები საჯარო რამდენიმე თვეში გახდება. შემდეგი ეტაპი კი მთავრობებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება იქნება. “ინდოეთის კვლევა უკვე დასასრულს უახლოვდება. უახლოეს თვეებში უკვე შეგვეძლება, რომ საჯარო გავხადოთ ის დოკუმენტი, რომელსაც მიზანშეწონილობის კვლევის შედეგი ჰქვია. ამის შემდეგ უკვე ჩვენ ორივე მთავრობის წარმომადგენლები პირადად ...

Read More »

ეროვნული ბანკი განმარტებას აკეთებს

ეროვნული ბანკი განმარტებას აკეთებს

 bfm.ge – ზე განთავსებულ მასალასთან დაკავშირებით („მორიგი თაღლითური სქემა გაიშიფრა – “ეფიქსგრუპი” სკანდალში გაეხვა“) ეროვნული ბანკი განმარტებას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საინფორმაციო პორტალ bfm.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალაში  –  „მორიგი თაღლითური სქემა გაიშიფრა – “ეფიქსგრუპი” სკანდალში გაეხვა“, საქართველოს ეროვნულ ბანკთან მიმართებით, ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო რამდენიმე ინფორმაციაა წარმოდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ კომპანია “ეფიქსგრუპი” არასოდეს წარმოადგენდა ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბროკერო ...

Read More »

“მოქალაქეობის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის

"მოქალაქეობის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ინფორმაციას ავრცელებს: „სასიხარულო ინფორმაცია!!! გუშინ 19 ივლისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო (76 მომხრე, 0 წინააღმდეგი) ცვლილებები “მოქალაქეობის შესახებ” კანონში. შარშან 30 მაისიდან მოყოლებული მე და ემზარ კვიციანი კანონპროექტით ვითხოვდით, რომ უცხოელებითვის გამკაცრებულიყო საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ერთწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო: 1.უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებისას არსებული 5 წლიანი უწყვეტად ცხოვრების ვადა გაიზარდა 10 წლამდე. 2. ფიქტიური ...

Read More »

„ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის

„ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის

„ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის. როგორც რიგგარეშე სესიაზე დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, აღნიშნული ინსტიტუტი სახალხო დამცველის აპარატს უნდა შეუერთდეს, რითაც მოხდება გარკვეულწილად ომბუდსმენის აპარატის გაძლიერება. ფრაქცია აღნიშნული ინიციატივით, პარლამენტს ოფიციალურად მომავალ კვირას მიმართავს.

Read More »

როსპოტრებნადზორმა რუსეთში 16 000 ლიტრი ქართული ალკოჰოლური სასმელი არ შეუშვა

როსპოტრებნადზორმა რუსეთში 16 000 ლიტრი ქართული ალკოჰოლური სასმელი არ შეუშვა

„როსპოტრებნადზორი“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლს ატარებს. შედეგად, კომპანიამ  16 000 ლიტრი ქართული ალკოჰოლური სასმელი რუსეთის ტერიტორიაზე არ შეუშვა.  ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი. „2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოვლენილია ალკოჰოლური პროდუქციის პარტია, რომელიც არ შეესაბამება სავალდებულო მოთხოვნებს, რაც დადგენილია მომხმარებლთა უფლებების დაცვის სფეროში ტექნიკური რეგლამენტით და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით“, – ნათქვამია განცხადებაში. ...

Read More »

„ვეფხისა და მოყმის“ ძეგლთან 2 გვირაბი და გზაჯვარედინი მოეწყობა

„ვეფხისა და მოყმის“ ძეგლთან 2 გვირაბი და გზაჯვარედინი მოეწყობა

მარშალ გელოვანის გამზირის და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობის საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიურ კვლევაზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, 27 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 500 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს უშუქნიშნო ტიპის გზაჯვარედინი, რომელიც 2 გვირაბსაც ითვალისწინებს, რომელთა მეშვეობითაც გზების გადაკვეთის დონეები დაცალკევდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოძრაობის მთავარი ნაკადი, რომელიც იმოძრავებს ჩრდილოეთიდან ...

Read More »

კონკურენციის სააგენტოს საკანონმდებლო ჩარჩო შეიცვლება

კონკურენციის სააგენტოს საკანონმდებლო ჩარჩო შეიცვლება

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ სემინარი გახსნეს, თემაზე – კონკურენციის აღსრულება საფინანსო სექტორში. „საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის კუთხით, მნიშვნელოვანი და ამავდროულად ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მუშაობს კონკურენციის სააგენტოს საკანონმდებლო ჩარჩოს გადახედვაზე. ეს იქნება დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა ოთხივე ორგანომ – ორმა მარეგულირებელმა, კონკურენციის სააგენტომ და ...

Read More »

28-29 ივლისს ბორჯომში ოჯახის ექიმებისთვის სემინარი გაიმართება

28-29 ივლისს ბორჯომში ოჯახის ექიმებისთვის სემინარი გაიმართება

ქვეყანაში პოლიფარმაციის შემცირებისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის დანერგვის, ასევე უწყვეტი პროფესიული განათლების ეფექტიანი მექანიზმებს შემუშავების  მიზნით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიერ    28-29 ივლისს ბორჯომში ორდღიანი ტრეინინგ-სემინარი ჩატარდება. ტრეინინგს საქართველოს ყველა რეგიონიდან  20 ზე მეტი ოჯახის ექიმი დაესწრება. რაციონალური ფარმაკოთერაპიის ტრეინინგი განხორციელდება აკრედიტირებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული  მექანიზმები, რის მიხედვითაც  უნდა მოხდეს ექიმების მიერ გამოწერილი დანიშნულებების ...

Read More »