Home » 2018 » July » 20

Daily Archives: July 20, 2018

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გურჯაანში ღვინის ქარხანას ააშენებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გურჯაანში ღვინის ქარხანას ააშენებენ

თიბისი ჯგუფის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებენ. ბიზნესმენების კუთვნილი „ვაზისუბნის მამული“ საწარმოს ასაშენებლად სულ მცირე 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალი საწარმოს ასაშენებლად კომპანიამ, სოფელ ვაზისუბანში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 729 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე, საინვესტიციო პირობებით, 84 000 ლარად იყიდა. უკვე ცნობილია, რომ საწარმო ყურძენს როგორც საკუთარი ვენახებიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ...

Read More »

ლუკაშენკომ ბელორუსიაში კომუნალურ გადასახადებზე განაკვეთები 2-ჯერ შეამცირა

ლუკაშენკომ ბელორუსიაში კომუნალურ გადასახადებზე განაკვეთები 2-ჯერ შეამცირა

ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2-ჯერ შემცირდა კომუნალური გადასახადები ქვეყანაში. ბელორუსიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის განკარგულებას, რომელშიც 14 ტიპის კომუნალური გადასახადების ტარიფებია განსაზღვრული, აქედან 6 ტიპის კომუნალურ გადასახადზე ტარიფები შემცირდა. იმისთვის, რომ შეუმცირდეს მოსახლეობას კომუნალურებზე დანახარჯები, ლუკაშენკოს ახალი ბრძანებულებით, წყალმომარაგებაზე გადასახადი 1,7-ჯერ შემცირდა. მომსახურების საფასურის უფრო ობიექტური განსაზღვრის მიზნით, რომლის ღირებულება განისაზღვრება ბინაში მცხოვრები მოქალაქეების ...

Read More »

30 ივლისს საწვავზე ფასების ზრდას გმირთა მოედანზე მასშტაბური საცობით გააპროტესტებენ

30 ივლისს საწვავზე ფასების ზრდას გმირთა მოედანზე მასშტაბური საცობით გააპროტესტებენ

30 ივლისს თბილისში მძღოლები ავტომობილს გმირთა მოედანზე გააჩერებენ და საწვავზე ფასების ზრდას გააპროტესტებენ. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. შეიქმნა ღონისძიება, რომელსაც 2 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა.  ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ რომ: “შემცირდეს საწვავზე დაწესებული აქციზის გადასახადი (დაუბრუნდეს 2017 წლის პირველ იანვრამდე არსებულ ნიშნულს) არსებული პეტიციის და შემდგომში ამ პეტიციაზე ხელმომწერთა მთავარი მოთხოვნა იქნება, გაუქმდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის პირველი იანვრიდან ...

Read More »

ენერგოსეტორის განვითარების ერთადერთი სწორი გზა ჰესების მშენებლობაა

ენერგოსეტორის განვითარების ერთადერთი სწორი გზა ჰესების მშენებლობაა

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას, ენერგეტიკის სექტორის განვითარება წარმოადგენს. სექტორის გაძლიერების მთავარი ამოცანა, ენერგორესურსებზე თავისუფალი წვდომა და ამ რესურსების მიწოდების საიმედოობაა. დარგის განვითარების პროცესში, რესურსების რაციონალური ათვისება, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის მთავარი ამოცანაა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ენერგოპოტენციალის მაქსიმალური ათვისება და გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ქვეყნების განვითარების უპირობო თავსატეხია. საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ის ჰიდროპოტენციალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია. როდესაც საუბარია ქვეყნის რესურსებზე, ...

Read More »

„არასაჭირო მედიკამენტების გამოწერა დიდი პრობლემაა და რასაც ჩვენ ვიწყებთ, ჯერ ევროკავშირის ქვეყნებშიც არ არის”

„არასაჭირო მედიკამენტების გამოწერა დიდი პრობლემაა და რასაც ჩვენ ვიწყებთ, ჯერ ევროკავშირის ქვეყნებშიც არ არის"

არასაჭირო მედიკამენტების გამოწერა ძალიან დიდი პრობლემაა და ის, რასაც ჩვენ ვიწყებთ, ჯერ ევროკავშირის ქვეყნებშიც არ არის, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ორი დღეა, ახალი პროგრამა ამოქმედდა. ჩვენ ასეთ რამეს ვაკეთებთ – თუ პაციენტს კითხვა გაუჩნდება, რომ მას მედიკამენტები არასწორად, ...

Read More »

„მთელ მსოფლიოში ყველა თეთრი, თუ შავი შურით გვიყურებს, რადგან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი უპრეცედენტოა“

„მთელ მსოფლიოში ყველა თეთრი, თუ შავი შურით გვიყურებს, რადგან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი უპრეცედენტოა“

მთელ მსოფლიოში ყველა რაღაც თეთრი, თუ შავი შურით გვიყურებს, რადგან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მართლაც უპრეცედენტოა და ასეთი რამ არსად ხდება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „უკვე 48 000-მა ადამიანმა იმკურნალა და განკურნების მაჩვენებელი წარმოუდგენლად მაღალი, 98,2% -ია. ვინც მძიმე იყო, ამის შესახებ ...

Read More »

როგორია საქართველოში საშემოსავლო გადასახადი სხვა ქვეყნებთან შედარებით

როგორია საქართველოში საშემოსავლო გადასახადი სხვა ქვეყნებთან შედარებით

საქართველოში რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლები, რომლებიც არ ექვემდებარება საქართველოში არსებულ გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, – იბეგრება 20 პროცენტით, ხოლო საწარმოს დასაბეგრი მოგება იბეგრება 15 პროცენტით. ამ მაჩვენებლებით საქართველო ჩამორჩება ევროპის საშუალო საშემოსავლო გადასახადს ( 32,59%) და ევროპის კორპორაციულ, იგივე მოგების გადასახადს ( 19,68%). მსოფლიოში ყველაზე დაბალი საშემოსავლო გადასახადებია: გვატემალაში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში, ბულგარეთში, ყაზახეთში, მაკედონიასა და მონღოლეთში. ამ ...

Read More »

ხორვატმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული საპრემიო თანხა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხეს

ხორვატმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული საპრემიო თანხა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხეს

ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებმა გუნდის მთლიანი საპრემიო თანხა, რომელიც ჯამში 23 მილიონ ევროზე მეტს შეადგენდა, საქველმოქმედო ფონდში გადარიცხეს. თანხა მზურნველობა მოკლებულ და დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება. “ეს მინიმუმია რისი გაკეთებაც ჩვენი ქვეყნისთვის და ბავშვებისთვის შეგვიძლია”, – ნათქვამია ხორვატიის ნაკრების ოფიციალურ განცხადებაში. ხორვატიის ნაკრების მსგავსად, უკვე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, საფრანგეთის და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგზარდა ფეხბურთელმა კილიან მბაპემაც ქველმოქმედებაში დახარჯა მსოფლიო ჩემპიონატზე ...

Read More »

რა კავშირშია ჭუბერის სტიქია ენერგეტიკულ პროექტებთან

რა კავშირშია ჭუბერის სტიქია ენერგეტიკულ პროექტებთან

არის თუ არა კავშირი ჭუბერის ხევში 5 ივლისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასა და მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრას და ნაკრას ხეობებში, მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას შორის? – ამ კითხვას პასუხი სააქციო საზოგადოება “ნენსკრა ჰიდრომ” 5 ივლისსვე საგანგებო განცხადების საშუალებით გასცა და თქვა, რომ სოფელ ჭუბერში შექმნილ ვითარებას “ნენსკრაჰესის” მშენებლობასთან არანაირი კავშირი არა აქვს და დააყოლა, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე “ნენსკრაჰესის” მოსამზადებელი სამუშაოები ...

Read More »

„ბანკების მოვალეთა რიცხვი 2012 წელს 110 000 იყო, ახლა ეს რიცხვი გაზრდილია 250 000-მდე“

„ბანკების მოვალეთა რიცხვი 2012 წელს 110 000 იყო, ახლა ეს რიცხვი გაზრდილია 250 000-მდე“

„ბანკების მოვალეთა რიცხვი 2012 წელს 110 000 იყო, ახლა ეს რიცხვი გაზრდილია 250 000-მდე.  ხოლო, ლომბარდს მიმართა 600,000ზე მეტმა ადამიანმა, სადაც საპროცენტო განაკვეთი არის 45%. საქართველოში დარჩა 3 მლნ ადამიანი და აქედან ყოველმა მეხუთემ მიმართა ლომბარდს,“ – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გამომცემლობა FACTCHECK-მა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე მოკვლევა ჩაატარა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს ნახევრად შეესაბამება. კერძოდ, როგორც  FACTCHECK-ის ანალიზშია აღნიშნული, ფაქტების გადამოწმების მიზნით გამომცემლობამ აღსრულების ბიუროს მიმართა და მოვალეთა რეესტრის მსესხებელთა გასული წლების ოფიციალურ სტატისტიკა მოითხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ამიტომ კვლევა  დაფუძნებულია ფაქტ-მეტრისა და სხვა საინფორმაციო სააგენტოების არქივების მონაცემებზე. ...

Read More »