Home » 2018 » July » 12

Daily Archives: July 12, 2018

თიბისი ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა საქართველოში

თიბისი ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა Euromoney თიბისი ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. ჯილდო თიბისი ბანკმა უკვე მეშვიდედ მიიღო ბაზარზე წამყვანი პოზიციისთვის, უმაღლესი სტანდარტებისა და გამორჩეული ფინანსური შედეგებისთვის.

Read More »

სოფელ უდაბნოში მზის ელექტროსადგური აშენდება

სოფელ უდაბნოში მზის ელექტროსადგური აშენდება

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით, 2018 წლის 23 მაისს გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს „სოლარ ფაუერ ჯორჯიამ“ გაიმარჯვა. ინტერესთა გამოხატვის პირობების თანახმად, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გამარჯვებულს, შპს „საქართველოს მზის კომპანიის“ 100%–იანი წილიდან 90%–ს გადასცემს. გამარჯვებულ ინვესტორთან უკვე გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება, რომლის პირობების შესაბამისადაც, ინვესტორმა 6 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მზის ელექტროსადგურის ...

Read More »

“ფიზიკური პირი თანაბრად დაცული უნდა იყოს ყველგან, სადაც სესხს აიღებს”

"ფიზიკური პირი თანაბრად დაცული უნდა იყოს ყველგან, სადაც სესხს აიღებს"

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი მიიჩნევს, რომ ჭარბვალიანობა ამ ეტაპზე ფინანსური სტაბილურობის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, დაკრედიტების ზრდის მაღალი მაჩვენებელი არსებული მდგომარეობის პრობლემად გადაქცევის რისკს წარმოქმნიდა. მესტვირიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც არა მხოლოდ პრევენციული ხასიათის იქნება, არამედ, რაღაც კუთხით, უკვე არსებულ პრობლემებსაც მოაგვარებს. “ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა მთავრობასთან ერთად, აქტიურად დავიწყეთ. ახლა პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ჭარბვალიანობისგან ...

Read More »

„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი გაიმართება

„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი გაიმართება

13 ივლისს, „მწვანე ქალაქი ლისზე“ რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით იმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ოთხი გია“, „მუხამბაზი“, „ჰანგები“, „რონი“, „ცისფერი ტრიო“, „ბალადა“, ნუგზარ კვაშალის ტრიო და „ნონაკორდი“. მათი ინფორმაციით, ღონისძიებას მომღერლის მეგობრები, საზოგადო მოღვაწეები და ქალაქური სიმღერების მოყვარულები დაესწრებიან. „რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი მესამე წელია ტარდება. თარიღი საგანგებოდ შეირჩა ...

Read More »

სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლება იწყება

სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლება იწყება

სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლება სავარაუდოდ, 2018-2019 წლის მეორე სემესტრიდან, ან მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცის “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, არარეალისტური იქნება საუბარი იმაზე, რომ რელიგიის ისტორიის სწავლების სახელმძღვანელო ახალი სასწავლი წლის დაწყებისთვის იქნება შემუშავებული. “შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს სამინისტროს ბაზაზე შექმნილი საბჭოს წევრებთან ერთად. მე ვფიქრობ, ...

Read More »

ჯიპიაი ჰოლდინგმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ ინოვაცია და განვითარებასთან ერთად“ „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, მეწარმეებისთვის უფასო ტრენინგი ჩაატარა

ჯიპიაი ჰოლდინგმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ ინოვაცია და განვითარებასთან ერთად“ „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, მეწარმეებისთვის უფასო ტრენინგი ჩაატარა

დღეს ჯიპიაი ჰოლდინგმა „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, არასამთავრობო ორგანიზაციის  „ბრიჯ- ინოვაცია და განვითარება“ მხარდაჭერით სპეციალურად  მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის  ტრენინგი „კატასტროფის რისკების მართვა კერძო სექტორში“ გამართა. ტრენინგის მიზანი იყო მეწარმეებისთვის საბაზისო ცოდნა მიეწოდებინა იმ რისკების შესახებ, რომელთანაც ყველაზე მოწყვლადიც სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია, და რომელიც დაეხმარება მათ მინიმუმამდე შეამციროს ბუნებრივი კატასტროფებისგან გამოწვეული ზარალი. ტრენინგი  არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ ინაოვაცია ...

Read More »

ხაშურის შემდეგ, მთელ საქართველოში ცხოველებს შორის სექსუალური ურთიერთობები კანონით დარეგულირდება

ხაშურის შემდეგ, მთელ საქართველოში ცხოველებს შორის სექსუალური ურთიერთობები კანონით დარეგულირდება

ხაშურის შემდეგ, მთელ საქართველოში ცხოველებს შორის სექსუალური ურთიერთობები კანონით დარეგულირდება თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, მიუსაფარი ცხოველები საქართველოში აზერბაიჯანის ტერიტორიიდან შემოდიან და მათი მიგრაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფიქსირდება. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, თბილისში მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობის დათვლა მომავალი წლისთვის იგეგმება, 2015 წლის მონაცემით კი, დედაქალაქში, დაახლოებით, 43 ათასი მიუსაფარი ძაღლია. “თუკი რეგიონებში არ აკეთებენ ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაციას, როგორც ...

Read More »

ცხოველთა ფეკალიებით გარემოს დაბინძურებაზე დაწესებული ჯარიმები შესაძლოა, გაიზარდოს

ცხოველთა ფეკალიებით გარემოს დაბინძურებაზე დაწესებული ჯარიმები შესაძლოა, გაიზარდოს

ცხოველების მოვლა–პატრონობის წესის დარღვევისთვის, შესაძლოა, ჯარიმები გამკაცრდეს და 200 ლარამდე გაიზარდოს. ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, არსებული ჯარიმები 8 ლარიდან იწყება, რაც არაადეკვატურია, ამიტომ პირველ ჯერზე ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის დარღვევა 50 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 200 ლარით დაჯარიმდება. “როგორც მოგეხსენებათ, ცხოველთა მოვლის წესების დარღვევისთვის ჯარიმები 8 ლარიდან იწყებოდა. ეს არ არის ...

Read More »

მოგებული ბიზნესი და გაღარიბებული მოქალაქეები – აფბა მამუკა ბახტაძეს აზარტული თამაშების რეგულირებისკენ მოუწოდებს  

მოგებული ბიზნესი და გაღარიბებული მოქალაქეები - აფბა მამუკა ბახტაძეს აზარტული თამაშების რეგულირებისკენ მოუწოდებს  

 ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა მოუწოდებს ახალ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, მთავრობის დამტკიცებისთანავე მიიღოს გადაწყვეტილება აზარტული თამაშების რეგულირების გამკაცრებასთან დაკავშირებით. აფბაში აცხადებენ, რომ დღეის მდგომარეობით აზარტულ თამაშებში საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია ჩართული, მათ შორის არასრულწლოვნებიც და ეს ბიზნესი, რეგულირების არსებული პრაქტიკით, სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს. აზარტული თამაშები ასევე  ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ქვეყანაში არსებული სიღარიბისა და ჭარბვალიანობის. შესაბამისად, ...

Read More »

კოსმოსში ხელის თხოვნა უკვე რეალურია და მისი ფასი 145 მილიონი დოლარია

კოსმოსში ხელის თხოვნა უკვე რეალურია და მისი ფასი 145 მილიონი დოლარია

ფრანგული საქორწილო სააგენტო The ApoteoSurprise 2022 წლის მარტიდან შეყვარებულ წყვილებს კოსმოსში მოგზაურობას სთავაზობს.  პლანეტარული ფრენა ერთ კვირას გასტანს, ხოლო ავტონომიური მართვის სისტემა წყვილს მარტო მოგზაურობის საშუალებას მისცემს. მომსახურება 145 მილიონი დოლარი დაჯდება. ტურში შედის მოგზაურობა მთვარის გარშემო. წყვილები წინასწარ გაივლიან მოსამზადებელ ეტაპებს, კერძოდ სამკვირიან ტექნიკურ და ფიზიკურ ტრენინგს. როგორ კომპანია აცხადებს, მთვარის ორბიტის შემოვლისას, შუა გზაზე წყვილები ფრენკ სინატრას Fly Me ...

Read More »