Home » 2018 » July » 10

Daily Archives: July 10, 2018

WHO-მ შეცდომა აღიარა – საქართველო ჰაერის დაბინძურებით არა პირველ, არამედ 70-ე ადგილზეა

WHO-მ შეცდომა აღიარა - საქართველო ჰაერის დაბინძურებით არა პირველ, არამედ 70-ე ადგილზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საკუთარი შეცდომა გამოასწორა  თუ ორგანიზაციის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს დავუჯერებდით, საქართველოს ჰაერი იმდენად მომაკვდინებელი იყო, რომ მთელი პლანეტის მასშტაბით ყველაზე მეტ დაავადებასა და სიკვდილიანობას იწვევდა. ორგანიზაციის წინა შეფასებით, 100,000 კაცზე გაანგარიშების შემთხვევაში, ქართული ჰაერი ყოველწლიურად 292 ადამიანს კლავდა, რაც გლობალურ საშუალოს რამდენჯერმე აღემატებოდა. ეს მონაცემები აშკარად მცდარი იყო, რადგანაც ქვეყანაში, სადაც არც წარმოება და არც ...

Read More »

წარუმატებელი თვითმკვლელობა 500-ლარიანი ჯარიმით ისჯება

წარუმატებელი თვითმკვლელობა 500-ლარიანი ჯარიმით ისჯება

ქარ­თულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, იუ­რის­ტთა შე­ფა­სე­ბით, ბევ­რი ალო­გი­კუ­რი და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი კა­ნო­ნია. თუმ­ცა, ასე­ვე გვხვდე­ბა კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით კუ­რი­ო­ზუ­ლია, ან ისე არის ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი, რომ ღი­მილს იწ­ვევს. “მთე­ლი კვი­რა” რამ­დე­ნი­მე ასე­თი კა­ნო­ნის გან­ხილ­ვას გთა­ვა­ზობთ. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი თვით­მკვლე­ლო­ბა თვით­მკვლე­ლო­ბის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წე­სე­ბუ­ლია სას­ჯე­ლი – ჯა­რი­მა 500 ლარი. ად­ვო­კატ­თა თქმით, თვით­მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბია. რო­გორც იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი გრი­გოლ გაგ­ნი­ძე “მთელ კვი­რას­თან” ...

Read More »

HUB Georgia “აფბას” პასუხობს

HUB Georgia "აფბას" პასუხობს

“ის, რომ მთავრობას რეალურად აქვს წილი, 70 თეთრამდე თითოეულ ლიტრ საწვავში, ეს ფაქტია” HUB Georgia-ს წარმომადგენელი ვასილ ურუშაძე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“  ვიცე პრეზიდენტ  პაატა ბაირახტარს კომერსანტთან  პასუხობს. როგორც ცნობილია, ბაირახტარმა    საკუთარი სოციალური ქსელით HUB Georgia-ს რამდენიმე  კითხვით მიმართა. ბაირახტარი1: „ნავთობიმპორტიორებმა ახალი ლობი აამუშავეს და ახლა ერთი ხელით, თავიანთი მარჟების „გაპრავებას“ ცდილობენ და მეორეთი, სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკის გაკრიტიკებას“ პასუხი 1: ...

Read More »

„ეფიქს ბიზნეს გრუპის“ მიერ დაზარალებულები კომპანიის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავენ

„ეფიქს ბიზნეს გრუპის“ მიერ დაზარალებულები კომპანიის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავენ

მთავარ პროკურატურასთან საფინანსო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ მიერ დაზარალებულთა საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები კომპანიისგან ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, საბროკერო კომპანიში სხვადასხვა თანხა შეიტანეს, იმ პირობით, რომ ფულს უკან მოგებით და პროცენტებით დაუბრუნებდნენ. დაზარალებულები ამბობენ, რომ კომპანიისგან არანაირი თანხა არ მიუღიათ. დაზარალებულების ინტერესს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი იცავს. ადვოკატს დაზარალებულებთან ერთად პროკურატურაში კომპანია „ეფიქ ბიზნეს გრუპის“ წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს.

Read More »

ის რაც ვერ გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ნიკოლ პაშინიანმა

ის რაც ვერ გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ნიკოლ პაშინიანმა

ნიკოლ პაშინიანის გაპრემიერებიდან 2 თვე გავიდა. საინტერესოა, სომხეთი მოქმედმა პრემიერმა ამ ხნის განმავლობაში რისი გაკეთება მოასწრო. 1. პაშინიანმა ორ თვიანი შიდა დაპირისპირების შედეგად მოახერხა და თანამდებობიდან გადააყენა ერევნის მერი. 2. სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი გაათავისუფლა და ტელევიზიას ფინანსური აუდიტი ჩაუტარა. 3. დაიწყო სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, კარენ კარაპეტიანის ლობის შემცირებაზე მუშაობა, ყოფილი პრეზიდენტი ასევე ცნობილი, როგორც “გაზპრომის კაცი”. კარაპეტიანის კომპანიის (Норфолк ...

Read More »

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები – 2018

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები – 2018

Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირადღირებული  ბრენდის საერთო ღირებულება (წმინდა აქტივების ღირებულება) 2,15 ტრილიონი დოლარია.    ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები Rank ბრენდი ბრენდის ღირებულება 2018 (მლრდ.) ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინდუსტრია #1 Apple $182.80 8% ტექნოლოგიები #2 Google $132.10 30% ტექნოლოგიები #3 Microsoft $104.90 21% ტექნოლოგიები #4 Facebook $94.80 29% ტექნოლოგიები #5 Amazon $70.90 31% ტექნოლოგიები #6 Coca-Cola $57.30 ...

Read More »

თიბისი ბანკის ქუთაისის სათაო ფილიალში ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა „Spirits” გაიხსნა

თიბისი ბანკის ქუთაისის სათაო ფილიალში ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა „Spirits” გაიხსნა

თიბისი ბანკის ქუთაისის სათაო ფილიალში ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა „Spirits“ გაიხსნა. მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი, რეჟისორი გიო მგელაძე, დრამატურგი დავით გაბუნია, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, მუსიკის კრიტიკოსი და ჟურნალისტი კახა თოლორდავა, მხატვარი იური ბერიშვილი, გამომცემელი და კრიტიკოსი მალხაზ ხარბედია, მწერალი არჩილ ქიქოძე – გამოფენა საზოგადოებისათვის ამ და სხვა კარგად თუ ნაკლებად ცნობილი 28 ადამიანის შავ-თეთრ პორტრეტს აერთიანებს. ფოტოგრაფის თხოვნით ფოტოგმირებმა საკუთარი თავისა და ცხოვრების შესახებ ...

Read More »

“დღეს ბანკები ყველაფერში ხელს ურევენ, ყველაფერი მონოპოლიზირებული აქვთ”

"დღეს ბანკები ყველაფერში ხელს ურევენ, ყველაფერი მონოპოლიზირებული აქვთ"

“ის ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, არის იმ დანაშაულებრივი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი რაც ე.წ. რეფორმატორებმა გააკეთეს თავის დროზე” დღეს ყველაფერში ხელს ურევენ, ყველაფერი მონოპოლიზირებული აქვთ მიმდინარე კვირაში მთავრობის ახალი ხელმძღვანელი პარლამენტს იმ მცირე მთავრობას წარუდგენს, რომლისთვისაც ახალი კონცეფცია დაიწერა და 150-მდე კანონპროექტში ცვლილებები შევიდა. წინასწარ ცნობილია, რომ ახალ მინისტრებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, უმრავლესობა კი მზადაა ახალი თუ ახალ მთავრობაში დარჩენილი ...

Read More »

ერთ წელიწადში სამომხმარებლო ფასები 2,2 პროცენტით გაიზარდა

ერთ წელიწადში სამომხმარებლო ფასები 2,2 პროცენტით გაიზარდა

საქართველოში ერთ წელიწადში სამომხმარებლო ფასები 2,2 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის დონე მიმდინარე წლის ივნისში, სწორედ 2.2 პროცენტზე დაფიქსირდა. მოცემულ პერიოდში, 7,7 პროცენტით გაძვირდა წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება. ასევე 5,8 პროცენტით მოიმატა ფასებმა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა ჯგუფებზე. ამავე პერიოდში, მთლიანობაში 5,1 პროცენტით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა. კერძოდ, 9,1 პროცენტით მოიმატა ფასმა სამედიცინო პროდუქციაზე, მათ ...

Read More »

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა განიხილება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა განიხილება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა სახელდება. პირველი არხის ინფორმაციით, მმართველ გუნდში მიხეილ ბატიაშვილი მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება. პირველმა არხმა ბატიაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს, პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მთავრობაში ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ მინისტრის მოადგილეებად, დარგების შესაბამისად, მოქმედი მინისტრები მიხეილ გიორგაძე და მიხეილ ჩხენკელი დაინიშნებიან. პრემიერ-მინისტრი ...

Read More »