Home » 2018 » July » 09 (page 2)

Daily Archives: July 9, 2018

“მინდა სამყარომ ისეთივე გამძლეობა გამოავლინოს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც ხორვატიამ რუსეთთან მოედანზე აჩვენა”

"მინდა სამყარომ ისეთივე გამძლეობა გამოავლინოს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც ხორვატიამ რუსეთთან მოედანზე აჩვენა"

ჭადრაკში მსოფლიოს XII ჩემპიონმა და საჭადრაკო სამყაროს ლეგენდამ, გარი კასპაროვმა ხორვატიას მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამარჯვება  და ნახევრაფინალში გასვლა მიულოცა. “ბრავო, ხორვატია! მე მხოლოდ ის მინდა, რომ თავისუფალმა სამყარომ ისეთივე გამძლეობა გამოავლინოს ვლადიმერ პუტინის გეოპოლიტიკური მიღწევების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც ხორვატიამ რუსეთის წინააღმდეგ მოედანზე აჩვენა”, – წერს კასპაროვი ტვიტერზე. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული რუსი მოჭადრაკე 2013 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს.

Read More »

ხორვატიის ნაკრები საქართველოში დამზადებული ფორმებით თამაშობს

ხორვატიის ნაკრები საქართველოში დამზადებული ფორმებით თამაშობს

ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოში დამზადებული ფორმებით თამაშობს. ეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოდან გახდა ცნობილი. ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასულმა იტალიის ნაკრებმა 2012 წელს „პუმას” მაისურებით ითამაშა – უმრავლესობამ მხოლოდ ახლა შეიტყო, რომ ეს ფორმები ქობულეთის რაიონის სოფელ ბობოყვათში იყო შეკერილი 2008 წელს დაარსებული კომპანიაში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაკრებებს და გუნდებს ამარაგებდა. კომპანია „აჭარატექსტილი” სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით შეიქმნა ...

Read More »

იაპონიაში ქართული ღვინის შეტანის პროცედურები მარტივდება

იაპონიაში ქართული ღვინის შეტანის პროცედურები მარტივდება

იაპონიაში დარეგისტრირებულ უცხოური ლაბორატორიების ჩამონათვალს 4 ქართული ლაბორატორია დაემატა, რაც იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის პროცედურებს საგრძნობლად გაამარტივებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, იაპონიის საბაჟოზე საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დამატებითი ლაბორატორიული შემოწმება და სერტიფიცირება ხდებოდა, რაც დაკავშირებული იყო დამატებით ხარჯებსა და პროცედურულ სირთულეებთან, რომლებსაც აწყდებოდნენ ქართული ღვინის იმპორტით დაკავებული კომპანიები და რაც საბოლოო ჯამში, ქართული ღვინის ღირებულებაზე აისახებოდა. “ღვინის ეროვნულმა ...

Read More »

“საპარტნიორო ფონდს ფინანსურად უჭირს”

"საპარტნიორო ფონდს ფინანსურად უჭირს"

საპარტნიორო ფონდს ფინანსურად უჭირს, ამის შესახებ ,,ანალიტიკას“ ეთერში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, შედეგები რაც ამ უწყებამ თავისი მუშაობით მიიღო, ძალიან შთამბეჭდავია. ,,ჩვენი შემოსავლები ძალიან შეზღუდულია, იმ ფონზე რომ ჩემი მისვლის დროს დამხვდა ძალიან დიდი კრედიტები, რომელიც საპარტნიორო ფონდს ჰქონდა აღებული საერთაშორისო ინსტიტუტებიდან. ჩვენ რა თქმა უნდა ფინანსები გვიჭირს, თუმცა ყველაზე კარგ მაგალითს გეტყვით, რითაც ...

Read More »

რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარჯავს საქართველოში ყველაზე მეტ თანხას

რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარჯავს საქართველოში ყველაზე მეტ თანხას

2018 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 1,582,382 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, შემომსვლელთა 35% დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით შემოვიდა საქართველოში. ამის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა წერს. საერთაშორისო ვიზიტების 51% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, მას მოჰყვება ბათუმი 21.5%-ით. დანარჩენ ქალაქებსა და ადგილებში შედარებით ნაკლები ვიზიტები დაფიქსირდა. ქვეყანაში შემოსულმა საერთაშორისო ვიზიტორებმა ჯამში 1.4 მილიარდ ლარამდე დახარჯეს. ერთი ვიზიტისას გაწეული ...

Read More »