Home » 2018 » July » 05

Daily Archives: July 5, 2018

მცირე მეწარმეებისთვის შეღავათების ამოქმედებიდან 2 დღეში შემოსავლების სამსახურში 200-ზე მეტი განაცხადი შევიდა

მცირე მეწარმეებისთვის შეღავათების ამოქმედებიდან 2 დღეში შემოსავლების სამსახურში 200-ზე მეტი განაცხადი შევიდა

მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის ამოქმედებიდან 2 დღეში შემოსავლების სამსახურში მცირე მეწარმის სტატუსის მისაღებად 200 ზე მეტი განცხადება შევიდა. ამის შესახებ რადიო „იმედის“ გადაცემა „ეკონომიქსში“ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმაგანაცხადა. მისი თქმით აქტივობა მცირე მეწარმეების მხრიდან მოსალოდნელზე მაღალია. რეფორმის შედეგად ეკონომიკურ ეფექტს ხელისუფლება მოგვიანებით ელოდება, თუმცა თაბუაშვილი დარწმუნებულია, რომ საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვნად მცირდება და ეს იქნება სტიმული თვითდასაქმებულებისთვისჩრდილიდან ...

Read More »

QNET-ის ტოპ მენეჯერი: კომპანიის ფინანსურ პირამიდასთან შედარება ნონსენსია

QNET-ის ტოპ მენეჯერი: კომპანიის ფინანსურ პირამიდასთან შედარება ნონსენსია

აგვისტოში თბილისში უჩვეულო გამოფენა გაიმართება. QNET საკუთარი პროდუქციის გამოფენით შეეცდება ყველა სკეპტიკოსი დაარწმუნოს, რომ კომპანიას არანაირი შეხება ფინანსურ პირამიდებთან არა აქვს. ფინანსური პირამიდა ხომ მხოლოდ ფულზეა აგებული და ის, სინამდვილეში, არანაირ პროდუქტს არ ყიდის, მაშინ როცა ლეგალური ბიზნესი, როგორიც ამ შემთხვევაში QNET-ია, მომხმარებელს ექსკლუზიურ და მაღალხარისხიან პროდუქციას სთავაზობს. „ამის გარდა, ფინანსური პირამიდამ, შესაძლოა, მხოლოდ ერთი წელი იმუშაოს, მეტს ვეღარ გაძლებს ...

Read More »

სეპარატისტულ აფხაზეთში სომხებსა და აფხაზებს შორის ომი გარდაუვალია

სეპარატისტულ აფხაზეთში სომხებსა და აფხაზებს შორის ომი გარდაუვალია

სეპარატისტულ აფხაზეთში სომხებსა და აფხაზებს შორის ომი გარდაუვალია აფხაზეთში სომხებსა და აფხაზებს შორის ეთნიკური კონფლიქტი დაიწყო. აფხაზური ეთნოსის დემოგრაფიული კატასტროფა ადგილობრივი სომხური საზოგადოების გაძლიერების გზით უკვე აშკარაა. “აფხაზმა ერმა” გადაწყვიტა თავიდან აიცილოს სომხების გავლენა რეგიონში, თუმცა სომხეთის მხრიდან უკვე დაწყებულია სერიოზული ზეწოლა აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობაზე. მათ სურთ სეპარატისტული პასპორტების გაცვლის გზით “აფხაზეთის მოქალაქეობის” არმქონე აფხაზებს და მათ შორის სომხებს ჩამოართვან ...

Read More »

კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ა.წ. 5 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო, დაიტბორა სოფელ ჭუბერის ცენტრალური ნაწილი, ასევე დაზიანებულია გზები და ხიდები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი სიტუაცია ნენსკრა ჰესის მშენებლობას უკავშირდება. გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის ...

Read More »

საწარმოებს, შესაძლოა, წყლის ხარჯვის ლიმიტი დაუწესდეს

საწარმოებს, შესაძლოა, წყლის ხარჯვის ლიმიტი დაუწესდეს

სამრეწველო საწარმოებს, შესაძლოა, წყლის ხარჯვის ლიმიტი დაუწესდეს. როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია ნათქვამი, „მიზანშეწონილია დაწესდეს ყველა სამრეწველო საწარმოსთვის სასმელ-სამეურნეო წყლის ხარჯვის ლიმიტი და საჯარიმო სანქციები ლიმიტის ზევით დახარჯული წყლის ყოველ ერთეულზე“. გენგეგმის თანახმად, მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი მაგისტრალურ, გამანაწილებელ და შიდა ქსელემბზე არსებული გაჟონვები. წყალმომარაგების სისტემების გასხვისების არეალებისა და სხვა მათთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინება კი სავალდებულოა ყველა დაგეგმილი თუ დასაგეგმი ...

Read More »

“თიბისის“ ინიციატივით, აჭარაში ყველაზე მასშტაბური რეგიონული ბიზნესფორუმი გაიმართება

“თიბისის“ ინიციატივით, აჭარაში ყველაზე მასშტაბური რეგიონული ბიზნესფორუმი გაიმართება

“თიბისის“ ინიციატივით, სპეციალურად ბანკის ბიზნესკლიენტებისთვის ყველაზე მასშტაბური რეგიონული ბიზნესფორუმები იწყება. რპირველი ფორუმი ბათუმში 7 ივლისს ჩატარდება და მასში მონაწილეობას დასავალეთ საქართველოში მოქმედი ბიზნესების 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციას დარგის ექსპერტები მიაწვდიან. ფორუმის მონაწილეებს კი შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ „ვორქშოპებს“ და მათთვის საინტერესო ისეთ საკითხებზეც მიიღონ ინფორმაცია, როგორებიცაა: ციფრული მარკეტინგი, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები, სასტუმროების მენეჯმენტი, ახალი ...

Read More »

მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და სხვა სატრანსპორტო სეგმენტის თანამშრომლები სახელფასო დანამატებსა და გარკვეული სახის შეღავათებს მიიღებენ

მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და სხვა სატრანსპორტო სეგმენტის თანამშრომლები სახელფასო დანამატებსა და გარკვეული სახის შეღავათებს მიიღებენ

“საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ ინფორმაციით, 4-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს დამატებითი ბენეფიტები უწესდებათ. მათივე ცნობით, შეთანხმება თბილისის მერსა და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს შორის შედგა. საუბარი ეხება, როგორც თბილისის მეტროპოლიტენის, ასევე ავტობუსების და სხვა მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების სეგმენტში დასაქმებულების სოციალურ, ეკონომიკურ და შრომით უფლებებს. “აღსანიშნავია, რომ შედეგს წინ უძღოდა 4-თვიანი, აქტიური მოლაპარაკებების პროცესი და რომ არა თბილისის სატრანსპორტო სფეროში განვითარებული ...

Read More »

გენგეგმაში სხვა ტრანსპორტთან ერთად, თბილისში ტრამვაის აღდგენის შესაძლებლობაზეცაა საუბარი

გენგეგმაში სხვა ტრანსპორტთან ერთად, თბილისში ტრამვაის აღდგენის შესაძლებლობაზეცაა საუბარი

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, დედაქალაქის მერიას ტრანსპორტის განვითარების გეგმის შესამუშავებლად 2019-2022 წლები განესაზღვრა. გენგეგმის დოკუმენტის მიხედვით, სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად მერიას სხვადასხვა წლები აქვს განსაზღვრული. კერძოდ, ტრანსპორტის განვითარების გეგმის შემუშავება 2019-2022 წლებში ევალება, რაშიც გაერთიანებულია მეტროს, მასობრივი ტრანზიტის დერეფნების, საავტობუსო ქსელის, საბაგირო კავშირების, მულტიმოდალური ჰაბების დაგეგმვა (მათ შორის საქალაქთაშორისო და პოლიცენტრულ არეალებში). ამავე წლებში უნდა შეისწავლონ სამგზავრო რკინიგზის სატრანსპორტო პოტენციალი ...

Read More »

ბიზნესომბუდსმენი “რუსთავის ფოლადის” და ტრამპის დაწესებული 25%-იანი ტარიფის საქმეში ჩაერთო

ბიზნესომბუდსმენი "რუსთავის ფოლადის" და ტრამპის დაწესებული 25%-იანი ტარიფის საქმეში ჩაერთო

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან  ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ეს ტარიფი საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად მოქმედებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ინდუსტრიაში დასაქმებულ 10 000-მდე ადამიანის სამუშაო ადგილს.  ამის შესახებ არაერთგზის განაცხადეს “რუსთავის ფოლადის” წარმომადგენლებმა და აღნიშნულ საკითხს არაერთი გადაცემა მიეძღვნა. რას აპირებს ბიზნესომბუდსმენი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არის თუ არა ჩართული ქართული წარმოებისთვის ამ მეტად ...

Read More »

გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძეს “იმედმა” კონტრაქტი შეუწყვიტა

გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძეს "იმედმა" კონტრაქტი შეუწყვიტა

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია ,,იმედმა” დემნა ჯაფარიძეს და გიორგი ხაბურზანიას კონტრაქტი შეუწყვიტა. ინფორმაია, ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.  არხის ხელმძღვანელობა მათ მიერ მომზადებული პროექტის დაბალი რეიტინგის გამო იყო უკმაყოფილო. ხაბურზანია და ჯაფარიძე არხზე “იქს ფაქტორს” და “ნიჭიერს” აკეთებდნენ. დემნა ჯაფარიძემ On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ ვერანაირ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროვებს, თუმცა სხვა არხიდან შემოთავაზებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. “ჯერ არაფერი ცნობილი არ არის. ...

Read More »