Home » 2018 » July » 04 (page 2)

Daily Archives: July 4, 2018

ადგილები თბილისში, სადაც მშენებლობა შეიზღუდება

ადგილები თბილისში, სადაც მშენებლობა შეიზღუდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიასა და „სითი ინსტიტუტს“ შორის შეთანხმებული დოკუმენტი საკრებულოში გადასაგზავნად მზად არის. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ დოკუმენტში ქალაქის პრაქტიკულად ყველა ძირითად გამოწვევაზე არის პასუხი. მათ შორის, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დოკუმენტში უზრუნველყოფილ იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ ...

Read More »

მარტვილის კანიონს წყალქვეშა ცურვის ტური დაემატა

მარტვილის კანიონს წყალქვეშა ცურვის ტური დაემატა

მარტვილის კანიონი წელს ტურისტებს ახალ სერივსს შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს. აქამდე არსებულ ტურისტულ მომსახურებას დაივინგი ემატება. აგვისტოდან წყალქვეშა ცურვის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ კანიონში ყვინთვის და წყალქვეშა სამყაროს დათვალიერების. როგორც „ლაივპრესს“ მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა ზაზა გაგუამ განუცხადა, ახალი სერვისი ტესტირების ეტაპზეა. „მოსული ვიზიტორი ყიდულობს დაივინგის ბილეთს და ინსტრუქტორთან ერთად ჩაყვინთავს კანიონში. ასევე ფუნქციონირებს ყველა ის სერვისი, ...

Read More »

თბილისში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები წერეთლის გამზირზე ფიქსირდება

თბილისში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები წერეთლის გამზირზე ფიქსირდება

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების მონაცემებით, თბილისში დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები წერეთლის გამზირზე ფიქსირდება. აღნიშნულის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურები 4 წერტილშია განთავსებული: წერეთლის გამზირი, ყაზბეგის გამზირი, ვარკეთილი და ვაშლიჯვარი. მარინა არაბიძის თქმით, ვაშლიჯვარში ამ კუთხით ყველაზე კარგი მდგომარეობაა. რაც შეეხება თამარ მეფის გამზირზე მიღებულ შედეგებს, სადაც ...

Read More »

თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით, ინვესტორებს მიწის ნაკვეთს 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადასცემს

თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით, ინვესტორებს მიწის ნაკვეთს 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადასცემს

თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით განმეორებით აცხადებს ინტერესთა გამოხატვას იმ პროექტებზე, როგორიცაა – ვაგზლის მოედნის მეტროს, ვარკეთილის მეტროს და გეგეშიძის სკვერის ტერიტორიები. ამასთან, მერია მზადაა, ინვესტორებს მიწის ნაკვეთი 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადასცეს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ადგილები ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა და სწორედ ის ადგილებია, სადაც მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ...

Read More »

მერიამ დედაქალაქის გენგეგმა მიიღო

მერიამ დედაქალაქის გენგეგმა მიიღო

თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტთან“ ერთად დედაქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა. დოკუმენტი შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს გადაეგზავნა. „ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე, საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არაერთ სხვა თემაზე, რომელიც წერილობითი სახით იყო წარდგენილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე და მედიაშიც არაერთხელ იყო განხილვის საგანი. თუმცა, ერთობლივი მუშაობით, საერთო ძალისხმევით- ...

Read More »

საპენსიო სააგენტო ივლისში შეიქმნება

საპენსიო სააგენტო ივლისში შეიქმნება

საქართველოში საპენსიო სააგენტო ივლისში უნდა შეიქმნას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა. კითხვაზე, საპენსიო რეფორმის ფარგლებში, მოესწრება თუ არა საპენსიო სააგენტოს შექმნა განსაზღვრულ ვადაში, გაგუას თქმით, სააგენტო ივლისში უნდა ამოქმედდეს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პირობაა. „საპენსიო სააგენტო ივლისში უნდა შეიქმნას. ეს სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პირობაა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საპენსიო სააგენტოს ამოქმედება ივლისში მოხდება, რომელიც მთავრობიდან იმ პროცესებს ...

Read More »

„ფინკა ბანკი“ მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია და აგრძელებს „ფინკას“ გლობალური მისიის შესრულებას საქართველოში

„ფინკა ბანკი“ მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია და აგრძელებს „ფინკას“ გლობალური მისიის შესრულებას საქართველოში

დღეს „ფინკა ბანკმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა შესრულებულია და განაგრძობს ფინკას გლობალური მისიის შესრულებას საქართველოში. ბანკის მენეჯმენტის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ფორმალური პროცედურა უკვე დასრულებულია. როგორც „ფინკა ბანკის“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი ნადარეიშვილმა განაცხადა, ფინკა ბანკმა უკვე გაზარდა საზედამხედველო კაპიტალი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ოდენობამდე. საზედამხედველო კაპიტალის შესაბამისობაში მოყვანა მოხდა როგორც „ფინკას“ აქციონერების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ...

Read More »

2018 წლის “ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების” ფინალში საქართველომ რუსეთი დაამარცხა

2018 წლის "ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების" ფინალში საქართველომ რუსეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის “ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე” (Global Inclusion Awards) რეგიონული “ქვეყნის ჯილდოს” კატეგორიაში გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნულ კატეგორიაში ასევე დასახელებული იყო რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო. მათივე ინფორმაციით, 2018 წლის “ფინანსური ჩართულობის გლობალური დაჯილდოების” ფინალში საქართველომ რუსეთი დაამარცხა. “ქვეყნის ჯილდოს” ნომინაციაში საქართველოს წარდგენა კი განაპირობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2017 წელს მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვებისა და ...

Read More »