Home » 2018 » July » 03 (page 2)

Daily Archives: July 3, 2018

პრემიერმა ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

პრემიერმა ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და NBA-ის მოქმედი ჩემპიონის – Golden State Warriors-ის ცენტრს ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. პრემიერმა ზაზა ფაჩულიას საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე კარიერისთვის და საერთაშორისო სარბიელზე ქართული კალათბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა ...

Read More »

საქართველომ იანვარ-აპრილში უცხოური ტურიზმიდან $800 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო

საქართველომ იანვარ-აპრილში უცხოური ტურიზმიდან $800 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო

საქართველომ 2018 წლის იანვარი-აპრილის მდგომარეობით უცხოური ტურიზმიდან 799 მილიონ დოლარის (ზრდა +28.4%) შემოსავალი მიიღო, რაც $177 მლნ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ტურიზმს ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში $551 მლნ დოლარია (ზრდა +26.7%), რაც $116 მლნ-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.75 მილიარდ ...

Read More »

საქართველოში 2005 წლამდე გამოშვებული მანქანების აკრძალვისთვის ემზადებიან

საქართველოში 2005 წლამდე გამოშვებული მანქანების აკრძალვისთვის ემზადებიან

ძველი ავტომობილების, იგულისხმება 2005 წლამდე გამოშვებული მანქანები, იმპორტი მალე აიკრძალება, რისი მიზეზიც მათი არაეკოლოგიურობაა. მეზობელი ქვეყნების მსგავსად, „ევრო-5″-ის სტანდარტი საქართველოშიც ამოქმედდება. სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებს ახალი საკანონმდებლო ცვლილება დროულად მიაჩნიათ, თუმცა, მათი აზრით, აუცილებელია, სახელმწიფომ წაახალისოს მოსახლეობა, რათა მათ შეძლონ და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ავტოპარკის განახლებაში. დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, ძველი მანქანების შემოყვანა აუცილებლად უნდა აიკრძალოს. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, შესაძლოა, ...

Read More »

AXIS ჭავჭავაძის 75 ნომერში  1430 კვმ მწვანე გაზონს მალე უნიკალური მცენარეები შეემატება

აქსისი როგორც დეველოპერული კომპანია ქმნის გარემოს და ზრუნავს მის განვითარებაზე. კომპანიისათვის მნიშვნელოვანია შეიტანოს სიცოცხლე იქ სადაც დეველოპმენტს ახორციელებს. გაზონი, ჭავჭავაძის 75-ში, რომელიც აქსისმა 1430კვმ უკვე დააგო 4 პარკოსანთა ჯგუფის მცენარისაგან შედგება „Festucarubra,“ „Festucaarundinacea,“ „Loliumwesterwoldicum,“ და „Loliumperenne“ – სწორედ ამიტომაციგი გამოირჩევა ჟანგბადის წარმოშობის კუთხით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული გაზონის 15 კვადრატული 1 საშუალო ხეს უდრის. მნიშვნელოვანია ჭავჭავაძის 75-ში არსებული მწვანე ...

Read More »

თბილისში მოქალაქემ მეზობლის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა

თბილისში, დიდ დიღომში კოპრუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დიმიტრი ტატიშვილმა საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებმა ცხელ დღეებში გაგრილება შეძლონ. ფოტოები ამავე უბანში მცხოვრებმა Facebook-ზე გაავრცელა.

Read More »

“საქართველოში უნიკალური საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა”

"საქართველოში უნიკალური საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა"

საქართველოში უნიკალური საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ძალიან მასშტაბური რეფორმა და ეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100%-ს. ბახტაძის განცხადებით, საუბარია დაახლოებით 120 ათას მეწარმე ფიზიკურ პირზე და მათ უკან მდგომ არაერთ ადამიანზე. “საქართველოში ამოქმედდა უნიკალური საგადასახადო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეებს 5-ჯერ შეუმცირდებათ ბრუნვის გადასახადი. ...

Read More »

“ქართული მხარის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მივყავართ სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების გაუარესებისკენ”

"ქართული მხარის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მივყავართ სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების გაუარესებისკენ"

თბილისის მიერ დეკლარირებული „კეთილი ზრახვებისა“ და “უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯების“ მიუხედავად, არსობრივად, ქართული მხარის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მივყავართ სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების გაუარესებისკენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ტოივო კლაართან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. კარასინმა თავისი ...

Read More »

“როგორც საზოგადოებას შევპირდით, ეროვნულ ეკონომიკაში დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს”

"როგორც საზოგადოებას შევპირდით, ეროვნულ ეკონომიკაში დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს"

როგორც ქართულ საზოგადოებას შევპირდით, ეროვნულ ეკონომიკაში დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დამკვიდრდება ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება სიღარიბის დამარცხებაზე. “როგორც ქართულ საზოგადოებას შევპირდით, ეროვნულ ეკონომიკაში დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს, ჩვენ დავამკვიდრებთ ისეთ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ორიენტირებული იქნება მთავარი გამოწვევის დამარცხებაზე – ეს არის ის, რომ ...

Read More »

ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

ტურისტების რაოდენობით ლიდერობს თბილისი და აჭარა ივნისის თვეში საქართველოში 727,385 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ტურისტების რაოდენობით ლიდერობს თბილისი და აჭარა. ადმინისტრაციის მონაცემებით, ივნისში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. “2018 წლის ივნისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 727,385 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.8%-ია. ...

Read More »

მოქალაქეებს ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სიჭარბის გადამოწმება 16 ივლისიდან შეეძლებათ

მოქალაქეებს ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სიჭარბის გადამოწმება 16 ივლისიდან შეეძლებათ

ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს ნერგავს. კერძოდ, უწყების ახალი ინსტრუმენტის საშუალებით, მოქალაქეებს 16 ივლისიდან 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ. „5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში პაციენტს დანიშნულების გადამოწმება შეეძლება. განსაზღვრულია რამდენიმე კრიტერიუმი, რის საფუძველზეც გადამოწმდება, ჭარბად არის თუ არა მედიკამენტები გამოწერილი. მათ შორის, ყურადღება მიექცევა, ხომ არ არის დანიშნული ორი ან ...

Read More »