Home » 2018 » July » 02 (page 2)

Daily Archives: July 2, 2018

ბიზნესომბუდსმენს 6 თვეში დახმარებისთვის 564-მა მეწარმემ მიმართა

ბიზნესომბუდსმენს 6 თვეში დახმარებისთვის 564-მა მეწარმემ მიმართა

ბიზნესომბუდსმენს დახმარებისთვის 6 თვეში  564-მა მეწარმემ მიმართა. მათ შორის, ყველაზე მეტმა, 64%-მა თბილისიდან,  შემდეგ მოდის აჭარა 10%-ით, შიდა ქართლი 6%-ით და გურია 4%-ით. „ მეწარმეები საუბრობდნენ ბიზნესის კეთების პროცესში მათთვის პრობლემურ საკითხებზე. ასეთი  საკითხების წრე კი მრავალფეროვანია. ყველა რეგიონში აქტუალურია დაფინანსებაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობის პრობლემა.  ასევე, გამოიყო ისეთი თემები, რომლებიც ადგილობრივი მთავრობის მხრიდან აქტიურ ჩართულობას  მოითხოვს. პრობლემად რჩება სასოფლო სამეურნეო მიწების ...

Read More »

საწვავზე ფასების მატების კიდევ ერთი ახალი ტალღაა მოსალოდნელი

საწვავზე ფასების მატების კიდევ ერთი ახალი ტალღაა მოსალოდნელი

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავი გაძვირდა. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, ჩვენს ბაზარზე ფასების ცვლილება სწორედ მსოფლიო ბაზარზე ფასების ცლილებამ გამოიწვია. მისივე თქმით, ეს ეკონომიკურ პროცესებთან შეუსაბამოდ მოხდა, რადგან ჩვენთან ფასების ზრდა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ეს მსოფლიო ბაზარზე დაიწყებოდა. ეს ყველაფერი კი იმ არაჯანსაღმა გარემომ გამოიწვია, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. “იმდენად ...

Read More »

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. პირველი ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან. მათი საერთო რაოდენობა ჯამში დაახლოებით 110 000-ია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში 2018 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით: ა)2018 წლის ...

Read More »

სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც სავალდებულო ინსპექტირება არ ვრცელდება

სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც სავალდებულო ინსპექტირება არ ვრცელდება

2018 წლის პირველი იანვრიდან ტექინსპექტირება მძღოლების ნაწილს უკვე შეეხო. ინსპექტირებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მათ მისაბმელები. პირველ ეტაპზე ტექდათვალიერება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებს შეეხო. მსუბუქმა ავტომობილებმა, რომელთა ძრავის მოცულობა 3.0-ზე მეტია, ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის ოქტომბრიდან უნდა გაიარონ, 3.0-ზე ნაკლები ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილებისთვის განსაზღვრული ვადა კი, 2019 წლის იანვარია. მეორე ...

Read More »

„მიმდინარე კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება“

„მიმდინარე კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება“

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება. როგორც ჩხენკელმა ჟურნალისტებს 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში განუცხადა, კონდიციონერებს უცხოეთიდან ელოდებიან. „2-5 ივლისის ჩათვლით არის მაღალი ტემპერატურა. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ პერიოდში ეროვნული გამოცდები ჩატარდება მხოლოდ დილის ცვლაში. ამ კვირის ბოლომდე ყველა ცენტრი იქნება აღჭურვილი კონდიციონერებით. კონდიციონერებს ველოდებით უცხოეთიდან და კვირის ბოლომდე დამონტაჟდება ყველა საგამოცდო ...

Read More »

გაზზე მომუშავე 14-16 წლის ავტომობილები, რომელთაც ტექინსპექტირება არ გაუვლიათ, დაჯარიმდებიან

გაზზე მომუშავე 14-16 წლის ავტომობილები, რომელთაც ტექინსპექტირება არ გაუვლიათ, დაჯარიმდებიან

აირბალონებზე მომუშავე ავტომობილების ნაწილს ტექდათვალიერების გავლის ვადა 1 ივლისს ამოეწურათ. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლებს ტექდათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ, 100 ლარით დაჯარიმდებიან. რეგლამენტის მიხედვით, 17 და მეტი წლის აირბალონებზე მომუშავე მანქანებს ტექდათვალიერების ვალდებულება 2018 წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ. ხოლო 14-16 წლის ავტომობილებმა ტექდათვალიერება 2018 წლის პირველ ივლისამდე უნდა გაიარონ. 11-13 წლის ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ბოლო ვადად 2019 წლის პირველი იანვარია განსაზღვრული, ...

Read More »

„თიბისი ბანკმა“ და DEG-მა 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

„თიბისი ბანკმა“ და DEG-მა 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

„თიბისი ბანკმა“ გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც 7 წლის განმავლობაში, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება. ამის შესახებ  „თიბისი ბანკში“ აცხადებენ. „აღფრთოვანებული ვართ „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის პროფესიონალიზმითა და მათ მიერ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების მაღალი ხარისხით. ჩვენთვის საამაყოა „თიბისი ბანკთან“ სასესხო ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ვთვლით, რომ ...

Read More »

“ეროვნული გამოცდების განრიგის შეცვლა მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა სხვა გამოსავალი არ გვქონდა”

"ეროვნული გამოცდების განრიგის შეცვლა მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა სხვა გამოსავალი არ გვქონდა"

ეროვნული გამოცდების განრიგის შეცვლა ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა სხვა გამოსავალი ტემპერატურიდან გამომდინარე არ გვქონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული საგამოცდო ცენტრის ამ გადაწყვეტილების შესახებ ყველა აბიტურიენტი ინფორმირებულია. “ეს გადაწყვეტილება ყველაზე მძიმე იყო ჩვენთვის. ძალიან რთულ და კომპლექსურ სისტემასთან გვაქვს საქმე და ნებისმიერი პატარა ცვლილებაც კი რისკის ქვეშ ...

Read More »

თრობის ქვეშ ავტომობილის მართვის განმეორებისას შესაძლოა ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდეს

თრობის ქვეშ ავტომობილის მართვის განმეორებისას შესაძლოა ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამრღვევი მძღოლების მიმართ სანქციების გამკაცრებას გეგმავს. საუბარია განსაკუთრებით სიჩქარის გადაჭარბებისა და ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომობილების მართვის შემთხვევებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და სტრატეგიის სამმართველოს უფროსის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, უწყება ცვლილებათა პაკეტს პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე დაარეგისტრირებს. საშემოდგომო სესიაზე შსს პარლამენტში მოახდენს ინიცირებას ადმინისტრაციული სამართალდარღევევების ცვლილებების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, მნიშვნელოვნად გამკაცრდება სანქციები დამრღვევი მძღოლების მიმართ, განსაკუთრებით სიჩქარის გადაჭარბებისა და ...

Read More »