Home » 2018 » July » 02

Daily Archives: July 2, 2018

ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული სანქციების დაწესება, შესაძლოა, ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით განხორციელდეს

ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული სანქციების დაწესება, შესაძლოა, ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით განხორციელდეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე კონფერენციას – „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“ დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა. შინაგან საქმეთა ...

Read More »

სკოლების გარე პერიმეტრის ვიდეოკამერებით აღჭურვისთვის 11 მილიონი ლარი გამოიყო

სკოლების გარე პერიმეტრის ვიდეოკამერებით აღჭურვისთვის 11 მილიონი ლარი გამოიყო

11 მილიონი ლარი გამოიყო იმისთვის, რომ სკოლების გარე პერიმეტრები ვიდეოთვალებით სრულად აღიჭურვოს, – ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ექსპერტებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა მიმდინარეობს. “სკოლის გარე პერიმეტრის ვიდეოთვალით აღჭურვა საკმაოდ პრიორიტეტულია. 11 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ 2018-2019 სასწავლო წლების განმავლობაში სრულად დაიფაროს სკოლების გარე პერიმეტრი ვიდეოთვალებით“, – განაცხადა გიგაურმა. ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება ...

Read More »

,,სოციალურ მიმართულებებზე აქცენტი შეცდომაა, რადგან საქართველო არ არის მხოლოდ პენსიონერების და ავადმყოფების ქვეყანა“

,,სოციალურ მიმართულებებზე აქცენტი შეცდომაა, რადგან საქართველო არ არის მხოლოდ პენსიონერების და ავადმყოფების ქვეყანა“

,,მამუკა ბახტაძე უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული ლიდერი და მან უნდა შექმნას ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია“  სამთავრობო გუნდში მიდმინარე ცვლილებებზე, ახალი პრემიერ მინისტრის პრიორიტეტებზე, სიღარიბის დაძლევის გზებზე, ბიზნესში არსებულ პრობლემებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე  გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები“ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ესაუბრა. – როგორ შეაფასებდით ახალ პრემიერ მამუკა ბახტაძეს? რა მთავარი გამოწვევების წინაშე იქნება იგი და  რა უნდა იყოს მისი პრიორიტეტი ...

Read More »

მთავრობამ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

მთავრობამ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

 დღევანდელი მთავრობის სხდომაზე, მთავრობამ დაამტკიცა კანონის პროექტი ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომლის თანახმად, 2011-2012 წლებში დარიცხული საგადასახადო დავალიანება 2013 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ჩამოეწერებათ იმ კომპანიებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ამის გამო კომერციული საქმიანობა შეეჩერებინათ. საუბარია 30 ათასამდე კომპანიაზე, რომლებსაც ჯამურად 550 მლნ ლარამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ. მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულება ,,საქართველოს  სახალხო დამცველის აპარატისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის ...

Read More »

გიორგი მელაშვილი საქართველოს ბანკში პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტს ჩაიბარებს

გიორგი მელაშვილი საქართველოს ბანკში პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტს ჩაიბარებს

გიორგი მელაშვილი “საქართველოს ბანკში” პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. გიორგი მელაშვილმა საქართველოს ბანკში ეროვნული ბანკიდან მივიდა. მას ქვეყნის მთავარ ბანკში აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ეკავა, ის სებ-ში ბანკში 2009 წლიდან მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მაღალი თანამდებობის პირები ქვეყნის მთავარი ბანკიდან კომერციულ ბანკებში აქტიურად ინაცვლებენ.

Read More »

საუკუნის საიდუმლო – 13 ოჯახი, რომლებიც ფარულად მართავდა მსოფლიოს!

საუკუნის საიდუმლო – 13 ოჯახი, რომლებიც ფარულად მართავდა მსოფლიოს!

“ე.წ. ჩრდილოვანი ძალები, რომლებიც დგანან “ახალი მსოფლიო წესრიგის” უკან, ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ, მაგრამ თანმიმდევრულად ახორციელებენ გეგმას კაცობრიობასა და პლანეტის რესურსებზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ მას ნელ–ნელა ართმევენ თავისუფლებას, ამასთანავე, “ახალი მსოფლიო წესრიგის” შემოქმედთა ძალა განუხრელად იზრდება”, _ იუწყება ვებგვერდი humansarefree.com. “ახალი მსოფლიო წესრიგის” შემოქმედთა პირამიდის წვერზეა ელიტური ორგანიზაცია, რომელიც ცნობილია, როგორც 13 ოჯახის საბჭო, და რომელიც ...

Read More »

გიორგი მელაშვილი სებ-დან საქართველოს ბანკში გადავიდა

გიორგი მელაშვილი სებ-დან საქართველოს ბანკში გადავიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე განაცხადა. მანვე უკვე ახალ სამსახურში, საქართველოს ბანკში გადასვლაზეც განაცხადა. მელაშვილი ეროვნულ ბანკში 2009 წლიდან მუშაობდა. აღსანიშნავია, საკუთარი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სებ-დან გაზაფხულზე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაიაც წავიდა და ის “თიბისი ბანკის” გუნდს შეუერთდა. წყარო:GBC

Read More »

მომხმარებლები პროდუქციის შეძენას სუპერმარკეტში სალაროს რიგებში დგომის გარეშე შეძლებენ

მომხმარებლები პროდუქციის შეძენას სუპერმარკეტში სალაროს რიგებში დგომის გარეშე შეძლებენ

ბრიტანეთში სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელი Tesco ტექნოლოგიას ტესტავს რომელიც სალაროს რიგებში დგომის გარეშე პროდუქტის შეძენას გულისხმობს. კომპანიის ინფორმაციით მომხმარებლები პროდუქციას სმარტფონში ჩატვირთული აპლიკაციით დაასკანერებენ ხოლო მისი ღირებულება ბარათიდან ავტომატურად ჩამოიჭრება. ეს Amazon go – ს მსგავსი ტექნოლოგიაა რომელიც ამაზონმა გასულ წელს წარადგინა და სიეტლში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სუპერმარკეტი გახსნა. აღსანიშნავია რომ მსგავსი მაღაზიების გასახსნელად დაიწყეს თანამშრომლობა Walmart – მა და ...

Read More »

კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ თიბისის მხარდაჭერით ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა

კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ თიბისის მხარდაჭერით ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა

კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ თიბისის მხარდაჭერით ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც ქართულ ფილმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. კინოსტუდიის 4 პავილიონში სტუდიის საცავებში დაცული კინოკოსტიუმები, ისტორიული კინოგადამღები ტექნიკა, იარაღ-საჭურველი, რეკვიზიტები, უნიკალური კინოაფიშები და კინოესკიზები გამოიფინა. საიუბილეო საღამოსთვის 11 კინოკამერას 3 თვის განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. სტუმრებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი უნიკალური კამერაც იხილეს. ღონისძიებაზე კინოსტუდიის საცავებში დაცული 2500 ...

Read More »

ამერიკელ მომხმარებელს შეკვეთას მალე უპილოტო ავტომობილები მიუტანენ

ამერიკელ მომხმარებელს შეკვეთას მალე უპილოტო ავტომობილები მიუტანენ

ამერიკელ მომხმარებელს შეკვეთას მალე უპილოტო ავტომობილები მიუტანენ სუპერმარკეტების ამერიკულმა ქსელმა Kroger-მა უპილოტო ავტომობილების ქსელთან, Nuro-სთან თანამშრომლობა დაიწყო. კომპანიები ერთობლივ პროდუქტზე მუშაობას შემოდგომიდან გეგმავენ თუმცა ამ დროისთვის გარიგების ღირებულება უცნობია. Nuro ახალი მომსახურების დასანერგად ამ ეტაპზე ტექნოლოგიების შესაქმნელად მუშაობს. მათ შორის უპილოტო ავტომობილების მაცივრებით აღჭურვაზე.

Read More »