Home » 2018 » June (page 4)

Monthly Archives: June 2018

მერია თბილისის ანძაზე საკვები და გასართობი ობიექტების განთავსებას გეგმავს

მერია თბილისის ანძაზე საკვები და გასართობი ობიექტების განთავსებას გეგმავს

დედაქალაქის მერია თბილისის ანძის ტურისტულ ობიექტად მოდიფიცირებას გეგმავს. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ობიექტის შესწავლა უკვე დასრულებულია. მისი განმარტებით, ამ დროისთვის ანძის მოდიფიცირებისთვის სამ შესაძლო ვარიანტზე მსჯელობენ. ერთ-ერთი ვერსია ანძაზე დამატებითი ელემენტის დაშენებას გულისხმობს, რომელზეც საკვები და გასართობი ობიექტები იქნება განთავსებული.

Read More »

„სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 10.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა“

„სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 10.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, 2017 წელს ლარიზაციის პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდა. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მაღალი დოლარიზაცია წარმოადგენს. კობა გვენეტაძის შეფასებით, დოლარიზაციის შემცირება და შესაბამისად, ლარიზაციის წახალისება საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და მისი ხელშემწყობი ღონისძიებები ეტაპობრივად ხორციელდება. „ამ კუთხით 2017 წელი განსაკუთრებული იყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა ლარიზაციის 10-პუნქტიანი ...

Read More »

კონდიციონერი წელს მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება

კონდიციონერი წელს მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისას, წელს კონდენციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა. „ბატონი მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, რომ კონდენცირების სისტემა წელს ყოფილიყო, თუმცა ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძალიან რთული ვითარება იყო რუსთავის საგამოცდო ცენტრში, რადგან მთელი დღის განმავლობაში მზე ადგას შენობას, ამიტომ, როგორც საპილოტე პროექტი, მხოლოდ ამ საგამოცდო ...

Read More »

მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება მოუწევთ

მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება მოუწევთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის აღების მსურველებს, ვალდებულება ექნებათ გამოცდა ჯერ ძველი სისტემით – დახურულ მოედანზე ჩააბარონ გამოცდა, ამის შემდეგ მოიპოვებენ ქალაქში, რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარების უფლებას. „მართვის მოწმობის მისაღებად, კანდიდატს თეორიული და განახლებული პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნების მიზნით, პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპად დაიყოფა. კანდიდატები პირველ რიგში გამოცდას დახურულ მოედანზე, არსებული ბარიერების გადალახვის შემდეგ შეძლებენ. ...

Read More »

226 სილამაზის სალონიდან 224-ში დარღვევა გამოვლინდა

226 სილამაზის სალონიდან 224-ში დარღვევა გამოვლინდა

ერთი წლის წინ დაწყებული შემოწმების შედეგად, 226 ე.წ. “სილამაზის სალონიდან” 224-ში დარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა ციცო დილებაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული 224 სალონიდან მეორედ 199 გადამოწმდა და მხოლოდ 1 დაჯარიმდა. ჯარიმა აღნიშნულ სალონს სადეზინფექციო ხსნარის არარსებობის გამო შეეფარდა. რაც შეეხება დანარჩენს სალონებს, უწყება არ აკონკრეტებს, თუ რის გამო მიეცათ მათ შენიშვნა. რაც ...

Read More »

დღეიდან მეწარმეებს ბიზნესომბუდსმენთან დაკავშირებაში ახალი ელექტრონული პორტალი დაეხმარება

დღეიდან მეწარმეებს ბიზნესომბუდსმენთან დაკავშირებაში ახალი ელექტრონული პორტალი დაეხმარება

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ  კერძო სექტორის წარმომადგენლებს  ბიზნესომბუდსმენის პორტალის   შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ახალი ვებ პორტალი – portal.businessombudsman.ge – მეწარმეებს მათ წინაშე მდგარი საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარება, რაც ინვესტიციების და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. პორტალის მეშვეობით მეწარმეები შეძლებენ ელექტრონული ფორმით დაუკავშირდნენ ბიზნესომბუდსმენს, მათ შორის სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. პორტალი მსოფლიო ბანკის ჯგუფის  საერთაშორისო საფინანსო ...

Read More »

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის პოლიტიკას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის პოლიტიკას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა 2018 წლის საქართველოს ეკონომიკის შეფასება “შეთანხმების მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების” ფარგლებში და ასევე, საქართველოში “დაფინანსების გაფართოებული მექანიზმის” პროგრამის მეორე მიმოხილვა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მხადრაჭერილი საქართველოს სამწლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა. აღნიშნული პროგრამა 2017 წლის 12 აპრილს დამტკიცდა და ითვალისწინებს 210.4 მლნ SDR-ის (დაახლოებით 285 მილიონი ...

Read More »

„შრომის ინსპექციას ნებართვის გარეშე შესვლა მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებში უნდა შეეძლოს“

„შრომის ინსპექციას ნებართვის გარეშე შესვლა მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებში უნდა შეეძლოს“

ობიექტების სია, რომელშიც შრომის ინსპექციას შესამოწმებლად ნებართვის გარეშე შესვლა შეეძლება,  ვიწრო უნდა იყოს და მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებს ეხებოდეს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ბიზნესომბუდსმენის მოსაზრებით – უნდა შედიოდეს თუ არა მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოების სიაში კვების ობიექტები. „ჩვენ ამ საკითხზე გვაქვს ძალიან მკაფიო მოსაზრება. ვფიქრობთ, უნდა არსებობდეს შედარებით ვიწრო სია და აღნიშნული სია უნდა ...

Read More »

“ანაკლიის პორტში ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდებიან“

“ანაკლიის პორტში ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდებიან“

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და რა თქმა უნდა, ის უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოქალაქეების, განსაკუთებით რეგიონის ახალგაზრდების დასაქმებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, კონსორციუმს ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო პოლიტიკა აქვს და ის, სწორედ, ადგილობრივების დასაქმებას გულისხმობს. „ჩვენი ლამაზი კუთხის ახალგაზრდები დასაქმდებიან ამ პროექტში, როდესაც დასრულდება და ...

Read More »

საქართველო სსფ–სგან 42.25 მლნ დოლარს მიიღებს

საქართველო სსფ–სგან 42.25 მლნ დოლარს მიიღებს

სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” საქართველო 42.25 მილიონ დოლარს მიიღებს. საქართველოს სამწლიანი პროგრამა, რომელიც „გაფართოებულ დაფინანსების მექანიზმს“ მოიცავს 2017 წლის 12 აპრილს დამტკიცდა და ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 285 მილიონი დოლარი უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიმოხილვის წარმატებით დამტკიცება საქართველოსთვის ხელმისაწვდომს ხდის 42.25 მილიონი დოლარს. დარჩენილ თანხას ქვეყანა პროგრამის განმავლობაში მომდევნო ორი ...

Read More »