Home » 2018 » June (page 31)

Monthly Archives: June 2018

ლვოველი ტურიპერატორები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან

ლვოველი ტურიპერატორები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის  მოწვევით რეგიონს ლვოვიდან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. დღეს, სტუმრებს სასტუმრო რედისონში რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია ჩაუტარდათ. შეხვედრის შემდეგ ისინი მთიან აჭარას ეწვევიან და იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან. აჭარაში ლვოველი ტუროპერტორებისა და სააგენტოების ვიზიტი ლვოვი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებას უკავშირდება. ინფოტურის მიზანი ...

Read More »

საქართველოში ინვესტორებისთვის ბინადრობის ნებართვა ხუთი წლის ვადით გაიცემა

საქართველოში ინვესტორებისთვის ბინადრობის ნებართვა ხუთი წლის ვადით გაიცემა

საქართველოში ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე, ბინადრობის ნებართვა თავიდან შესაძლოა, მხოლოდ ხუთი წლის ვადით გაიცეს და არა მუდმივი ცხოვრების უფლებით. შესაბამისი ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შედის, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გოჩა ენუქიძე და ივლიანე წულაია არიან. დღეს მოქმედი კანონით, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უვადოდ გაიცემა, ხოლო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა – ერთი წლის ვადით. ...

Read More »

„როლანდ ბლადაძის ქონებრივ უფლებებში აღდგენა, აღმოჩნდა, ბევრს არც სურს“

„როლანდ ბლადაძის ქონებრივ უფლებებში აღდგენა, აღმოჩნდა, ბევრს არც სურს“

როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე გვესმის ძალიან ბევრი მოარული ხმა, სახიფათო მოსაზრებები და დასკვნები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მომავალ გადაწყვეტილებასთან, რაც სახელს უტეხავს არამხოლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას და მზად ვარ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მივაწოდო, როგორც საქმის განმხილველ მოსამართლეებს, ასევე სასამართლოს თავმჯდომარეს და მთლიანად საზოგადოებას – აღნიშნულის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სახელმწიფოსთან ...

Read More »

2018 წლის პირველ კვარტალში მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 20 პროცენტით გაიზარდა

2018 წლის პირველ კვარტალში მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 20 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკა და მისი მდგრადობა დამყარებულია კერძო სექტორის განვითარებაზე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2018 წლის პირველ კვარტალშიც ნარჩუნდება და ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების შთამბეჭდავი ზრდა ფიქსირდება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქსტატის“ მიერ საწარმოთა საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.6%-ით ...

Read More »

მთავარია “მენავთობეები” იყვნენ კარგად

მთავარია "მენავთობეები" იყვნენ კარგად

მთავარია “მენავთობეები” იყვნენ კარგად – რატომ შეუმცირა კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს  ჯარიმა 18 – ჯერ   გასულ კვირას კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაასრულა და კომპანიებს თავდაპირველად გამოწერილი საჯარიმო თანხა თითქმის 18 – ჯერ შეუმცირა. უფრო კონკრეტულად კი პირველი მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კონკურენციის სააგენტომ 5 კომპანია, საქართველოს კონკურენციის კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და საერთო ჯამში 55 მლნ ლარით დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ხუთივე ბიზნესოპერატორმა ...

Read More »

2019 წლიდან მევახშეებს მარყუჟს მოუჭერენ

2019 წლიდან მევახშეებს მარყუჟს მოუჭერენ

2019 წლიდან მევახშეების რეგულაცია დაიწყება და ეროვნული ბანკი მათაც შეზღუდავს. თუ დღემდე კერძო პირები კონკრეტულ თანხას თვეში, საშუალოდ, 10%-ად გასცემდნენ, მომდევნო წლიდან სესხის პროცენტი გაუნახევრდებათ. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ახალ რეგულაციაზე ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი მუშაობს. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ მათი ინიციატივა შედეგს გამოიღებს და რეგულაცია მხოლოდ ფურცელზე დაწერილ კანონად არ დარჩება. სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას, რომლის თანახმად, ...

Read More »

“საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მსოფლიოში უპრეცედენტოა”

"საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მსოფლიოში უპრეცედენტოა"

“ჩვენთვის ცნობილია, რომ  ნარკომომხმარებელთა დიდი რაოდენობა დაავადებულია  C ჰეპატიტით” სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით C ჰეპატიტისგან  განკურნების პროგრამა დაიწყო. 2015 წლის აპრილიდან დღემდე 45 ათასზე მეტი პაციენტი ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში, აქედან მკურნალობის კურსი კარგი შედეგით 40 ათასმა პაციენტმა უკვე დაასრულა. ბენეფიციართა 98, 2 % -მა თავი დააღწია C ჰეპატიტს. მიუხედავად პროგრამის წარმატებისა, ამოქმედებიდან ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი – ბიზნეს სექტორში დასაქმებულებისთვის 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა, სამუშაო ადგილების რაოდენობა კი – 5,3%-ით

დიმიტრი ქუმსიშვილი - ბიზნეს სექტორში დასაქმებულებისთვის 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა, სამუშაო ადგილების რაოდენობა კი - 5,3%-ით

ბიზნეს სექტორში დასაქმებულებისათვის 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო თვიური ხელფასი 8%-ით არის გაზრდილი და 1106 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 18,6%-ით და ჯამურად შეადგინა 18 მლრდ ლარი. “4 ივნისს სტატისტიკის დეპარტამენტმა ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი – საბანკო ჰოლდინგების რეგულაციები დაიხვეწება

დიმიტრი ქუმსიშვილი - საბანკო ჰოლდინგების რეგულაციები დაიხვეწება

არ უნდა გვქონდეს კითხვის ნიშნები, რომ საბანკო სექტორი ემსახურება საბანკო სექტორს და რეალური ეკონომიკა მუშაობს რეალურ ეკონომიკაზე, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საბანკო ჰოლდინგებთან დაკავშირებით, არაპროფილური აქტივების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. ქუმსიშვილის თქმით, უკვე განხორციელებული ცვლილებები ეფექტურია, თუმცა საჭიროა მეტი კონკრეტიკა. “ბოლო პაკეტში, რომელიც 2017 წელს გავიტანეთ და მიღებული იქნა, გავწერეთ საკმაოდ ...

Read More »

საქართველოს ფოსტა მსოფლიოს 180 ოპერატორს შორის მე-2, ევროპაში კი I ადგილზეა

საქართველოს ფოსტა მსოფლიოს 180 ოპერატორს შორის მე-2, ევროპაში კი I ადგილზეა

საქართველოს ფოსტა, EMS-ს მომსახურების ხარისხის კუთხით, მსოფლიო რეიტინგში მეორე, ხოლო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა. საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, საფოსტო ოპერატორებს აფასებს დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია PWC-ი, საუბარია 2018 წლის პირველი კვარტალზე. “მართალია ეს მხოლოდ პირველი კვარტლის შედეგია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენ სულ მცირე შევძლებთ ამ შედეგის შენარჩუნებას, თუ გაუმჯობესებას არა. მსოფლიო საფოსტო კავშირის და პოსტევროპის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს ფოსტამ EMS ...

Read More »