Home » 2018 » June (page 3)

Monthly Archives: June 2018

ქალები და კაცები პენსიაში შეიძლება, 63 წლის ასაკიდან გავიდნენ

ქალები და კაცები პენსიაში შეიძლება, 63 წლის ასაკიდან გავიდნენ

სახელმწიფოთ მთავარი მოტივი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვაა საპენსიო ასაკთან დაკავშირებით მთავრობა ცვლილებას გეგმავს. მართალია, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს მომავლის საკითხია, მაგრამ უკვე მიმდინარეობს საუბარი, რომ მამაკაცისა და ქალის საპენსიო ასაკი გათანაბრდეს. სავარაუდოა, რომ მთავრობა ბიუჯეტის დაზოგვას ცდილობს. თუკი მამაკაცების საპენსიო ასაკი ცოტათი შემცირდება, ქალებისა კი გაიზრდება, ასეულობით მილიონი ლარი დაიზოგება. 2017 წლის მონაცემებით, მამაკაცების ოდენობა საქართველოში 1 788 600, ხოლო ქალების ...

Read More »

„ეკონომიკური ზრდის მონაცემები იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს“

„ეკონომიკური ზრდის მონაცემები იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მონაცემები იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მაჩვენებლის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ უკვე განხორციელებული და დაანონსებული რეფორმები ქმნის ისეთ გარემოს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად იქნება დაჩქარებული. „რამდენიმე წუთის წინ, „საქსტატმა“ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში მიაღწია 7,5%-ს. ასეთი მაჩვენებელი ...

Read More »

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 17.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 17.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 17.5 მლრდ აშშ დოლარი (42.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 111.5 პროცენტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 192.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან, საკურსო ცვლილებების გამო – 238.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო, ვალი 21.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, ...

Read More »

გარკვეული კატეგორიების მართვის მოწმობებს ვადა 2019 წლის 1-ელ მარტს გაუვა

გარკვეული კატეგორიების მართვის მოწმობებს ვადა 2019 წლის 1-ელ მარტს გაუვა

2006 წლის 1-ელი აპრილიდან 2014 წლის 1-ელ მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1-ელ მარტამდე შეუნარჩუნდებათ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ...

Read More »

საქართველოში უახლოეს დღეებში ბიოდიზელის საწარმო გაიხსნება

საქართველოში უახლოეს დღეებში ბიოდიზელის საწარმო გაიხსნება

სოციალურ გვერდ facebook-ზე რამდენიმე დღეა ახალი გვერდი B10 გამოჩნდა. პოსტების მიხედვით, სავარაუდოა, რომ მიმდინარეობს ბიოდიზელის რეკლამირება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დედაქალაქში უახლოეს დღეებში ბიოდიზელის საწარმო გაიხსნება. ბიოდიზელი ეს არის ალტერნატიული, განახლებადი, ეკო-მეგობრული, კარბონ-ნეიტრალური საწვავი. მისი გამოყენებით ატმოსფეროში არ იზრდება ნახშირორჟანგის კონცენტრაცია, მას წარმატებით შეუძლია ჩაანაცვლოს ნავთობდიზელი მისი გამოყენების ნებისმიერ სფეროში. იგი შესანიშნავი საშუალებაა ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

Read More »

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 7,5%-ს მიაღწია

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 7,5%-ს მიაღწია

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 6,1 პროცენტი დაფიქსირდა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

Read More »

HUAWEI-ს ფლაგმანურმა სმარტფონებმა P20-მა და P20 Pro-მ ქართველ მომხმარებელს ფოტოგრაფიით გატაცების სურვილი  გაუათმაგა

HUAWEI-ს ფლაგმანურმა სმარტფონებმა P20-მა და P20 Pro-მ ქართველ მომხმარებელს ფოტოგრაფიით გატაცების სურვილი  გაუათმაგა

ახალი ერა ინტელექტუალურ ფოტოგრაფიაში –  კომპანია HUAWEI-მ თავისი ფლაგმანური სმარტფონები განაახლა. P სერიის ახალი სმარტფონები P20 და P20 Pro ყველაზე მაღალი პიქსელების რაოდენობითა და განვითარებული, ლეიკასთან შემუშავებული სამმაგი კამერის სისტემით, შესაძლებლობას გვაძლევენ უფრო ლამაზი,  ნათელი, მკვეთრი და დეტალებზე ორიენტირებული ფოტოები გადავიღოთ. მნიშვნელოვანია, რომ P სერიის ახალი სმარტფონები დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ მსოფლიოს გარშემო, არამედ საქართველოშიც. რაც შეეხება ფასს, HUAWEI ...

Read More »

ოცნებები ხდება! ლეიკემიით დაავადებულმა ქართველმა ბიჭუნამ მესისგან საჩუქრები მიიღო

ოცნებები ხდება! ლეიკემიით დაავადებულმა ქართველმა ბიჭუნამ მესისგან საჩუქრები მიიღო

საყოველთაოდ ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი შეუერთდა საქველმოქმედო კამპანიას ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბიჭუნას დასახმარებლად. 8 წლის ბექა ფიფია თბილისიდანაა. ის ისრაელში იმყოფება, რათა ერთ-ერთ ადგილობრივ კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძოლოს. ბექას შესახებ ინფორმაცია მივიდა მის საყვარელ კლუბამდე, კერძოდ, “ბარსელონას“ საქველმოქმედო ფონდ FUNDACIÓ FC BARCELONA-მდე. ბექამ საჩუქრები მიიღო თავისი კერპისგან და ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდისგან, ლიონელ მესისგან. კატალონიური კლუბის აქსესუარები და მესის მაისური თავისივე ...

Read More »

„თბილისის მიკროავტობუსი”: ყველა მძღოლს მიეცა მითითება სატრანსპორტო საშუალებაში გაგრილების სისტემის ჩართვის შესახებ

„თბილისის მიკროავტობუსი": ყველა მძღოლს მიეცა მითითება სატრანსპორტო საშუალებაში გაგრილების სისტემის ჩართვის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომლის მიხედვითაც უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატება გაცნობებთ, რომ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ ყველა მძღოლს მისცა მითითება სატრანსპორტო საშუალებაში გაგრილების სისტემის ჩართვის შესახებ. ასევე კიდევ ერთხელ გაცნობებთ-მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდისთვის კომპანიამ ჯერ კიდევ მარტის თვიდან დაიწყო მზადება, მოხდა კონდენცირების სისტემასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა მთლიან ავტოპარკში, ხოლო ნაწილი მათგანი ...

Read More »

ერთიან ეროვნულ გამოცდებს შესაძლოა, ვიდეო დავალებებიც დაემატოს

ერთიან ეროვნულ გამოცდებს შესაძლოა, ვიდეო დავალებებიც დაემატოს

ერთიან ეროვნულ გამოცდებს შესაძლოა, ვიდეო დავალებებიც დაემატოს. აღნიშნულის შესაძლებლობაზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი საუბრობს. „იქმნება კომპლექსური სისტემა, პლატფორმა, რომელშიც ჩაშენებული იქნება არა მარტო ეროვნული გამოცდები, არამედ, გამოსაშვები გამოცდებიც, ჩვენი შეფასებებიც. დიდი იმედი მაქვს, შემდეგ წელს ერთ ნაბიჯს კიდევ გადავდგამთ წინ. ანიმაცია და ვიდეო შესაძლოა ტესტურ დავალებებში იყოს გამოყენებული. მაგალითად, უცხო ენაში ან ბიოლოგიაში. ვთქვათ, ...

Read More »