Home » 2018 » June (page 20)

Monthly Archives: June 2018

ზაფხულის სეზონისთვის ბილაინი მომხმარებელს ახალ ინტერნეტპაკეტებს სთავაზობს

ზაფხულის სეზონისთვის ბილაინი მომხმარებელს ახალ ინტერნეტპაკეტებს სთავაზობს

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, ბილაინის მომხმარებელს სთავაზობს ახალ ინტერნეტპაკეტებს, სპეციალურად ზაფხულის სეზონისთვის. მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს 3 სხვადასხვა პაკეტიდან და, შესაბამისად, ისარგებლოს: 1500 მბ-ით 3 ლარად,  2500 მბ-ით 5 ლარად და 10 გბ-ით 10 ლარად. პაკეტები გააქტიურებიდან თოთხმეტი დღის განმავლობაში მოქმედებენ. ინტერნეტპაკეტების აქტივაცია შესაძლებელია როგორც SMS -ით, ისე MyBeeline აპლიკაციით. ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტპაკეტების დიდ არჩევანს, მორგებულს სხვადასხვა საჭიროებაზე, 3G და ...

Read More »

„ბახტაძის ახალი ინიციატივა განათლების რეფორმაზე ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ამ მიმართულებით, პარტნიორობას დავამყარებთ“

„ბახტაძის ახალი ინიციატივა განათლების რეფორმაზე ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ამ მიმართულებით, პარტნიორობას დავამყარებთ“

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით განათლების რეფორმა, რაზეც გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი  ქვეყნის გრძელვადიანად განვითარებისთვის. „რაც შეეხება ბოლო პერიოდის აქტივობებს, ვფიქრობ, სასწრაფოდ იქნება მნიშვნელოვანი ის რეგულაციები, რაზეც იყო საუბარი ანუ საპროცენტო განაკვეთის 50 პროცენტამდე შემცირება. ვფიქრობ, ეს დროზე ...

Read More »

ფარული ჩანაწერი, რომელსაც კვირიკაშვილის პრემიერობა შეეწირა – რა მოხდა „ქართული ოცნების“ სხდომაზე

ფარული ჩანაწერი, რომელსაც კვირიკაშვილის პრემიერობა შეეწირა – რა მოხდა „ქართული ოცნების“ სხდომაზე

„ქართული ოცნების“ გუშინდელი შეხვედრიდან „თაიმერისთვის“ კიდევ ერთი ექსკლუზიური დეტალი გახდა ცნობილი: თბილისის მერმა, კახი კალაძემ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა: – საქართველოში არ არის შექმნილი ის ვითარება, რომ პრემიერ-მინისტრი გადააყენოთ, ის ღირსეული პრემიერია. ამის შემდეგ, როგორც ჩვენი წყარო ყვება, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დამსწრე საზოგადოებას ჩანაწერი „აუფრიალა“, სადაც ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი გიორგი ვაშაძეს ეუბნება, რომ მომიტინგეებმა პრემიერის კი არა, არამედ ...

Read More »

ტრამპი – ნავთობის ფასები ძალიან მაღალია და აქ ისევ ოპეკის ხელი ურევია

ტრამპი – ნავთობის ფასები ძალიან მაღალია და აქ ისევ ოპეკის ხელი ურევია

ნავთობზე ფასის შემცირების მიუხედავად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ ნავთობის ფასი მაინც ძალიან მაღალია და ამაში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელს, ოპეკ-ს მიუძღვის ბრალი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ტრამპის ტვიტერზე გაკეთებულ კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს. „ნავთობის ფასები ძალიან მაღალია და აქ ისევ ოპეკ-ის ხელი ურევია. ცუდია“, -ეს სტატუსი ტრამპმა სოციალური ქსელის, „ტვიტერის “ საკუთარ გვერდზე დღეს გამოაქვეყნა. ოპეკ-ს ნავთობის ფასის გამო ტრამპმა აპრილშიც უსაყვედურა, თუმცა მაშინ ...

Read More »

„თიბისი გალერეაში“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ემიგრანტული კოლექცია გამოიფინება

„თიბისი გალერეაში“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ემიგრანტული კოლექცია გამოიფინება

„თიბისი გალერეაში“, დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ემიგრანტული კოლექციის გამოფენა – „ბრძოლა თუ შეგუება“ გაიხსნება. როგორც „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, გამოფენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად იმართება და მიზნად ისახავს 1918-1921 წლების ისტორიის წარმოჩენას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საარქივი ჩანაწერები, ფოტომასალა და მემორიალური ნივთები: გენერალ კვინიტაძის სამხედრო სამოსის ჯიბეში მიკვლეული წმინდა გიორგის ხატი, მისივე ...

Read More »

„მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება“

„მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება. როგორც ბახტაძემ პრემიერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ განაცხადა, მისი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლებაში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება იქნება. „მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი. ეს არის განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა. სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია, თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს ...

Read More »

“ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით”

"ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით"

 ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, –  პრემიერ-მინისტრად წარდგენილმა მამუკა ბახტაძემ  ხედვის მთავარი პრინციპები  უკვე წარადგინა. ფართო პროგრამის წარდგენამდე ახალი პრემიერის მთავარი გზავნილებში პირველი ადგილი საქართველოს საგარეო კურსმა დაიკავა, დაადასტურა, რომ საქართველოს არჩევანი,  ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია მთავარი პრიორიტეტია. მომავალი პრემიერი  ინოვაციური და ფუნდამენტური რეფორმების გატარების პირობას დებს, რითაც  ჩამოყალიბდება ახალი ეკონომიკური მოდელი, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რამაც თავის მხრივ, უნდა შეამციროს  დისბალანსი ...

Read More »

უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა

უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მამუკა ბახტაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებს. 2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, 2010-2012 წლებში – საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2007-2008 წლებში – სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ...

Read More »

1 თვეში ანაკლიის პორტის ადრეული საზღვაო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

1 თვეში ანაკლიის პორტის ადრეული საზღვაო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

ანაკლიის პორტის ადრეული საზღვაო-სამშენებლო სამუშაოები ივლისის ბოლოს დაიწყება, როგორც ანაკლიის განვითარების კონსირციუმში აცხადებენ პორტის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სახმელეთო სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა. კონსირციუმში აღნიშნავენ, რომ ანაკლიის პორტი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის წევრი გახდა.  შესაბამისად ამოქმედების შემდეგ პორტში ეგრეწოდებული გამჭოლი ტარიფების სისტემა დაინერგება. ანაკლიის პორტი პირველი გემების მიღებას 2020 წლის ბოლოდან შეძლებს. “ვემზადებით დავიწყოთ დაღრმავების და რეკლამაციის სამუშაოები, ეს ...

Read More »

კახა კალაძე: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს დასახელდება

"თბილისის ბიუჯეტი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქალაქში რადიკალური ცვლილებები განვახორციელოთ"

ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 17:00 საათზე გახდება ცნობილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე დღეს მთავრობის წევრებიც არიან მიწვეული. “დღეს 17:00 საათზე არის შეხვედრა უმრავლესობასთან. მოწვეული იქნებიან მთავრობის წევრები და კანდიდატთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მიღებული იქნება გადაწყვეტილება, ვინ დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად”,- განაცხადა კალაძემ. კითხვა, განიხილება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძე, ...

Read More »