Home » 2018 » June (page 2)

Monthly Archives: June 2018

„როგორც სავალუტო ფონდის მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა სრულად პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს“

„როგორც სავალუტო ფონდის მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა სრულად პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს“

როგორც სავალუტო ფონდის მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა სრულად პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს, – ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის მეორე მიმოხილვა დასრულდა წარმატებით. „ამ პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნული ბანკის მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკას. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ...

Read More »

სირიის ოპოზიციური ძალების ერთ-ერთი ლიდერი – მკაცრად ვგმობთ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარებას”

სირიის ოპოზიციური ძალების ერთ-ერთი ლიდერი - მკაცრად ვგმობთ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარებას”

სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტმა ნასრალ-ჰარირიმ სირიის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. ამასთან, მან მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. „რამდენიმე დღის წინ სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ გენერალური სამდივნოს სხდომის ფარგლებში, ჩვენ გავმართეთ შეხვედრა ...

Read More »

“ლიბერთის” სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია – ვინ არის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი

"ლიბერთის" სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია - ვინ არის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის – „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი“-ს გადაწყვეტილებით, ბანკის სამეთვაყურეო საბჭოს ახალი, დამოუკიდებელი წევრი ირაკლი მანაგაძე გახდა. „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი“-ს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭო დატოვა გიორგი კალანდარიშვილმა; სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად კი ოთხი წლის ვადით აირჩიეს ირაკლი მანაგაძე, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტია. მანაგაძის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 3,750 აშშ დოლარის იქნება. გიორგი კალანდარიშვილის ...

Read More »

„უალტერნატივო შეთავაზება” – საქართველოს პრემიერმა აფხაზებს მიმართა

„უალტერნატივო შეთავაზება" – საქართველოს პრემიერმა აფხაზებს მიმართა

საქართველოს პრემიერმა აფხაზებს ეკონომიკის ერთად განვითარება და ღირსეულ სახელმწიფოში გვერდიგვერდ ცხოვრება შესთავაზა.  საქართველოს მთავრობის ახალმა მეთაურმა მამუკა ბახტაძემ აფხაზებს ძმები უწოდა და განაცხადა, რომ ისინი უკეთესად იცხოვრებენ საქართველოში. ეს კომენტარი პრემიერმა ზუგდიდში გააკეთა, რომელიც აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრიდან დაახლოებით 6 კილომეტრშია. „სწორედ განვითარებული და ევროპული ყაიდის საქართველო არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. ...

Read More »

დავით ბაქრაძემ კრიპტოვალუტების ვაჭრობით შარშან 26 000 დოლარი გამოიმუშავა

დავით ბაქრაძემ კრიპტოვალუტების ვაჭრობით შარშან 26 000 დოლარი გამოიმუშავა

დავით ბაქრაძემ კრიპტოვალუტების ვაჭრობით შარშან 26 000 დოლარი გამოიმუშავა. პარლამენტის ექს-სპიკერმა გასულ წელს 6000 დოლარი დააბანდა კრიპტოვალუტებში, თუმცა რომელ ციფრულ ვალუტას მიანიჭა უპირატესობა უცნობია. ასევე უცნობია, რომელი კრიპტოვალუტა ან ვალუტები გაყიდა დეპუტატმა. დავით ბაქრაძის დეკლარაციაში არც ის არის მითითებული არის თუ არა ამჟამად მის მფლობელობაში ციფრული ვალუტა. წყარო: GBC

Read More »

თიბისის მხარდაჭერით ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საქართველოს შესახებ წიგნი გამოსცა

თიბისის მხარდაჭერით ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საქართველოს შესახებ წიგნი გამოსცა

27 ივნისს, ბრიტანეთის საელჩომ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული საქართველოსადმი მიძღვნილ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიებას ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი უძღვებოდა. საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტმა პირველად გამოსცა. მასზე ისტორიკოსმა ნიკოლოზ ალექსიძემ იმუშავა, ხოლო მისი გამოცემა თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა. „GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection“ ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარკოლექციას ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის 28 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 77,85 (+ 0,23) დოლარი ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 73,45 (+ 0,69) დოლარი ბარელზე

Read More »

აშშ-ს პროტექციონისტური ღონისძიებების ფონზე, საქართველოს ეკონომიკის სწრაფი განვითარება შესაძლებელია

აშშ-ს პროტექციონისტური ღონისძიებების ფონზე ,საქართველოს ეკონომიკის სწრაფი განვითარება შესაძლებელია.

ტრამპის პროტქციონისტური ღონისძიებები,რომელიც ემსახურება  ამერიკა , მსხვილ მსოლიო ექპორტიორ  ქვეყნად  გადააქციოს ძალას იკრებს. ინვესტორებისათვის უკვე ნათელი ხდება, რომ ამ მიმართულებით  აშშ პრეზიდენტის ,ყველა გადადგმული ნაბიჯი და განცხადებები გადაიზრდება ფართომასშტაბიან სავაჭრო ომში. ახლო წარსულში,ტრამპი მოვიდა სათავეში სწორად პოპულისტური საარჩევნო პროგრამით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.  დღის წესრიგში დააყენა ჩინეთთან საგრეო ვაჭრობის დეფიციტის შემცირება და თანდათანობით აღმოფხვრა. შეგახენებთ რომ 2017 წელს  ჩინეთთან მიმართებაში ,სავაჭრო ...

Read More »

„გადამხდელებისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა პრობიზნესული ინიციატივაა“

„გადამხდელებისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა პრობიზნესული ინიციატივაა“

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივას, გადამხდელებისათვის, რომლებსაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, სრულად ჩამოეწეროთ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების თანხა, პრობიზნესურ გადაწყვეტილებას უწოდებს და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით წინ გადაგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს. „გადამხდელებისათვის 2013 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა პრობიზნესული ინიციატივაა და ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს განაახლონ ამ მიზეზით შეჩერებული საქმიანობა. ჩვენი ...

Read More »

სავალუტო ჯიხურები რიგი ვალდებულებების დარღვევისთვის 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან

სავალუტო ჯიხურები რიგი ვალდებულებების დარღვევისთვის 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან

სავალუტო ჯიხურის რეგისტრაციისა და რეგულირების წესით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში სუბიექტი დაჯარიმდება. აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბრძანებაშია აღნიშნული. კერძოდ, ბრძანების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის/ფილიალის მიერ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ განსაზღვრული პუნქტის/ფილიალის ვალდებულებების შეუსრულებლობა 2 000 ლარის დაჯარიმებას გამოიწვევს. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი მიმდინარე წლის თებერვალში დაამტკიცა. ...

Read More »