Home » 2018 » June » 29 (page 2)

Daily Archives: June 29, 2018

ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის 28 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 77,85 (+ 0,23) დოლარი ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 73,45 (+ 0,69) დოლარი ბარელზე

Read More »

აშშ-ს პროტექციონისტური ღონისძიებების ფონზე, საქართველოს ეკონომიკის სწრაფი განვითარება შესაძლებელია

აშშ-ს პროტექციონისტური ღონისძიებების ფონზე ,საქართველოს ეკონომიკის სწრაფი განვითარება შესაძლებელია.

ტრამპის პროტქციონისტური ღონისძიებები,რომელიც ემსახურება  ამერიკა , მსხვილ მსოლიო ექპორტიორ  ქვეყნად  გადააქციოს ძალას იკრებს. ინვესტორებისათვის უკვე ნათელი ხდება, რომ ამ მიმართულებით  აშშ პრეზიდენტის ,ყველა გადადგმული ნაბიჯი და განცხადებები გადაიზრდება ფართომასშტაბიან სავაჭრო ომში. ახლო წარსულში,ტრამპი მოვიდა სათავეში სწორად პოპულისტური საარჩევნო პროგრამით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.  დღის წესრიგში დააყენა ჩინეთთან საგრეო ვაჭრობის დეფიციტის შემცირება და თანდათანობით აღმოფხვრა. შეგახენებთ რომ 2017 წელს  ჩინეთთან მიმართებაში ,სავაჭრო ...

Read More »

„გადამხდელებისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა პრობიზნესული ინიციატივაა“

„გადამხდელებისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა პრობიზნესული ინიციატივაა“

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივას, გადამხდელებისათვის, რომლებსაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, სრულად ჩამოეწეროთ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების თანხა, პრობიზნესურ გადაწყვეტილებას უწოდებს და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით წინ გადაგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს. „გადამხდელებისათვის 2013 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა პრობიზნესული ინიციატივაა და ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს განაახლონ ამ მიზეზით შეჩერებული საქმიანობა. ჩვენი ...

Read More »

სავალუტო ჯიხურები რიგი ვალდებულებების დარღვევისთვის 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან

სავალუტო ჯიხურები რიგი ვალდებულებების დარღვევისთვის 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან

სავალუტო ჯიხურის რეგისტრაციისა და რეგულირების წესით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში სუბიექტი დაჯარიმდება. აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბრძანებაშია აღნიშნული. კერძოდ, ბრძანების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის/ფილიალის მიერ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ განსაზღვრული პუნქტის/ფილიალის ვალდებულებების შეუსრულებლობა 2 000 ლარის დაჯარიმებას გამოიწვევს. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი მიმდინარე წლის თებერვალში დაამტკიცა. ...

Read More »

ქალები და კაცები პენსიაში შეიძლება, 63 წლის ასაკიდან გავიდნენ

ქალები და კაცები პენსიაში შეიძლება, 63 წლის ასაკიდან გავიდნენ

სახელმწიფოთ მთავარი მოტივი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვაა საპენსიო ასაკთან დაკავშირებით მთავრობა ცვლილებას გეგმავს. მართალია, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს მომავლის საკითხია, მაგრამ უკვე მიმდინარეობს საუბარი, რომ მამაკაცისა და ქალის საპენსიო ასაკი გათანაბრდეს. სავარაუდოა, რომ მთავრობა ბიუჯეტის დაზოგვას ცდილობს. თუკი მამაკაცების საპენსიო ასაკი ცოტათი შემცირდება, ქალებისა კი გაიზრდება, ასეულობით მილიონი ლარი დაიზოგება. 2017 წლის მონაცემებით, მამაკაცების ოდენობა საქართველოში 1 788 600, ხოლო ქალების ...

Read More »

„ეკონომიკური ზრდის მონაცემები იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს“

„ეკონომიკური ზრდის მონაცემები იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მონაცემები იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მაჩვენებლის ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ უკვე განხორციელებული და დაანონსებული რეფორმები ქმნის ისეთ გარემოს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად იქნება დაჩქარებული. „რამდენიმე წუთის წინ, „საქსტატმა“ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში მიაღწია 7,5%-ს. ასეთი მაჩვენებელი ...

Read More »

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 17.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 17.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით 17.5 მლრდ აშშ დოლარი (42.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 111.5 პროცენტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 192.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან, საკურსო ცვლილებების გამო – 238.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო, ვალი 21.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, ...

Read More »

გარკვეული კატეგორიების მართვის მოწმობებს ვადა 2019 წლის 1-ელ მარტს გაუვა

გარკვეული კატეგორიების მართვის მოწმობებს ვადა 2019 წლის 1-ელ მარტს გაუვა

2006 წლის 1-ელი აპრილიდან 2014 წლის 1-ელ მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1-ელ მარტამდე შეუნარჩუნდებათ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ...

Read More »

საქართველოში უახლოეს დღეებში ბიოდიზელის საწარმო გაიხსნება

საქართველოში უახლოეს დღეებში ბიოდიზელის საწარმო გაიხსნება

სოციალურ გვერდ facebook-ზე რამდენიმე დღეა ახალი გვერდი B10 გამოჩნდა. პოსტების მიხედვით, სავარაუდოა, რომ მიმდინარეობს ბიოდიზელის რეკლამირება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დედაქალაქში უახლოეს დღეებში ბიოდიზელის საწარმო გაიხსნება. ბიოდიზელი ეს არის ალტერნატიული, განახლებადი, ეკო-მეგობრული, კარბონ-ნეიტრალური საწვავი. მისი გამოყენებით ატმოსფეროში არ იზრდება ნახშირორჟანგის კონცენტრაცია, მას წარმატებით შეუძლია ჩაანაცვლოს ნავთობდიზელი მისი გამოყენების ნებისმიერ სფეროში. იგი შესანიშნავი საშუალებაა ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

Read More »

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 7,5%-ს მიაღწია

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 7,5%-ს მიაღწია

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 6,1 პროცენტი დაფიქსირდა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

Read More »