Home » 2018 » June » 28 (page 2)

Daily Archives: June 28, 2018

„შრომის ინსპექციას ნებართვის გარეშე შესვლა მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებში უნდა შეეძლოს“

„შრომის ინსპექციას ნებართვის გარეშე შესვლა მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებში უნდა შეეძლოს“

ობიექტების სია, რომელშიც შრომის ინსპექციას შესამოწმებლად ნებართვის გარეშე შესვლა შეეძლება,  ვიწრო უნდა იყოს და მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებს ეხებოდეს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ბიზნესომბუდსმენის მოსაზრებით – უნდა შედიოდეს თუ არა მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოების სიაში კვების ობიექტები. „ჩვენ ამ საკითხზე გვაქვს ძალიან მკაფიო მოსაზრება. ვფიქრობთ, უნდა არსებობდეს შედარებით ვიწრო სია და აღნიშნული სია უნდა ...

Read More »

“ანაკლიის პორტში ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდებიან“

“ანაკლიის პორტში ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდებიან“

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და რა თქმა უნდა, ის უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოქალაქეების, განსაკუთებით რეგიონის ახალგაზრდების დასაქმებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, კონსორციუმს ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო პოლიტიკა აქვს და ის, სწორედ, ადგილობრივების დასაქმებას გულისხმობს. „ჩვენი ლამაზი კუთხის ახალგაზრდები დასაქმდებიან ამ პროექტში, როდესაც დასრულდება და ...

Read More »

საქართველო სსფ–სგან 42.25 მლნ დოლარს მიიღებს

საქართველო სსფ–სგან 42.25 მლნ დოლარს მიიღებს

სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” საქართველო 42.25 მილიონ დოლარს მიიღებს. საქართველოს სამწლიანი პროგრამა, რომელიც „გაფართოებულ დაფინანსების მექანიზმს“ მოიცავს 2017 წლის 12 აპრილს დამტკიცდა და ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 285 მილიონი დოლარი უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიმოხილვის წარმატებით დამტკიცება საქართველოსთვის ხელმისაწვდომს ხდის 42.25 მილიონი დოლარს. დარჩენილ თანხას ქვეყანა პროგრამის განმავლობაში მომდევნო ორი ...

Read More »

“ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ საზღვარგარეთ წასვლა შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზების მიზნით”

"ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ საზღვარგარეთ წასვლა შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზების მიზნით"

ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ საზღვარგარეთ წასვლა შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ უნდა შექმნას შესაძლებლობები, რათა თვითრეალიზაციის მიზნით საზღვარგარეთ წასვლა არ მოუწიოთ. „ძალიან მიხარია, როდესაც მესმის ბევრი წარმატებული ახალგაზრდის საქმიანობის შესახებ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი შესაძლებლობები შევქმნათ საქართველოში, რომ ...

Read More »

IMF – საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის ძალისხმევას ასახავს

IMF - საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის ძალისხმევას ასახავს

მიმდინარე ეკონომიკური გაჯანსაღება შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას და უფრო მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, – აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო პოზიციის გაძლიერებამ ექსპორტის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების ზრდის შედეგად. განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება ...

Read More »

“რეგიონებში ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომისა და სამუშაო ძალის კვალიფაკაციის პრობლემა აქვს”

რეგიონებში ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომისა და სამუშაო ძალის კვალიფაკაციის პრობლემა აქვს

რეგიონებში ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომისა და სამუშაო ძალის კვალიფაკაციის პრობლემა აქვს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ 6 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა და ძირითად, მნიშვნელოვან მიმართულებეზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს 5 ძირითადი მიმართულება, რასაც ვთვლით, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია. პირველი, ესაა სასამართლო დავებთან, ვადებთან და სპეციალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობები. ასევე, ბიუროკრატიის ნაწილი, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ ორგანოების საშუალო რგოლში. მნიშვნელოვანია, რომ უფრო ეფექტური გახდეს ეს ...

Read More »

საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

7-მილიონიანი მაღალ მსყიდველობითუნარიანი სამომხმარებლო ბაზარი საქართველოსთვის საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის დღეს, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ხოლო ჰონგ კონგის სახელით, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა, ედვარდ იუა თან-ვამ ...

Read More »

ხარისხი, ინოვაცია და კონკურენტული ფასი – კომპანია HUAWEI-ს წარმატების გარანტი

ხარისხი, ინოვაცია და კონკურენტული ფასი - კომპანია HUAWEI-ს წარმატების გარანტი

ბოლო წლებია, სმარტფონების ბაზარზე, სულ უფრო, ძლიერდება კონკურენტული გარემო, რაც ბაზარზე ძველი მოთამაშეების გვერდით ახალი ბრენდების გამოჩენამ განაპირობა. ამ ყველაფერმა კი,  სმარტფონების გლობალური ბაზრის გადანაწილების მკვეთრი ცვლილება გამოიწვია. მართალია, კომპანია HUAWEI სმარტფონების წარმოებაში, არცთუ ისე, დიდი ხნის წინ ჩაერთო,  მაგრამ ბოლო წლების მონაცემებით, მსოფლიო და საქართველოს ბაზარზე გაყიდვებით მესამე ადგილი უჭირავს და წლიდან წლამდე ბაზრებზე პოზიციებს ამყარებს. 2016 წლის პირველი ...

Read More »