Home » 2018 » June » 27 (page 2)

Daily Archives: June 27, 2018

მიწის რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება

მიწის რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება

მიწის რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება. ვადის 6 თვით გახანგრძლივებას „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გულისხმობს. პროექტი საკანონმდებლო ორგანოში გამარტივებული წესით განიხილება. მისი ინიციატორები პარლამენტის წევრები ოთარ დანელია და ირაკლი შიოლაშვილი არიან. დღეს მოქმედი კანონი 2016 წლის 31 ივლისს შევიდა ძალაში და მას 2018 ...

Read More »

მამუკა ბახტაძე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა

მამუკა ბახტაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, – ამის შესახებ ბახტაძემ სამეგრელოში, დადიანების სასახლეში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს რეგიონების უნიკალური შესაძლებლობების გამოყენებაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძლიერი და ევროპული ყაიდის საქართველო ნიშნავს ძლიერ და განვითარებულ რეგიონებს, ხოლო ძლიერი საქართველო-რეგიონების განვითარებას. “საქართველოს ყველა კუთხე უნდა იყოს განვითარებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ...

Read More »

ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება

ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება

ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე ავაშენებთ ახალ სპორტულ კომპლექსს დიდი ოლიმპიური საცურაო აუზით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდშ, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, განათლება ქვეყნისა და მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა. „განათლება არ არის მხოლოდ ვიწრო სფერო, ეს არის კულტურისა და სპორტის ერთობლიობა. ეს არის ის სამი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალი“, – ...

Read More »

პოლონეთისა და ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზა საქართველოზე გაივლის

პოლონეთისა და ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზა საქართველოზე გაივლის

პოლონეთი ჩინეთთან სარკინიგზო კავშირისთვის ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend-ი იუწყება. სააგენტოს ცნობით, პოლონურმა კომპანია PKP LHS -მ უკვე გააგზავნა საცდელი კონტეინერი ახალ მარშრუტზე. ტვირთი გაივლის უკრაიანას, შავ ზღვას, საქართველოს, აზერბაიჯანს, კასპიის ზღვას, ყაზახეთს და ჩავა ჩინეთში. „ჩვენ გავუშვით მარშრუტი, რომელიც საზღვაოზე მოკლე და საჰაეროზე ბევრად იაფია. ის შეესაბამება ექსპედიტორებისა და ოპერატორების მოთხოვნებს, რომელთაც სურთ, თავი აარიდონ ხანგრძლივვადიან ...

Read More »

მოქალაქეებს თვითნებურად მოწყობილი კონდიციონერისა და გამათბობლების მოხსნა მოუწევთ

მოქალაქეებს თვითნებურად მოწყობილი კონდიციონერისა და გამათბობლების მოხსნა მოუწევთ

მოქალაქეებს შენობების ფასადებზე თვითნებურად მოწყობილი კონდიციონერისა და გამათბობლების დემონტაჟი მოუწევთ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „სამწუხარო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქალაქის რეაბილიტერებულ ადგილებში გახშირდა იერსახის, ფასადების დაზიანება. ეს ხდება კონდიციონერებით, გამათბობლებით და სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებით. მაგალითისთვის, გვაქვს ახალი აღმაშენებლის ტერიტორია, რომლის რეაბილიტაციაზეც 30 მლნ ლარი დაიხარჯა და ასეთი ფაქტები არის უამრავი,“ – აღნიშნა ...

Read More »

აშშ საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად ემზადება

აშშ საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად ემზადება

აშშ-ის კონგრესმენებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს ორპარტიული წერილით მიმართეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, წერილის ინიციატორები არიან აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე, კონგრესმენი პიტერ როსკამი (რესპუბლიკელი-ილინოისი) და თანათავმჯდომარე, კონგრესმენი დევიდ პრაისი (დემოკრატი-ჩრდილოეთ კაროლინა). წერილს ხელს 30 რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენი აწერს. „ჩვენ, აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ...

Read More »

მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობით ბიზნესი არ დაინტერესდა

მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობით ბიზნესი არ დაინტერესდა

ვარკეთილის მეტროს, გეგეშიძის სკვერის და სადგურის მოედნის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა. აღნიშნულ ლოკაციებზე ინტერესთა გამოხატვა მერიას ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა 22 ივნისს ვადა ისე ამოიწურა, რომ განაცხადი არცერთ კომპანიას გაუკეთებია. პროექტის ფარგლებში მერია ინვესტორს მიწის ნაკვეთს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცემდა. „ამ პროექტის განხორციელბა ქალაქისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მე მესმის რომ ევროპაშიც ეს ბიზნესი არარენტაბელურია. ყოველთვის ხდება მუნიციპალიტეტიდან ...

Read More »

“თეგეტა მოტორსი” მომხმარებლებს ჰიბრიდული ავტომობილების სრულ სერვისს სთავაზობს  

"თეგეტა მოტორსი" მომხმარებლებს ჰიბრიდული ავტომობილების სრულ სერვისს სთავაზობს  

“თეგეტა” ჰიბრიდული ავტომობილების სერვისის ახალ მიმართულებას წარმოადგენს. ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანიამ გადაწყვიტა ჰიბრიდული ავტომობილების სერვისისთვის ცალკე უბანი გამოეყო, ასევე გაზარდა სათადარიგო ნაწილების და სხვა საჭირო აქსესუარების ასორტიმენტი. მიმდინარე თვეს შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური აქციით, რომლის ფარგლებში ჰიბრიდული ავტომობილებისთვის განკუთვნილი პროდუქციის ან მომსახურების შეძენისას მომხმარებელი ისარგებლებს ჰიბრიდული სისტემის ელექტრო დიაგნოსტირების უფასო სერვისით, აქცია მოქმედებს 30 ივნისის ჩათვლით. “თეგეტას” ჰიბრიდული ავტომობილების მომსახურების უბანზე ...

Read More »