Home » 2018 » June » 21

Daily Archives: June 21, 2018

გზების მშენებლობაში არსებულ ხარვეზებზე და გეგმის შეუსრულებების გამო პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ

გზების მშენებლობაში არსებულ ხარვეზებზე და გეგმის შეუსრულებების გამო პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ

ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში არსებული პრობლემები წლებია ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია. ქვეყანაში აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო გაააქტიურა რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულმა გზების ხარისხის რეიტინგმა( Global Competitiveness Index 2017-2018) – სადაც საქართველო ისეთი დაბალი ეკონომიკური განვითრების ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, როგორიცაა ბოცვანა და ჰონდურასი. 7 ქულიანი სისტემით საქართველოს გზებმა 3,8 ქულა დაიმსახურა და 80-82 ადგილი დაიკავა. საერთაშორისო კვლევის ...

Read More »

ჯიპიაის კიდევ ერთი სოციალურ პროექტი – „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი“ და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის კიდევ ერთი სოციალურ პროექტი - „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი“ და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაი ჰოლდინგი – ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალის მხარდამჭერი  „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო – „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი“, რომელიც გასული წლის  „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის“ გაგრძელებაა. პროექტის ფარგლებში,  23 ივნისს ეთნოგრაფიულ მუზეუმშიგამართულ „ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალზე“, კომპანია5 ახალბედა მეღვინის „პირველ მოსავალს“ წარადგენს. ფესტივალზე, რომლის მთავარი მხარდამჭერია „ჯიპიაი ჰოლდინგი“, ...

Read More »

რატომ არ მცირდება საწვავის ფასი საქართველოში

რატომ არ მცირდება საწვავის ფასი საქართველოში

კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობამ საწვავის ბაზარი სრულ განუკითხაობამდე მიიყვანა ხანმოკლე ფასის მატების შემდეგ, უკვე ერთი თვეა მსოფლიოში ნავთობის ფასი ეცემა. უფრო კონკრეტულად კი თუ გასულ თვეს ერთი ბარელი WTI -ის ტიპის ნავთობი 72 დოლარად ივაჭრებოდა, დღეს ერთი ბარელი 65 დოლარამდეა დაცემული. თუმცა მსოფლიო ბაზარზე ფასების მსგავს შემცირებას, მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია ადგილობრივ საწვავის ბაზარზე. ერთი თვის მონაკვეთში ადგილობრივ ბაზარზე ფასები 3 ...

Read More »

იანვარ -მაისი ზარალით 2-მა ბანკმა დაასრულა

იანვარ -მაისი ზარალით 2-მა ბანკმა დაასრულა

თბილისი (GBC) –  იანვარ -მაისი ზარალით 2-მა ბანკმა დაასრულა, ქართულმა „სილქ როუდ ბანკმა“ და  თურქულმა „იშ ბანკმა“,  ჯამური მოცულობით 1.5 მლნ ლარი. 14 ბანკის  (ბაზრიდან გამსვლელი აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ჩათვლით) მოგება 364 მლნ ლარია. მომგებიანი და ზარალიანი ბანკების  ზრდის  დინამიკა 6, 4 და 2-წლიან პერიოდში განსხვავებულია. 2 წელში ზარალი  10-ჯერ შემცირდა. მოგება 1.3-ჯერ გაიზარდა.  2016 წლის 5 თვეში 19-დან 15 ბანკის მოგება ...

Read More »

Gwp-იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური საგურამოს მშენებლობა დაასრულა

Gwp-იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური საგურამოს მშენებლობა დაასრულა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური საგურამოს მშენებლობა დაასრულა. ქვესადგურის თანამედროვე ტექნოლოგიით და უმაღლესი ხარისხისთ მშენებლობისთვის კომპანიამ 5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. „ჩვენმა კომპანიამ ბოლო წლებში არაერთი  სტრატეგიული პროექტი განახორციელა –  როგორც წყალმომარაგების, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით. განვითარების  პროცესი  გრძელდება: დღეს ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგურის საგურამოს  მშენებლობა დავასრულეთ. თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ქვესადგური ...

Read More »

“საფინანსო ორგანიზაციების ინტერესია, ე.წ. შავ სიაში ბევრი ადამიანი იყოს”

"საფინანსო ორგანიზაციების ინტერესია, ე.წ. შავ სიაში ბევრი ადამიანი იყოს"

თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ქვეყნის ეკონომიკისთვის გამოუსადეგარია ეკონომიკის განვითარებაში მოსახლეობის დიდი ნაწილი მონაწილეობას ვერ იღებს. ყოველი მეორე-მესამე ადამიანი ამ პროცესს ჩამოშორებულია. ყელამდე ვალებში ჩაფლულ ადამიანებს ხელ-ფეხი შეკრული აქვთ და ისინი მთელ სიცოცხლეს არსებობისთვის ბრძოლაში ატარებენ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მესამედი ეკონომიკურ განვითარებას ჩამოსცილდა. ერთ-ერთი მიზეზი უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემაა. “ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25-30% ჩამოშორებულია ეკონომიკის ...

Read More »

ქუჩის მუსიკოსებს ქუჩაში დაკვრისთვის, შესაძლოა, შესაბამისი საბუთი დასჭირდეთ

ქუჩის მუსიკოსებს ქუჩაში დაკვრისთვის, შესაძლოა, შესაბამისი საბუთი დასჭირდეთ

ქუჩის მუსიკოსები, შესაძლოა, გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებარონ, – ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს. გვარჯალაძის თქმით, ქუჩაში ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან, რაც „ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს“. „ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს“,- განაცხადა გვარჯალაძემ. წყარო:interpressnews.ge

Read More »

თბილისში ღამის საათებში ლურჯი ავტობუსები ივლისიდან ივლიან

თბილისში ღამის საათებში ლურჯი ავტობუსები ივლისიდან ივლიან

დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის საათებში ივლისიდან იმოძრავებს. სავარაუდოდ, ავტობუსები 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრავებენ. ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ თქვა. ინფორმაციას სააგენტო  “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. „ჩვენი ინიციატივაა, რომ ტრანსპორტმა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე იმოძრაოს ქალაქში – ბოლო წერტილები რომ იყოს მეტრო „ახმეტელი“ და მეტრო „ვარკეთილი“. როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, შეუძლებელია ერთი გაბმული მარშრუტი იყოს. ამიტომ საჭირო იქნება გარკვეული ლოჯისტიკის შექმნა. უდავოა, ...

Read More »

საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ფასები თბილისის უბნებში

საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ფასები თბილისის უბნებში

2018 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების გაქირავების ფასის ინდექსი 1.4%-ით გაიზარდა ამის შესახებ თიბისი ბანკისა და ISET-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი. კვლეის თანახმად 1 კვადრატულის მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლის გაქირავების საშუალო ფასი 6,7 დოლარსა და 7,7 დოლარს შორის მერყეობდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ქირაობა ყველაზე ძვირი 8,71$ ანუ 21,68 ლარი მთაწმინდაზეა. ყველაზე იაფი 4,4 ...

Read More »

“აქსისი” მომხმარებელს ერთიანი გადახდის შემთხვევაში უნიკალურ ფასდაკლებას სთავაზობს

"აქსისი" მომხმარებელს ერთიანი გადახდის შემთხვევაში უნიკალურ ფასდაკლებას სთავაზობს

კომპანია “აქსისი” მომხმარებელს ერთიანი გადახდის შემთხვევაში უნიკალურ ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც კომპანია „აქსისიდან“ იუწყებიან, ბინები „აქსისპალასი საირმეზე“ 15% ფასდაკლებით მხოლოდ 31 ივლისამდე გაიყიდება. „საირმის ქუჩა N51-ში მდებარე „აქსიპალასი საირმეზე“ გამოირჩევა თავისი ადგილმდებარეობით. ეს არის სახლი, რომელიც ერთდროულად გთავაზობთ ბინას საბურთალოს ცენტრში და ამავდროულად საირმის გორის სუფთა ჰაერს, რაც დღევანდელი თბილისში მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მიმზიდველ გარემოსთან ერთად, „პალასი საირმეზე“ გამოირჩვეა ხარისხით და 360 ...

Read More »