Home » 2018 » June » 20 (page 2)

Daily Archives: June 20, 2018

„ვფიქრობ, მამუკა ბახტაძეს ეკონომიკური განვითარების სწორი მიმართულება აქვს“

„ვფიქრობ, მამუკა ბახტაძეს ეკონომიკური განვითარების სწორი მიმართულება აქვს“

„კვირიკაშვილის პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკაში დომინირება დაიწყეს ბანკებმა“ ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ის სისტემური პრობლემები, რაზეც მამუკა ბახტაძე ყურადღებას ამახვილებს და რა მიმართულებითაც არის კონცენტრირებული, აბსოლუტურად სწორია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხუხაშვილმა ბახტაძის ეკონომიკური ინიციატივების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. “ვფიქრობ, მას აქვს სწორი მიმართულება. ის სისტემური პრობლემები, რაზეც ყურადღებას ამახვილებს და რა მიმართულებითაც არის კონცენტრირებული, აბსოლუტურად სწორია. ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის ...

Read More »

“დავაწესოთ მაქსიმალური ზღვარი სახელფასო ხარჯზე, რომელიც სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვას უკავშირდება”

დავაწესოთ მაქსიმალური ზღვარი სახელფასო ხარჯზე, რომელიც სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვას უკავშირდება

დავაწესოთ მაქსიმალური ზღვარი სახელფასო ხარჯზე, რომელიც სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვას უკავშირდება და განისაზღვროს ის 3.9%-ის ოდენობით, – აღნიშნული ინიციატივა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს სამთავრობო პროგრამის წარდგენისას შესთავაზა. ბახტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასახული რეფორმების განხორციელებას მცირე და ოპერატიული მთავრობა სჭირდება. “ჩემი ღრმა რწმენით, წარმოდგენილი პროგრამის შესრულებას და ზოგადად, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევის გამკლავებას 11 სამინისტროზე მეტი არ სჭირდება. რა ...

Read More »

მომავალ წელს პენსიების ზრდა არის დაგეგმილი

მომავალ წელს პენსიების ზრდა არის დაგეგმილი

2019-2020 წლებში სახელმწიფო პენსიების 20-20 ლარის ოდენობით ზრდა არის დაგეგმილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძებები. მათ შორის დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ჩვენ ...

Read More »

გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება

გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება

გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება. აღნიშნული ერთ-ერთი პირობაა, რომელსაც თბილისის მერია ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერით ითხოვს. გარდა ამ მოთხოვნისა, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია კომპანიისგან ასევე ითხოვს, ყველა ავტობუსი ერთი მარკის და ერთი მოდელის იყოს და ისინი არანაკლებ 2018 წელს იყოს გამოშვებული. ამასთან, ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, რომლის გამოსახულების გამოტანა უნდა ხდებოდეს მძღოლთან არსებულ დისპლეიზე ...

Read More »

“მოსახლეობის ხარჯების დიდი ნაწილი წამლების შესყიდვაზე მიდის”

"მოსახლეობის ხარჯების დიდი ნაწილი წამლების შესყიდვაზე მიდის"

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ერთ-ერთ მთავარ საკითხად ფარმაცევტულ ბაზარზე თამაშის თანაბარი პირობების დამკვიდრებას მიიჩნევს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ. „ფარმაციის იმპორტიორები იხდიან უფრო ნაკლებ გადასახადს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად მიუღებელი, მით უმეტეს, რომელიც შეეხება ისეთ სენსიტიურ სექტორს, როგორიცაა ფარმაცია და ...

Read More »

ბათუმში UEFA-ს სტანდარტების სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება

ბათუმში UEFA-ს სტანდარტების სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება

ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ხელშეკრულების მიხედვით, UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. სტადიონი  20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება. ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი სართულის კოლონები აშენდა და მათი გადახურვა დასრულდა 10-დან 9 სექტორში. ტრიბუნებისთვის განკუთვნილი დახრილი კოჭების 80 % შესრულებულია, დაწყებულია ...

Read More »

„გაზპრომს“ ქონება დაუყადაღეს

„გაზპრომს“ ქონება დაუყადაღეს

რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომს“ დიდ ბრიტანეთსა და უელსში ქონება დაუყადაღეს. უკრაინის ბუნებრივი აირის კომპანია „ნაფტოგაზისგან“ გავრცელებული განცხადების თანახმად, სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომს“ მათთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა და ქონებაც ამ მიზნით დაუყადაღეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინგლისსა და უელსში „გაზპრომის“ 50 ათასი დოლარის ღირებულების ქონების სია სასამართლოს გადაეცა. სტოკჰოლმში მდებარე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რუსულ ენერგოკომპანია გაზპრომსა და უკრაინულ ბუნებრივი ...

Read More »

“რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, ეს არის ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა”

"მოსახლეობის ხარჯების დიდი ნაწილი წამლების შესყიდვაზე მიდის"

რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, ეს არის ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მამუკა ბახტაძემ მმართველ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გააკეთებს მაქსიმუმ, რომ ეს ნდობა გაამართლოს. „მადლობა მმართველ გუნდ ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და ამასთან ერთად კარგად ვაცნობიერებ, რამდენად დიდი პასუხსიმგებლობაა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ...

Read More »

ბახტაძე კერძო სექტორის ჩართულობით, ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შექმნის ინიციატივით გამოდის

ბახტაძე კერძო სექტორის ჩართულობით, ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შექმნის ინიციატივით გამოდის

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე კერძო სექტორის ჩართულობით, ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც ბახტაძემ პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, დღეს ბიზნესს ძალიან აწუხებს გადაწყვეტილების ოპერატიულობა, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც საქმეები იხილება სასამართლოში. პრემიერობის კანდიდატის თქმით, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, საერთო სასამართლოების სისტემაში ჩამოყალიბდება კომერციული პალატები. „პალატები სპეციალიზებული იქნება კომერციული და საგადასახადო საქმეების განხილვაზე. შესაბამისად, რეფორმების ...

Read More »

„მე ჩემი თანხა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არასდროს გადამირიცხავს“

„მე ჩემი თანხა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არასდროს გადამირიცხავს“

მე ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა, რითაც თინა ბოკუჩავას შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, შესწირა თუ არა 2012 წელს 20 000 ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“. „მე ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. თქვენ, 2012 წელს, „ქართულ ოცნებას“ რომ არ ჰქონოდა საშუალება პარტია ადეკვატურად დაეფინანსებინა, შეცვალეთ კანონი და იურიდიულ ...

Read More »