Home » 2018 » June » 19 (page 2)

Daily Archives: June 19, 2018

“შევეცდებით წავახალისოთ ბიზნესი ციხეებში სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით”

"შევეცდებით წავახალისოთ ბიზნესი ციხეებში სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით"

სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატების წინაშე სამთავრობო პროგრამის წარგენისას ბიზნესს პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაო ადგილების შექმნისკენ მოუწოდა. მინისტრობის კანდიდატმა ციხეებში სამუშაო ადგილების აუცილებლობაზე ისაუბრა. “ჩვენ შევეცდებით, საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე პენიტენციურ სისტემაში დამზადებული პროდუქტები იყოს უფრო ადვილად შესაძენი სახელმწიფო უწყებებისთვის, რათა ამან წაახალისოს ბიზნესი და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შექმნას”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

Read More »

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშპ 5.3 პროცენტით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშპ 5.3 პროცენტით გაიზარდა

2018 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 150,2 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 4,3 პროცენტით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა  – 13,4 პროცენტი, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა  – 13,4 პროცენტი, ...

Read More »

„აქტიურად ვიმუშავებთ ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე“

„აქტიურად ვიმუშავებთ ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე“

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვა, რომელიც ჩვენს სამთავრობო პროგრამაშია წარმოდგენილი, კვლავ დაეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესი, არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამისათვის, აქტიურად ვიმუშავებთ ადგილობრივი წარმოების განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით. განვითარდება ახალი საკრედიტო-საგარანტიო ინსტრუმენტები“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ...

Read More »

პოლიციელებს პირველი ივლისიდან ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ

პოლიციელებს პირველი ივლისიდან ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ

13 200 პოლიციელს პირველი ივლისიდან ხელფასი მოემატება, – ამის შესახებ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელფასი 250 ლარით გაიზრდება. „ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კომპონენტი. ამიტომ დღეს, ამ ახალი ტრიბუნიდან შემიძლია გითხრათ, რომ პირველი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით. ეს არის  მინიმუმი, რაც შეგვეძლო ...

Read More »

„საქართველო უახლეს საჰაერო ტაქტიკურ სისტემებს – „სტინგერებს“ მიიღებს“

„საქართველო უახლეს საჰაერო ტაქტიკურ სისტემებს – „სტინგერებს“ მიიღებს“

„საქართველო უახლეს საჰაერო ტაქტიკურ სისტემებს – „სტინგერებს“ მიიღებს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. იზორიამ საქართველო–ნატო–ს ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეეყანამ ბოლო პერიოდში „საბრძოლო მზადყოფნის მდგრადობის გაძლიერება და ნატო–ს სტანდარტებთან კიდევ უფრო მიახლოება შეძლო“ „თავდაცვის ბიუჯეტი წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%–ს. რაც ყველაზე მთავარია, ბიუჯეტის 20 % მიმართულია აღჭურვილობაზე. ეს არის ნატოს ერთ–ერთი ...

Read More »

ქართულ ჭიდაობას შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

ქართულ ჭიდაობას შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

ქართულ ჭიდაობას  შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს და იუნესკო-სშესაბამის ნუსხაში შევიდეს. როგორც კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ გიორგაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, იმედი აქვს, შესაბამის ნომინაციაში ქართული ჭიდაობის წარდგენა წარმატებული იქნება. „არ შემიძლია, არ აღვნიშნო, თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, ჩვენი წარმატებული ურთიერთობა იუნესკოსთან. მოგეხსენებათ, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაბრუნების საკითხი ძალიან წარმატებულად გადაწყდა. არაერთი ახალი ინიციატივა გვაქვს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის მიმართულებით. ...

Read More »

საწვავის ქართული ბაზარი რუსეთმა თანდათან ხელში ჩაიგდო

საწვავის ქართული ბაზარი რუსეთმა თანდათან ხელში ჩაიგდო

რუსეთი ნავთობპროდუოტების ბაზარზე მთავარი მოთამაშე გახდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მეზობელი ქვეყანა სტრატეგიული პროდუქტის მოწოდებას მთლიანად აკონტროლებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ხორბალზე ისედაც რუსეთზე ვართ ჩამოკიდებული, ახლა იგივე საწვავზე მეორდება. მტრულად განწყობილი სახელმწიფოს იმედად დარჩენა ქვეყანას დიდ საფრთხეს უქადის, რაც 2008 წლის მოვლენების დროსაც გამოჩნდა. თუკი აქამდე აზერბაიჯანული და თურქმენული საწვავის იმპორტი მეტ-ნაკლებად აქტიური იყო, მათი წილი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად ...

Read More »

დავით სერგეენკო: ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა

დავით სერგეენკო: ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა

ნუ ჩამომართმევთ რაღაც მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განაცხადა. სერგეენკოს თქმით, მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები განახლებული გუნდის შემადგენლობაზე, რომელიც 3 კვირაში წარედგინება პარლამენტს და ის ამ კონსულტაციებში ჩართულია. სერგეენკოს თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს ასევე სამინისტროების გაერთიანებაზე. “სამინისტროების გაერთიანებებაზე, რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ეს ცალსახად ...

Read More »

რუსეთში გამოკითხულთა 51%-ს სურს, რომ 2024 წლის შემდეგ ქვეყნის სათავეში კვლავ ვლადიმერ პუტინი დარჩეს

რუსეთში გამოკითხულთა 51%-ს სურს, რომ 2024 წლის შემდეგ ქვეყნის სათავეში კვლავ ვლადიმერ პუტინი დარჩეს

რუსეთში გამოკითხულთა 51%-ს სურს, რომ 2024 წლის შემდეგ ქვეყნის სათავეში კვლავ ვლადიმერ პუტინი დარჩეს. „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2024 წლის შემდეგ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენას მხოლოდ 27% არ ემხრობა. ამასთან, რესპოდენტთა 57% ამბობს, რომ ქვეყანაში მასშტაბური ცვლილებების ხილვა სურს, 30% კი დარწმუნებულია, რომ სამთავრობო გადაადგილებებით არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება. გამოკითხვა 24-30 მაისს ჩატარდა, მასში მონაწილეობა 1600-მა ადამიანმა მიიღო. ცდომილების ზღვარი 3-4%-ს ...

Read More »

„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს“

„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს“

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგი წერეთელი მინისტობის კანდიდატისგან დაინტერესდა, თუ რა ხდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტთან დაკავშირებით. როგორც მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, მიუნხენის უნივერსიტეტის ჩართულობით ქუთაისში მსოფლიო დონის უნივერსიტეტი ...

Read More »