Home » 2018 » June » 19

Daily Archives: June 19, 2018

“ადგილობრივი მწარმოებლებისგან განსხვავებით, ფარმაციის დარგში იმპორტიორები გათავისუფლებული არიან დღგ-სგან, საჭიროა, დამკვიდრდეს განახლებული სამართლიანი წესები”

"ადგილობრივი მწარმოებლებისგან განსხვავებით, ფარმაციის დარგში იმპორტიორები გათავისუფლებული არიან დღგ-სგან, საჭიროა, დამკვიდრდეს განახლებული სამართლიანი წესები"

საქართველოში ფარმაციის დარგში იმპორტირებული საქონელი და იმპორტიორები გათავისუფლებული არიან დამატებული ღირებულების გადასახადისგან მაშინ, როდესაც ადგილობრივი მწარმოებლები დღგ-ს იხდიან და შემდეგ მას ვეღარ ითვლიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებულ კომიტეტზე განაცხადა. მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობა არის ის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა, რითაც შევძლებთ ჩვენი მცირე ეკონომიკის ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე. „საქართველოში ფარმაციის დარგში იმპორტირებული საქონელი და იმპორტიორები გათავისუფლებული ...

Read More »

„არსებულ ეკონომიკურ მოდელში იყო უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას”

„არსებულ ეკონომიკურ მოდელში იყო უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას”

ვფიქრობ, რომ არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას, ხელს უწყობდა იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ვერ განავითარა თავისი ძლიერი მხარეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მამუკა ბახტაძემ დავწრილებით ისაუბრა იმ პრინციპებსა და ხედვებზე, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. „თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, იმ ხედვის ძირითადი პრინციპები, რომელიც მე წარმოვადგინე და რომელიც ...

Read More »

„კოშკურებზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები, ამ სისტემაზე უარი უნდა ვთქვათ“

„კოშკურებზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები, ამ სისტემაზე უარი უნდა ვთქვათ“

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ციხეების  გარე პერიმეტრის დაცვასა და მიმსვლელთა შემოწმების სამსახურზე ისაუბრა. კახა კახიშვილის თქმით, აღნიშნული სამსახურები თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და მოხდება კადრების მომზადდება. „რაც შეეხება  ციხეების გარე პერიმეტრის თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცვას, ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობა – კოშკურებზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები. ვფიქრობთ, ამ სისტემაზე ჩვენ უნდა ვთქვათ უარი, ვინაიდან არც ერთ ევროპულ ქვეყანაში და აშშ-ში ასეთი  ...

Read More »

შესაძლოა, ყველა გადამხდელს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება ჩამოეწეროს

შესაძლოა, ყველა გადამხდელს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება ჩამოეწეროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ინიციატივით გამოდის, რომ ყველა გადამხდელს 2013 წლის პირველ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება ჩამოეწეროს. მისი თქმით, ეს ინიციატივა შეეხება დაახლოებით 36 ათას გადამხდელს. „მინდა, ძალიან მნიშნელოვანი ინიციატივის შესახებ გითხრათ. როდესაც ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებსა და ქართული კომპანიების მნივნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახადო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე და ...

Read More »

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის გამოწვევები

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის გამოწვევები

ელექტროენერგია ის პროდუქტია, რომლის გარეშეც დღეს ცხოვრება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია: გარკვეული ოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამეცნიერო თუ გასართობი ობიექტები, საწარმოო საშუალებები, სამედიცინო აპარატურა, ტრანსპორტი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა… 1990-იანი წლების უშუქობას მალევე გადავეჩვიეთ და გადაგვავიწყდა კიდეც. დენი „გრაფიკით“ მრავალი წელია, აღარ მოგვეწოდება და მეტიც, საქართველოს ელექტროენერგია ექსპორტზე გააქვს. ამ პირობებში ჩვენ, რიგით მომხმარებლებს, აზრადაც არ მოგვდის, რომ რეალურად საქართველოს ენერგოსისტემა მწვავე დეფიციტს ...

Read More »

IBM–ის ახალ სუპერ კომპიუტერს ადამიანებთან შეწინააღმდეგება, კამათი და დებატების გამართვა შეუძლია

IBM–ის ახალ სუპერ კომპიუტერს ადამიანებთან შეწინააღმდეგება, კამათი და დებატების გამართვა შეუძლია

IBM–მა ადამიანებსა და კომპიუტერებს შორის შეჯიბრზე, მსოფლიოს დიდი სიახლე გააცნო IBM არის კომპანია, რომელიც აწყობს სუპერ კომპიუტერებს. მათ კომპიუტერებს ჭადრაკში მსოფლიო დონის მოჭადრაკეების დამარცხება შეუძლიათ. ახალ სისტემის პრეზენტაცია, რომელსაც IBM Project Debater –ს უწოდებს, სან ფრანცისკოში გაიმართა. პრეზენტაციაზე ამ სისტემის დემონსტრირება მოხდა. განაჩენი შემდეგია: ადამიანები ჯერ კიდევ წინ არიან, მაგრამ კომპიუტერები მათ სწრაფად ეწევიან და მალე გაუტოლდებიან. კომპიუტერმა ორი დებატისგან ...

Read More »

Wizz Air-ის განცხადებით, ერთ დოლარად ორი ბილეთის შეძენის შემოთავაზება ყალბია

Wizz Air-ის განცხადებით, ერთ დოლარად ორი ბილეთის შეძენის შემოთავაზება ყალბია

ავიაკომპანია Wizz Air-ის განცხადებით, ერთ დოლარად ორი ბილეთის შეძენის შემოთავაზება ყალბია კომპანიის განცხადებით, ვებგვერდსა და ფეისბუქზე Wizz Air-ის ბრენდინგსა და მცდარ დომეინს იყენებენ და ამან შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს და დაარწმუნოს მომხმარებლები, რომ Wizz Air-ის ოფიციალურ გვერდებზე არიან. “Wizz Air კიდევ ერთხელ აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ავიაკომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდია www.wizzair.com და ყველა ინფორმაცია Wizz Air-ის აქციებისა თუ კონკურსების შესახებ გამოქვეყნდება სწორედ აქ, ...

Read More »

„კოკა-კოლას“ ქარხნის ტერიტორიაზე პატარა უბნის მშენებლობით უცხოელი დეველოპერები დაინტერესდნენ

„კოკა-კოლას“ ქარხნის ტერიტორიაზე პატარა უბნის მშენებლობით უცხოელი დეველოპერები დაინტერესდნენ

წერეთლის გამზირზე მდებარე „კოკა-კოლას“ არსებული ქარხნის ტერიტორიაზე პატარა უბნის მშენებლობის საკითხი უახლოეს მომავალში გაირკვევა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად საკითხის დამუშავება და დეველოპერებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. „კოკა-კოლას“ არსებული ქარხნის ტერიტორიის განვითარების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქარხნის მუხრანის ველზე გადატანა გადაწყდა. ჭყონიას თქმით, განიხილებოდა ტერიტორიის გაყიდვაც, თუმცა მის განვითარებაზე საერთაშორისო კომპანია ...

Read More »

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი – IGG“ ბაზარზე წარმატებით მკვიდრდება

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2018 წლის პირველ კვარტალში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის კომპონენტში სადაზღვევო კომპანია საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი- IGG ” მოზიდული პრემის წილის მიხედვით მეოთხე პოზიციაზეა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ კომპანიიდან აცნობეს. სადაზღვევო სექტორის მიერ დაზღვევის ამ სახეობაში ჯამურად მოზიდული პრემიის ოდენობა სულ 24 მლნ. ლარს შეადგენს საიდანც 2.65 მლნ ლარის პრემია, სადაზღვევო კომპანია“ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა ...

Read More »

სათამაშო ბიზნესის ყველაზე აქტიური ბრენდები

სათამაშო ბიზნესის ყველაზე აქტიური ბრენდები

საქართველოში, დაახლოებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, სათამაშო ბიზნესის, საკანონმდებლო დონეზე, რეგულირების მცდელობა მიმდინარეობს. არაერთი კანონპროექტი დაანონსდა მედიაში, რომელიც როგორც ასაკობრივ, ისე სოციალური სტატუსის ჭრილში, იმ მოქალაქეთა რეესტრის წარმოებას და შესაბამისად მონიტორინგს გულისხმობს, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა ტიპის აზარტულ თამაშებში, გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელიც. კანონპროექტზე მუშაობის პროცესი, საკმაოდ გახანგრძლივდა, რაც სავარაუდოდ, კანონის სირთულეზე და სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებულ, ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებს. მიუხედავად არსებული ნეგატიური ფონისა, აღნიშნული ინდუსტრიის მისამართით, სათამაშო ბიზნესი ...

Read More »