Home » 2018 » June » 14

Daily Archives: June 14, 2018

“ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით”

"ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით"

 ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, –  პრემიერ-მინისტრად წარდგენილმა მამუკა ბახტაძემ  ხედვის მთავარი პრინციპები  უკვე წარადგინა. ფართო პროგრამის წარდგენამდე ახალი პრემიერის მთავარი გზავნილებში პირველი ადგილი საქართველოს საგარეო კურსმა დაიკავა, დაადასტურა, რომ საქართველოს არჩევანი,  ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია მთავარი პრიორიტეტია. მომავალი პრემიერი  ინოვაციური და ფუნდამენტური რეფორმების გატარების პირობას დებს, რითაც  ჩამოყალიბდება ახალი ეკონომიკური მოდელი, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რამაც თავის მხრივ, უნდა შეამციროს  დისბალანსი ...

Read More »

უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა

უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მამუკა ბახტაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებს. 2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე იყო სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, 2010-2012 წლებში – საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი, 2007-2008 წლებში – სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ...

Read More »

1 თვეში ანაკლიის პორტის ადრეული საზღვაო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

1 თვეში ანაკლიის პორტის ადრეული საზღვაო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

ანაკლიის პორტის ადრეული საზღვაო-სამშენებლო სამუშაოები ივლისის ბოლოს დაიწყება, როგორც ანაკლიის განვითარების კონსირციუმში აცხადებენ პორტის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სახმელეთო სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა. კონსირციუმში აღნიშნავენ, რომ ანაკლიის პორტი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის წევრი გახდა.  შესაბამისად ამოქმედების შემდეგ პორტში ეგრეწოდებული გამჭოლი ტარიფების სისტემა დაინერგება. ანაკლიის პორტი პირველი გემების მიღებას 2020 წლის ბოლოდან შეძლებს. “ვემზადებით დავიწყოთ დაღრმავების და რეკლამაციის სამუშაოები, ეს ...

Read More »

კახა კალაძე: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს დასახელდება

"თბილისის ბიუჯეტი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქალაქში რადიკალური ცვლილებები განვახორციელოთ"

ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 17:00 საათზე გახდება ცნობილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე დღეს მთავრობის წევრებიც არიან მიწვეული. “დღეს 17:00 საათზე არის შეხვედრა უმრავლესობასთან. მოწვეული იქნებიან მთავრობის წევრები და კანდიდატთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მიღებული იქნება გადაწყვეტილება, ვინ დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად”,- განაცხადა კალაძემ. კითხვა, განიხილება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძე, ...

Read More »

„არემჯის“ მხარდაჭერით ბოლნური ღვინო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე მიიღებს მონაწილეობას

„არემჯის“ მხარდაჭერით ბოლნური ღვინო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე მიიღებს მონაწილეობას

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით ბოლნური ღვინოები იქნება წარმოდგენილი. საერთაშორისო გამოფენაზე, მეღვინეთა გაერთიანება „ბოლნური ღვინო“ 15-მდე საოჯახო მარნის ღვინით წარსდგება მომხმარებლის წინაშე. ბოლნისი, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი კერაა, ქართული ტრადიციული წესით – ქვევრში დაყენებული ღვინოებით გამოირჩევა. სწორედ ამ ტრადიციის აღდგენას და ბოლნური ქვევრის ღვინოების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად „არემჯის“ მხრიდან საოჯახო ტიპის მარნების მხარდაჭერა. ღვინის ექსპო  ერთ-ერთი ...

Read More »

ელექტრონული სიგარეტები და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე – პროფესორი ლინდა ბოლდის მოსაზრებები

ელექტრონული სიგარეტები და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე – პროფესორი ლინდა ბოლდის მოსაზრებები

ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად განიხილება ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისა და ჯანდაცვაში მისი როლის შესახებ საკითხი. ჯანმრთელობის საინფორმაციო პორტალმა likar.info-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ თამბაქოს მოხმარების საკითხში წამყვან ექსპერტთან ლინდა ბოლდთან. ლინდა ბოლდი ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხების პროფესორი, სოციალური მარკეტინგის ინსტიტუტის დირექტორი, სტირლინგის უნივერსიტეტის კვლევითი დეპარტამენტის დეკანი და თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების შესწავლის ბრიტანული ცენტრის დირექტორის მოადგილეა. – The Guardian-ში, თქვენს ერთ-ერთ სტატიაში ...

Read More »

თემურ ჭყონია: მამუკა ბახტაძე სერიოზული კანდიდატი იქნება

თემურ ჭყონია: მამუკა ბახტაძე სერიოზული კანდიდატი იქნება

“მამუკა ბახტაძე ჩემი აზრით იმ აქტივობით, რაც მას აქვს, სერიოზული კანდიდატი იქნება”, -ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. თუმცა, ბიზნესმენის თქმით, მამუკა ბახტაძე ერთ-ერთი საინტერესო კანდიდატურაა. “შეიძლება მმართველ გუნდში იყოს რაღაც სწორი პოლიტიკური სისტემები, მაგრამ ძლიერი პიროვნება შეიძლება სხვა გუნდშიც იყოს ან საერთოდ არც იყოს. მაგალითად მამუკა ...

Read More »

ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება, შესაძლოა ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდებოდეს

ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება, შესაძლოა ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდებოდეს

სააგენტო GHN-ის დამფუძნებელი გოჩა მირცხულავა თავის ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც “ქართული ოცნების” დახურულ შეხვედრაზე გაჟღერებულ განცხადებებს ასაჯაროებს. რეპლიკებს შორის ყურადსაღებას იქცევს ანაკლიის პორტის მშენებლობის თემა, რომელიც როგორც ამ დიალოგებიდან და ფრაზებიდან გამომდინარეობს, შესაძლოა, გამხდარიყო დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. პოსტს უცვლელად გთავაზობთ. აღსანიშნავია, რომ ამ დიალოგის და ფრაზების ნამდვილობა დღემდე არც არავის უარყვია და არც დაუდასტურებია. “ციტატები (შინაარსი) დახურული შეხვედრიდან ...

Read More »

ორზე მეტი იპოთეკის უფლება შესაძლოა პირებს აღარ ჰქონდეთ

ორზე მეტი იპოთეკის უფლება შესაძლოა პირებს აღარ ჰქონდეთ

ორზე მეტი იპოთეკის უფლება შესაძლოა პირებს აღარ ჰქონდეთ. ამის შესახებ, სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული. კერძოდ, პროექტის თანახმად, სამოქალაქო კოდექსში იპოთეკის მუხლს რამდენიმე პუნქტი ემატება. მათ შორის, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი სესხის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. ამასთან, თუ ერთი და იგივე ფიზიკური პირის (მათ შორის, ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 13 ივნისს  მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, არსებული პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდება. მაისში წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში,  ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს. ერთობლივი მოთხოვნა უახლოვდება, თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩება პოტენციურ დონეს ...

Read More »