Home » 2018 » June » 13 (page 2)

Daily Archives: June 13, 2018

დავით ჭიჭინაძე: მთავრობა უნდა გადადგეს

დავით ჭიჭინაძე: მთავრობა უნდა გადადგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მთავრობის გადადგომას ითხოვს როგორც ჟურნალისტებს ჭიჭინაძემ განუცხადა, უმრავლესობის სხდომაზე „იუნისეფ“-ის კვლევაზე ისაუბრეს, რაც რატომღაც ყველას სასაცილო ჰგონია, მაგრამ კვლევებიდან გამომდინარე,  საკმაოდ მძიმე სურათია ქვეყანაში შექმნილი. „ქვეყანაში უსამართლობის განცდას სიღარიბე რომ ემატება, მთავრობა უნდა გადადგეს, ეს საკითხია დღის წესრიგში დასაყენებელი“, – განაცხადა ჭიჭინაძემ. გაერო-ს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად,  საქართველოს მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% ...

Read More »

15 წლის გიგი ანთაძის სავაჭრო ჯიხური „მზიურში“ გაქურდეს

„მზიურში“ გიგის ჯიხური გაქურდეს: ” წვენსაწური აპარატი მოუპარავთ, მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა” 15 წლის გიგი ანთაძის სავაჭრო ჯიხური „მზიურში“ გაქურდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინჩო ჯიბლაძე ავრცელებს: „ეს ისტორია, რასაც გიამბობთ, არის კოშმარი – გახსენებაც არ მინდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს. გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი, ნეტა, სხვა ქვეყანაშიც თუ მოხდებოდა მსგავსი რამ? გუშინ გიგისთან ...

Read More »

2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით გაიზრდა, იმპორტი კი 23.3%-ით

2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით გაიზრდა, იმპორტი კი 23.3%-ით

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 24.5 %-ით გაიზარდა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოქვეყნა, რომელის თანახმადაც, 2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 894.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია. საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1 284.7 მლნ. აშშ ...

Read More »

თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკის მოწყობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკის მოწყობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ამ ეტაპზე პარკების მოსაწყობად ორი კონკრეტული ადგილის შესწავლა მიმდინარეობს – ე.წ. დიღმის ჭალებში და თემქის ხევის. “დღეს მინდა წარმოვადგინო ორი ძალიან საინტერესო პროექტი. ჩვენ გვინდა, რომ ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა განვახორციელოთ. ამ მიზნით ვიწყებთ ორი ადგილის კვლევას – ე.წ. დიღმის ჭალების ...

Read More »

“ჯემფესტისთვის“ ხელის შეშლა მავნებლობაა, 4 დღით მიწა არ მიაქირავო, ვიღაცის პირადი ახირებაა”

“ჯემფესტისთვის“ ხელის შეშლა მავნებლობაა, 4 დღით მიწა არ მიაქირავო, ვიღაცის პირადი ახირებაა"

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ელექტრონული მუსიკის ფესტივალ “ჯემფესტისთვის“ ხელის შეშლის საკითხზე პარლამენტში მოსმენის გამართვას ითხოვს. როგორც გოცირიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული საკითხი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. გოცირიძის თქმით, ფესტივალის ორგანიზატორებმა ყველა ფრაქციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას მიმართეს, რათა ჩაერიონ პროცესში, რადგან “ესაა ბოლო ინსტანცია, სადაც შეიძლება ამ ბიუროკრატიულ სისტემაში ვინმეს რაიმე შეაგნებინო“. ...

Read More »

ირაკლი მექვაბიშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება წარადგინა

გენერალურმა აუდიტორმა  ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება  წარადგინა. ანგარიშში  გაანალიზებულია  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის თუ შესრულების ეტაპებზე არსებული საკითხები შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: სახელმწიფო ბიუჯეტის ფისკალური პარამეტრები, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი, სახელმწიფო ვალი, საინვესტიციო პროექტების შესრულების მდგომარეობა, პროგრამული ბიუჯეტირება, ცალკეული პროგრამებისა თუ ქვეპროგრამების ...

Read More »

საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ

საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ

საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ,,დოიჩე ბანის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლოჯისტიკისა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში, ალექსანდერ დოლმა ბერლინში, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას გულისხმობს. შეთანხმების თანახმად, საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი’’ იწყებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ...

Read More »

ფინკა ბანკმა მსოფლიოს ერთერთ წამყვან საინვესტიციო კომპანია “სიმბიოტიკსთან” 15 მილიონი ლარის შეთანხმება გააფორმა  

ფინკა ბანკმა მსოფლიოს ერთერთ წამყვან საინვესტიციო კომპანია "სიმბიოტიკსთან" 15 მილიონი ლარის შეთანხმება გააფორმა  

ფინკა ბანკსა და საინვესტიციო კომპანია „სიმბიოტიკს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ბანკი მცირე ბიზნესის დაკრედიტების გასაფართოებლად 15 მილიონ ლარს მიიღებს. ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორის ვუსალ ვერდიევის განცხადებით, ფინანსური რესურსი მოხმარდება ქვეყნის მასშტაბით მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. „ჩვენთვის ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ის საშუალებას გვაძლევს ჩვენი სამიზნე ჯგუფისთვის გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ქვეყნის რეგიონებში. მსგავსი თანამშრომლობა სფეროს განვითარებისთვის კრიტიკულად ...

Read More »