Home » 2018 » June » 08

Daily Archives: June 8, 2018

ავსტრიაში მეჩეთები დახურეს

ავსტრიაში მეჩეთები დახურეს

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ორი მეჩეთი დახურეს და კიდევ ხუთის დახურვა იგეგმება. ამის შესახებ Foxnews-ი წერს. ავსტრია ქვეყნიდან 40 თურქი იმამის გაწვევასაც აპირებს. ეს 2015 წელს მიღებული კანონის საფუძველზე ხდება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იკრძალება ისეთი რელიგიური საზოგადოების არსებობა, რომელიც უცხო ქვეყნიდან ფინანსდება. ვენაში არსებობს არაბული რელიგიური საზოგადოება, რომლის დაქვემდებარებაშიც 6 მეჩეთია. საზოგადოება ძირითადად თურქეთიდან ფინანსდება. imedinews.ge

Read More »

“კომპანია 6 თვეში, დაახლოებით 1 მილიონ ლარს იგებს” – პარკირების საფასურის თაღლითური სქემა

"კომპანია 6 თვეში, დაახლოებით 1 მილიონ ლარს იგებს" - პარკირების საფასურის თაღლითური სქემა

”ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ პარკირების საფასურის თაღლითურ სქემაზე საუბრობს. როგორც მესხიშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს, ამ სქემის დამსახურებით, კომპანია 6 თვეში, დაახლოებით 1 მილიონ ლარს იგებს. “მოკლედ ყოველთვის ვყიდულობ პარკირების 6 თვიან, 25 ლარიან ნებართვას. ოღონდ ყოველთვის მიჯდება 35 ლარი. შემდეგი სქემის დამსახურებით. მოიცალე, მიდიხარ პატიოსნად, ერთი კვირით ადრე “ფეი ბოქსთან” გინდა ...

Read More »

საქართველოს მოსახლეობის 20% აზარტულ თამაშებშია ჩართული, ევროპაში ეს ციფრი 3-5%-ს შეადგენს

საქართველოს მოსახლეობის 20% აზარტულ თამაშებშია ჩართული, ევროპაში ეს ციფრი 3-5%-ს შეადგენს

სასამართლოს მეშვეობით ოჯახის წევრებს საშუალება ექნებათ მოქალაქეს აზარტული თამაშები აუკრძალონ სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელს ონლაინ კაზინოებში თანხის საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვა მოუწევს, ასე რომ აიკრძალება თანხის სწრაფი გადახდის აპარატებიდან  გადარიცხვაც. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას შემ­დეგ, რაც მოხ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან შე­ჯე­რე­ბა, პარ­ლა­მენ­ტი კანონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვას და­ი­წყებს, თუმცა ზოგადად ...

Read More »

ახალი რეგულაციების შედეგად, განვადებები განახევრდა – ტექნიკის მაღაზიები გამოსავალს ვერ პოულობენ

ახალი რეგულაციების შედეგად, განვადებები განახევრდა - ტექნიკის მაღაზიები გამოსავალს ვერ პოულობენ

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რეგულაციებს უწესებს, რომელთა თანახმადაც, მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა იზღუდება. ახალმა რეგულაციებმა, რომლებიც 2018 წლის 7 მაისს შევიდა ძალაში, სამომხმარებლო სესხებისა და განვადების შემცირება გამოიწვია. ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ახალ რეგულაციას “თიბისის” გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აფასებს. მისი განცხადებით, სებ-ის მიერ გადახდისუნარიანობის შეფასების მოთხოვნის გამკაცრებამ ბანკს საგანვადებო სესხების გაცემის დაახლოებით 50 %-ით, ხოლო სამომხმარებლო ...

Read More »

საერთაშორისო ვიზიტორების დათვლა ახალი მეთოდით მოხდება

საერთაშორისო ვიზიტორების დათვლა ახალი მეთოდით მოხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლების კვლევის პრეზენტაცია გამართა. როგორც ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განმარტა, ახალი სტანდარტების მიხედვით, ტურისტების აღრიცხვა მათი დასრულებული ვიზიტებით მოხდება, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა. მაგალითად, ვიზიტი, რომელიც მოიცავს ღამისთევას, არის ტურისტული, დანარჩენი კი ითვლება ერთდღიან ვიზიტებად. საერთაშორისო მოგზაურობის ვიზიტებს დაემატა სხვა ქვეყნის რეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების ვიზიტები. ანგარიში ყოველკვარტალურად ...

Read More »

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 21 600 არაეტიკეტირებული კვერცხი დალუქა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 21 600 არაეტიკეტირებული კვერცხი დალუქა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 21 600 არაეტიკეტირებული კვერცხი დალუქა, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კვერცხის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. „სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს შპს „კრეატივი+“-ში, სადაც 21 600 არაეტიკეტირებული კვერცხი აღმოჩნდა. საეჭვო წარმომავლობის კვერცხი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. 2013 წლის მაისში „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ N90 ...

Read More »

11 გენიალური გამოგონება, რომელიც ჯერ საქართველოში არ შემოსულა

11 გენიალური გამოგონება, რომელიც ჯერ საქართველოში არ შემოსულა

მეცნიერები ხშირად გვაკვირვებენ ტექნოლოგიური ინოვაციებით – ნივთებით, რომლებიც გვაგრძნობინებენ, რომ ჩვენ არა აწმყოში, არამედ მომავალში ვცხოვრობთ. გარდა მასშტაბური პროექტებისა, არსებობს უამრავი ყოველდღიური ნივთი, რომელიც ცხოვრებას გაგვიადვილებს და დროს დაგვიზოგავს, რაც თანამედროვე ადამიანისთვის განსაკუთებით მნიშვნელოვანია. 11. სამეკრანიანი ტელეფონი … ეს ტელეფონი უამრავ დროს დაგვიზოგავს, რადგან ის საშუალებას გვაძლევს, ერთდორულად გამოვიყენოთ სამივე ეკრანი, ისე, რომ ერთმანეთთან ერთი ოპერაციის მსვლელობამ მეორეს ხელი არ ...

Read More »

“პაციენტს საშუალება ექნება, ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობა გააკონტროლოს”

"პაციენტს საშუალება ექნება, ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობა გააკონტროლოს"

ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის, რომელიც წამ­ლე­ბის ჭარ­ბ და­ნიშ­ნუ­ლე­ბასა და მოხ­მა­რე­ბას ნიშნავს, პრევენციის მექანიზმს ნერგავს, – ამის შესახებ სიახლე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და საექიმო საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააცნო. დავით სერგეენკოს თქმით, პაციენტს პირველი ივლისიდან საშუალება ექნება, ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობა გააკონტროლოს. სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით, პაციენტები სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ონლაინ რეჟიმში გადაამოწმებენ, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მათთვის გამოწერილი მედიკამენტები. დავით ...

Read More »

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება იწყება

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება იწყება

კურორტ გოდერძის მიმართულებით ახალი გაზსადენი აშენდება, რომელიც მაღალმთიან აჭარას ბუნებრივი აირით მოამარაგებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, აჭარის გაზიფიცირების პროექტი შემოდგომაზე დასრულდება. “ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით დაწყებულია პროექტი. უკვე ხორციელდება ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც პირველ ეტაპზე 11 ათასი აბონენტის ბუნებრივი აირით მომარაგებას ...

Read More »

კანადის სენატმა მარიხუანას ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

კანადის სენატმა მარიხუანას ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

კანადის სენატმა რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანას ფლობა, მოხმარება და გაყიდვა დაამტკიცა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება, აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა 52-მა პარლამენტარმა, ხოლო 30 კი წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტში რამდენიმე შესწორება შევიდა და ის განსახილველად კვლავ დაუბრუნდა თემთა პალატას, რომელმაც აქამდე მხარი დაუჭირა კანონპროექტს. კანონი ძალაში შესვლა 2018 წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში კანადა „დიდი ოცეულის“ პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც მარიხუანას ...

Read More »