Home » 2018 » June » 07 (page 2)

Daily Archives: June 7, 2018

2019 წლიდან მევახშეებს მარყუჟს მოუჭერენ

2019 წლიდან მევახშეებს მარყუჟს მოუჭერენ

2019 წლიდან მევახშეების რეგულაცია დაიწყება და ეროვნული ბანკი მათაც შეზღუდავს. თუ დღემდე კერძო პირები კონკრეტულ თანხას თვეში, საშუალოდ, 10%-ად გასცემდნენ, მომდევნო წლიდან სესხის პროცენტი გაუნახევრდებათ. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ახალ რეგულაციაზე ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი მუშაობს. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ მათი ინიციატივა შედეგს გამოიღებს და რეგულაცია მხოლოდ ფურცელზე დაწერილ კანონად არ დარჩება. სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას, რომლის თანახმად, ...

Read More »

“საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მსოფლიოში უპრეცედენტოა”

"საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მსოფლიოში უპრეცედენტოა"

“ჩვენთვის ცნობილია, რომ  ნარკომომხმარებელთა დიდი რაოდენობა დაავადებულია  C ჰეპატიტით” სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით C ჰეპატიტისგან  განკურნების პროგრამა დაიწყო. 2015 წლის აპრილიდან დღემდე 45 ათასზე მეტი პაციენტი ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში, აქედან მკურნალობის კურსი კარგი შედეგით 40 ათასმა პაციენტმა უკვე დაასრულა. ბენეფიციართა 98, 2 % -მა თავი დააღწია C ჰეპატიტს. მიუხედავად პროგრამის წარმატებისა, ამოქმედებიდან ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი – ბიზნეს სექტორში დასაქმებულებისთვის 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა, სამუშაო ადგილების რაოდენობა კი – 5,3%-ით

დიმიტრი ქუმსიშვილი - ბიზნეს სექტორში დასაქმებულებისთვის 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა, სამუშაო ადგილების რაოდენობა კი - 5,3%-ით

ბიზნეს სექტორში დასაქმებულებისათვის 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო თვიური ხელფასი 8%-ით არის გაზრდილი და 1106 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 18,6%-ით და ჯამურად შეადგინა 18 მლრდ ლარი. “4 ივნისს სტატისტიკის დეპარტამენტმა ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი – საბანკო ჰოლდინგების რეგულაციები დაიხვეწება

დიმიტრი ქუმსიშვილი - საბანკო ჰოლდინგების რეგულაციები დაიხვეწება

არ უნდა გვქონდეს კითხვის ნიშნები, რომ საბანკო სექტორი ემსახურება საბანკო სექტორს და რეალური ეკონომიკა მუშაობს რეალურ ეკონომიკაზე, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საბანკო ჰოლდინგებთან დაკავშირებით, არაპროფილური აქტივების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. ქუმსიშვილის თქმით, უკვე განხორციელებული ცვლილებები ეფექტურია, თუმცა საჭიროა მეტი კონკრეტიკა. “ბოლო პაკეტში, რომელიც 2017 წელს გავიტანეთ და მიღებული იქნა, გავწერეთ საკმაოდ ...

Read More »

საქართველოს ფოსტა მსოფლიოს 180 ოპერატორს შორის მე-2, ევროპაში კი I ადგილზეა

საქართველოს ფოსტა მსოფლიოს 180 ოპერატორს შორის მე-2, ევროპაში კი I ადგილზეა

საქართველოს ფოსტა, EMS-ს მომსახურების ხარისხის კუთხით, მსოფლიო რეიტინგში მეორე, ხოლო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა. საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, საფოსტო ოპერატორებს აფასებს დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია PWC-ი, საუბარია 2018 წლის პირველი კვარტალზე. “მართალია ეს მხოლოდ პირველი კვარტლის შედეგია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენ სულ მცირე შევძლებთ ამ შედეგის შენარჩუნებას, თუ გაუმჯობესებას არა. მსოფლიო საფოსტო კავშირის და პოსტევროპის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს ფოსტამ EMS ...

Read More »

iPhone X Tesla – ექსპერიმენტული მოდელი

iPhone X Tesla – ექსპერიმენტული მოდელი

თუ Apple-ის ყველაზე ძვირადღირებული „სმარტფონის“ შეძენა გადაწყვიტეთ, iPhone X Tesla საუკეთესო ვარიანტია. მოდელი, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და მზის ენერგიაზე მუშაობს. ანუ ტელეფონი მზის სხივებით ან ელექტრო ნათურის სინათლეზე იტენება. ​iPhone X Tesla-ს დიზაინი რუსულ აქსესუარების კომპანია Caviar-ს ეკუთნის. როგორც ამბობენ, მათი ინსპირაციის წყარო ეკო – მეგობრულ პანელიანი ​Tesla-ს ავტომობილი იყო და ეს „სმარტფონის“ ვიზუალზეც აისახა. ახალი მოდელი უკვე იყიდება და Apple-ის ტელეფონებს შორის ყველაზე ძვირი, $4,590 ღირს. „iPhone ...

Read More »

2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება

2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება

პირველი ვიცეპრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება. “ენგურჰესზე“ ნამდვილად მოხდა ავარია, რომლის მსგავსი ბოლო 20 წლის მანძილზე არ მომხდარა. საკმაოდ მალე, 7 დღეში ავარია იყო აღმოფხვრილი, დღეს უკვე 4 აგრეგატი მუშაობს და სავარაუდოდ, მე-5 აგრეგატს ძალიან მალე დავაერთებთ. რაც შეეხება „ენგურჰესის“ რეაბილიტაციას და იქ ჩასატარებელ სამუშაოებს, მუდმივად ტარდება ...

Read More »

სამშენებლო კომპანიები თბილისის მერიას მეწყერსაშიშ ზონებში მშენებლობის ნებართვას თხოვენ

სამშენებლო კომპანიები თბილისის მერიას მეწყერსაშიშ ზონებში მშენებლობის ნებართვას თხოვენ

სეისმოლოგ თეა გოდოლაძის განცხადებით, თბილისში არსებულ მეწყერსაშიშ ზონებში სამშენებლო კომპანიები და კერძო პირები მერიას მშენებლობების ნებართვის გაცემას სთხოვენ, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია. დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, იმ კვლევის თანახმად, რომელიც სეისმოლოგიური ცენტრის თანამშრომლებმა ჩაატარეს და რომელიც თვენახევრის წინ მომზადდა, თბილისში განსაკუთრებით მეწყერსაშიშ ზონებს განეკუთვნება ვერეს ხეობა, ვარაზის ხევი, ლეღვთა ხევი და ჟვანიას ქუჩის ფერდი. სეისმოლოგისგანცხადებით, ამ ადგილებში მეწყერის საფრთხე დიდია. თეა გოდოლაძე ხელისუფლებას მოუწოდებს , არ გაიცეს ...

Read More »

დეპუტატი: ამჟამინდელი ხელფასი საკმარისი არ არის

დეპუტატი: ამჟამინდელი ხელფასი საკმარისი არ არის

პარლამენტის წევრის სარგოს შესაძლო მომატებას გორის მაჟორიტარი დეპუტატი ეხმაურება. იოსებ მაკრახიძე აზუსტებს, რომ ინიციატივა ერთი თვის წინ საკანონმდებლო ორგანოში ნამდვილად გაჟღერდა. დეპუტატი ამბობს, რომ პარლამენტის წევრისთვის ამჟამინდელი ხელფასი არასაკმარისია და საკითხს, კენჭისყრაზე გატანის შემთხვევაში, მხარს აუცილებლად დაუჭერს. “,მომატება გამორიცხულია მეტროს მემანქანეების მოთხოვნების ფონზე. ეგ საკითხი დაახლოებით ერთი თვის წინ დააყენეს. ეგეც რომ არ იყოს შუა წელში გამორიცხულია ჩვენი ხელფასის მომატება, ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო ორმა წევრმა დატოვა

„საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო ორმა წევრმა დატოვა

„საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო ორმა წევრმა, კიმ ბრედლისა და დევიდ მორისონმა დატოვა. ამასთან, ბანკის აქციონერის „ბიჯეო ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, 2017 წლის მოგებიდან დივიდენდებს ჩვეულებრივ აქციებზე 120 მლნ ლარის ოდენობის დივიდენდს გასცემს. კერძოდ, სს „საქართველოს ბანკის“ თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე 4.31 ლარის ოდენობის დივიდენდი დაირიცხება. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 14 ივნისი, 18:00 საათის მდგომარეობით. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად კი 2018 წლის 2 ...

Read More »