Home » 2018 » June » 07

Daily Archives: June 7, 2018

“ქართული ოცნების” ხელისუფლების მთავარი პრობლემა “ჩანერგილები” და “პორტირებულებია”

"ქართული ოცნების" ხელისუფლების მთავარი პრობლემა "ჩანერგილები" და "პორტირებულებია"

უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ხალხში ხელისუფლების მიმართ არის გაღიზიანება და მოსახლეობას უსამართლობის განცდა აქვს. ჭიჭინაძემ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას მასის საპროტესტო აქციები გაიხსენა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მთავარი პრობლემა “ჩანერგილები” და “პორტირებულებია”: “ჩანერგილებით და პორტირებულებით ვართ გავსებულები და ეს ადამიანები თავისი ქმედებით მიშვებულები არიან დღეს და ზოგიერთი კიდე მაღალ თანამდებობაზე, მათ სისხლში აქვთ გაყალბება, არაადამიანური საქციელი ...

Read More »

სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციისთვის 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ

სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციისთვის 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ

სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციისთვის 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პროექტშია ნათქვამი. როგორც დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართაც ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება. რეგულირების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოხდება სესხის გამცემი სუბიექტების რეგისტრაცია, რისთვისაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი სარეგისტრაციო მოსაკრებელი. კანონპროექტის ...

Read More »

შოთა შალელაშვილი: ყველა მონაცემით ჩემი შვილი უნდა გამართლდეს

შოთა შალელაშვილი: ყველა მონაცემით ჩემი შვილი უნდა გამართლდეს

პარლამენტარმა შალელაშვილმა საკუთარი შვილის მსოფლიო მასშტაბის აფერაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ კომენტარი გააკეთა. “ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აპირებს და აცხადებს, რომ მისმა იურისტებმა ამისთვის მზადება უკვე დაიწყეს. როგორც შალელაშვილმა დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მას ბიძინა ივანიშვილთან რამე სახის ბიზნეს ურთიერთობა არასოდეს ჰქონია და არ აქვს. რაც შეეხება მის შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, როგორც ...

Read More »

ივნისში აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართება

ივნისში აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართება

ივნისში აშშ–ის რამდენიმე ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია–პრეზენტაციები გაიმართება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების „Tastingwork”-ისა და ,,Marq Energie Consulting”-ის ორგანიზებით, ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, ჰიუსტონსა და პორტლენდში ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა ეძლევათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები. დეგუსტაციების პარალელურად გაიმართება სემინარები ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც ქართული ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდებით დამზადებული ღვინოები. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, „Tastingwork”-ის ...

Read More »

გაიზრდება თუ არა დეპუტატების ხელფასი

გაიზრდება თუ არა დეპუტატების ხელფასი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რეგლამენტის პროექტით დეპუტატის ხელფასის ოდენობა 4624 ლარით განისაზღვრება. პარლამენტის თანამდებობის პირებს კი დამატებით მიეცემათ შესაბამისი პოზიციისთვის განსაზღვრული ფულადი დანამატები. დეპუტატზე ასევე გაიცემა სადეპუტატო უფლებამოსილების  განხორციელების თანხა. პროექტში ჩაწერილმა ცვლილებამ გამოიწვია სხვადასხვა ინტერპრეტაცია, გაჩნდა ვარაუდი, რომ მომავალი მოწვევის დეპუტატები გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. თუმცა, პარლამენტში ამ ყველაფერს უარყოფენ და აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და პარლამენტარების ხელფასი ...

Read More »

ლვოველი ტურიპერატორები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან

ლვოველი ტურიპერატორები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის  მოწვევით რეგიონს ლვოვიდან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. დღეს, სტუმრებს სასტუმრო რედისონში რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია ჩაუტარდათ. შეხვედრის შემდეგ ისინი მთიან აჭარას ეწვევიან და იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან. აჭარაში ლვოველი ტუროპერტორებისა და სააგენტოების ვიზიტი ლვოვი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებას უკავშირდება. ინფოტურის მიზანი ...

Read More »

საქართველოში ინვესტორებისთვის ბინადრობის ნებართვა ხუთი წლის ვადით გაიცემა

საქართველოში ინვესტორებისთვის ბინადრობის ნებართვა ხუთი წლის ვადით გაიცემა

საქართველოში ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე, ბინადრობის ნებართვა თავიდან შესაძლოა, მხოლოდ ხუთი წლის ვადით გაიცეს და არა მუდმივი ცხოვრების უფლებით. შესაბამისი ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შედის, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გოჩა ენუქიძე და ივლიანე წულაია არიან. დღეს მოქმედი კანონით, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უვადოდ გაიცემა, ხოლო მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა – ერთი წლის ვადით. ...

Read More »

„როლანდ ბლადაძის ქონებრივ უფლებებში აღდგენა, აღმოჩნდა, ბევრს არც სურს“

„როლანდ ბლადაძის ქონებრივ უფლებებში აღდგენა, აღმოჩნდა, ბევრს არც სურს“

როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე გვესმის ძალიან ბევრი მოარული ხმა, სახიფათო მოსაზრებები და დასკვნები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მომავალ გადაწყვეტილებასთან, რაც სახელს უტეხავს არამხოლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას და მზად ვარ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მივაწოდო, როგორც საქმის განმხილველ მოსამართლეებს, ასევე სასამართლოს თავმჯდომარეს და მთლიანად საზოგადოებას – აღნიშნულის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სახელმწიფოსთან ...

Read More »

2018 წლის პირველ კვარტალში მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 20 პროცენტით გაიზარდა

2018 წლის პირველ კვარტალში მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 20 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკა და მისი მდგრადობა დამყარებულია კერძო სექტორის განვითარებაზე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2018 წლის პირველ კვარტალშიც ნარჩუნდება და ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების შთამბეჭდავი ზრდა ფიქსირდება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქსტატის“ მიერ საწარმოთა საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.6%-ით ...

Read More »

მთავარია “მენავთობეები” იყვნენ კარგად

მთავარია "მენავთობეები" იყვნენ კარგად

მთავარია “მენავთობეები” იყვნენ კარგად – რატომ შეუმცირა კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს  ჯარიმა 18 – ჯერ   გასულ კვირას კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაასრულა და კომპანიებს თავდაპირველად გამოწერილი საჯარიმო თანხა თითქმის 18 – ჯერ შეუმცირა. უფრო კონკრეტულად კი პირველი მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კონკურენციის სააგენტომ 5 კომპანია, საქართველოს კონკურენციის კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და საერთო ჯამში 55 მლნ ლარით დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ხუთივე ბიზნესოპერატორმა ...

Read More »