Home » 2018 » June » 05

Daily Archives: June 5, 2018

Georgian Airways-ი აეროპორტის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას აანონსებს

Georgian Airways-ი აეროპორტის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას აანონსებს

Georgian Airways საპროტესტო აქციებს აანონსებს. განცხადებას ავიაკომპანია თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს: „მოგეხსენებათ რომ ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვცდილობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, “ტავ ურბან ჯორჯიასთან” მოლაპარაკებას ავიაბილეთების ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამაც, შედეგი არ გამოიღო. სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა რომ ვაიძულოთ “ტავ ურბან ჯორჯია” გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ ჩვენი ...

Read More »

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით სანდრო დალაქიშვილის გამოფენა გაიმართა

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით სანდრო დალაქიშვილის გამოფენა გაიმართა

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით სანდრო დალაქიშვილის გამოფენა გაიმართა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სანდრო დალაქიშვილის პერსონალური გამოფენა “მამაკაცისცხოვრება” გაიხსნა. ეს გამოფენა მხატვარმა მიუძღვნა მამაკაცის შეცნობას მისი თვალთახედვით, მისი აზრებითა და ხელოვნებით. ექსპოზიცია აერთიანებს 2015 – 2018 წლებში შექმნილ 17 ნამუშევარს. მხატვარი შეეცადა გაეაზრებინა და გადმოეცა სხვადასხვა დროის მამაკაცის ცხოვრება, კულტურული თვითმყოფადობა და მსოფლმხედველობა. სანდრო დალაქიშვილის გამოფენა “მამაკაცის ცხოვრება”  9 ივნისამდე გრძელდება.

Read More »

გაფიცვის უჩვეულო ფორმა, რომელიც იაპონიაში ავტობუსების მძღოლებმა გამოიყენეს

გაფიცვის უჩვეულო ფორმა, რომელიც იაპონიაში ავტობუსების მძღოლებმა გამოიყენეს

მიტინგის ან საპროტესტო აქციის მოწყობის ნაცვლად, იაპონიის ქალაქ ოკაიამაში ავტობუსების მძღოლებმა, რომლებმაც გაფიცვა გამოაცხადეს, საკუთარ მარშრუტებზე გასვლა და მგზავრების მომსახურება გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ გაფიცვის გამო ისინი მგზავრებისგან საფასურის მიღებაზე უარს ამბობდნენ. მძღოლებსა და კომპანია Ryobi-ს შორის დავა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აპრილში ქალაქში კონკურენტმა კომპანიამ დაიწყო მუშაობა, რომელიც მგზავრებს უფრო იაფად ემსახურება. ამის შემდეგ კომპანია Ryobi-ს მძღოლებმა სამსახურის უზრუნველყოფა მოსთხოვეს, ...

Read More »

აზიის განვითარების ბანკი: საქართველოს ეკონომიკა 4,7 პროცენტით გაიზრდება

აზიის განვითარების ბანკი: საქართველოს ეკონომიკა 4,7 პროცენტით გაიზრდება

აზიის განვითარების ბანკის განცხადებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,7 პროცენტით გაიზრდება და 2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 0,2 პროცენტით გაუსწრებს. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის მიერ წარმოდგენილ მიმოხილვაშია ნათქვამი. ანალიზის მიხედვით, 2018 წელს მოსალოდნელია ინფლაციის შემცირება 3,5 პროცენტამდე, 2017 წლის 6 პროცენტიანდონესთან შედარებით, რისი მიზეზიც, მიმოხილვის ავტორების თქმით, სააქციზო პროდუქციაზე ფასების ზრდის ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვაა, რის შემდეგაც ინფლაციის უფრო მეტად, 3 პროცენტამდე შემცირებას ელოდებიან. ADB-ის მკვლევარების ...

Read More »

გერმანიამ 1930-იან წლებში ჰომოსექსუალების დევნისთვის ბოდიში მოიხადა

გერმანიამ 1930-იან წლებში ჰომოსექსუალების დევნისთვის ბოდიში მოიხადა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჰომოსექსუალები დევნისთვის, რომელიც ხორციელდებოდა გერმანიაში 1930-იან წლებში და შემდგომშიც, ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ Deutsche Welle  წერს. ბერლინში ჰომოსექსუალებისადმი მიძღვნილი ძეგლის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი ცერემონია გაიმართა, რომლებიც ნაციონალ-სოციალიზმის დროს იდევნებოდნენ. “ბოდიშს გიხდით ყველა ტანჯვისა და უსამართლობისთვის და ასევე დუმილისთვის”, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. მესამე რაიხის დროს, არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია კანონის მიხედვით დასჯადი იყო. ამჟამად გერმანიაში ლგბტ-თემი სახელმწიფო დაცვის ...

Read More »

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის სამ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის სამ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

5 ივნისს, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის სამ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ, 5 ივნისს, კახეთის რეგიონში 150 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის სამივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა თავიდან სრულად იქნა აცილებული. ცენტრის ცნობით, 5 ივნისს, მთელი ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: არ გვსურს კიდევ ერთი სააკაშვილი „შემოგვტენონ“

ვლადიმერ პუტინი: არ გვსურს კიდევ ერთი სააკაშვილი „შემოგვტენონ“

ვლადიმერ პუტინი – არ გვსურს კიდევ ერთი სააკაშვილი „შემოგვტენონ“ – რუსულ პოლიტიკას ასეთი ჯამბაზები არ სჭირდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსულ პოლიტიკურ სარბიელს სააკაშვილისნაირი ჯამბაზები არ სჭირდება. ამის შესახებ მან ავსტრიულ ტელეკომპანია ORF-თან ინტერვიუში განაცხდა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მიეცა ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობას ასეთი პოლიტიკოსები არ აინტერესებს. „ჩვენ არ გვსურს, რომ ...

Read More »

იანვარ-აპრილის მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 799 მლნ დოლარს შეადგენდა

იანვარ-აპრილის მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 799 მლნ დოლარს შეადგენდა

2018 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი შეადგენდა 799 მილიონ დოლარს (ზრდა +28.4%), რაც 177 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, – ამის შესახებ ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში, რომლის პრეზენტაციაც დღეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გამართა. “2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.75 მილიარდ (2,751,279,624)დოლარს (ზრდა +27%), რაც 585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ ...

Read More »

თბილისში პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

თბილისში პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

თბილისში, პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5 ივნისიდან ცვლის პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმების/ გადახდის სისტემას, რომლის მიხედვითაც ტექ-პასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი. მათი ინფორმაციით, მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად, ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს: კერძო ავტომობილებისთვის – სახელმწიფო ნომერი და ...

Read More »

„ვისოლმა“ ევროპის მოედანზე გარემოს დაცვის დღე აღნიშნა და ელექტროტრანსპორტის გამოფენა მოაწყო

„ვისოლმა“ ევროპის მოედანზე გარემოს დაცვის დღე აღნიშნა და ელექტროტრანსპორტის გამოფენა მოაწყო

„ვისოლმა“ ევროპის მოედანზე გარემოს დაცვის დღე აღნიშნა და ელექტროტრანსპორტის გამოფენა მოაწყო. ღონისძიება მიზნად ისახავდა ეკო-მეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციასა და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას. ევროპის მოედანზე ასევე მოეწყო ელექტროსკუტერებით ტესტ დრაივი და სახალისო შეჯიბრება. ტესტ დრაივში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. როგორც „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, „ვისოლის“ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. „მიმდინარე წლიდან „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ...

Read More »