Home » 2018 » June » 02

Daily Archives: June 2, 2018

დღეს, პატრიარქი ზაზა სარალიძეს შეხვდება

დღეს, პატრიარქი ზაზა სარალიძეს შეხვდება

პატრიარქი ზაზა სარალიძეს დღეს, 16:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ „ინტრეპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა. „პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა, აუცილებლად შეხვდება ზაზა სარალიძეს. რა თქმა უნდა, უწმინდესი მოხარული იქნება თუ პოზიტივს შეიტანს ამ რთულსა და დაძაბულ ვითარებაში“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

Read More »

სატელეკომუნიკაციო კომპანიების შემოსავალმა 1.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა

სატელეკომუნიკაციო კომპანიების შემოსავალმა 1.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა

კომინიკაციების სექტორში მოქმედი კომპანიების შემოსავალმა გასულ წელს 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებლთან შედარებით 5,5%-ით აღემატება. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ელექტრონული კომუნიკაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 136 მილიონი ლარი, მაუწყებლობიდან მიღებულმა შემოსავლმა კი 107 მილიონი ლრი შეადგინა. საერთო ჯამში, გასულ წელს კომუნიკაციების დარგმა სახელმწიფო ბიუჯეტში 284 მილიონი ლარი შეიტანა. ცოტნე მაისურაძე

Read More »

ბიზნესმა უკვე 180 მილიონ ლარზე მეტი დაიბრუნა

ბიზნესმა უკვე 180 მილიონ ლარზე მეტი დაიბრუნა

დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის ფარგლებში ბიზნესმა უკვე 180 მილიონ ლარზე მეტი დაიბრუნდა. მიმდინარე წლის 5 თვეში, დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში 520-ზე მეტი განაცხადია შესული, რაც 5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. დღგ-ს ზედმეტობის გადახდის დაბრუნების ვადა 5-დან 14 დღემდე მერყეობს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების ვადა კომპანიის დეკლარაციაში არსებული სიზუსტით განისაზღვრება. უკვე წლის ბოლოდან კი ზედმეტობის დაბრუნების ...

Read More »

ბაზარზე თევზის ხინკალი და პელმენი გამოვიდა – გაუწევს თუ არა ის კონკურენციას ტრადიციულ ხინკალს?

ბაზარზე თევზის ხინკალი და პელმენი გამოვიდა - გაუწევს თუ არა ის კონკურენციას ტრადიციულ ხინკალს?

თევზის ხინკალი, პელმენი და ბლინი უკვე გაყიდვაშია, ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს „ახალი თევზის“ დირექტორმა დიტო წვერავამ განუცხადა. მისი თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმებში, სუშის წარმოებაც შედის. როგორც „ახალი თევზის” დირექტორი დიტო წვერავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, კომპანია წლიურად 150 ტონა 35- მდე სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს. რომელთა შორისაა, 4 დასახელების თევზის სალათი, ზუთხი, კალმახი, მიდიები და ...

Read More »

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგა

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგა

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ქევხიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. “თბილისი თუდეი” დავით ქევხიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ რომელიც მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა: „ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, უნდა დაგემშვიდობოთ. რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, ...

Read More »