Home » 2018 » June » 01 (page 2)

Daily Archives: June 1, 2018

მთავარი პროკურორის მოვალეობას მამუკა ვასაძე შეასრულებს

მთავარი პროკურორის მოვალეობას მამუკა ვასაძე შეასრულებს

მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას მამუკა ვასაძე შეასრულებს. ვასაძე შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში მისი პირველი მოადგილე იყო. კანონმდებლობის თანახმად, სწორედ ის შეასრულებს მთავარი პროკურორის მოვალეობას, ვიდრე პარლამენტი ახალ მთავარ პროკურორს არ დაამტკიცებს.

Read More »

„ავტოსკოლების ავტორიზაცია 2018 წლიდან არის დაგეგმილი“

„ავტოსკოლების ავტორიზაცია 2018 წლიდან არის დაგეგმილი“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიშში ამ მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე ღონისძიებებზეც არის საუბარი. ერთ-ერთი დაგეგმილი ღონისძიება კი ავტოსკოლების ავტორიზაციაა. „2018 წლიდან დაგეგმილია მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის საგამოცდო ტერიტორიიდან რეალურ სივრცეში გადატანა და ავტოსკოლების ავტორიზაცია,“-ნათქვამია ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ ავტოსკოლების შესაძლო ავტორიზაციაზე გასულ წელს დაიწყო საუბარი. როგორც მაშინ შს ...

Read More »

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი 2019 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი 2019 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება

მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტის განახლებული ტერმინალი პიკურ საათში ერთდროულად 6 თვითმფრინავს მოემსახურება,-ამის შესახებ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა” ქეთი ალექსიძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა. “ეს იქნება ერთი სახურავის ქვეშ მოქცეული ტერმინალი, რომელიც უფრო კომფორტულს გახდის მგზავრობას. ამ ეტაპზე ვასრულებთ ნული სართულის მშენებლობას და 2019 წლიდან დავიწყებთ ტერმინალების შეერთების ფაზას. მომავალი წლის ზაფხულის სეზონიდან ჩვენ უკვე შევძლებთ განახლებული ტერმინალით მოვემსახუროთ მგზავრებს”, ...

Read More »

რომელი კომპანია ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში

რომელი კომპანია ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში

2017 წლის ტოპ-10 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს შორის 4 კომერციული ბანკია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ეს ბანკებია „თიბისი ბანკი“, „კრედო“, „ლიბერთი“ და „საქართველოს ბანკი“. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ ინფორმაცია თითოეულ კომპანიაში დასაქმებულ პირთა ზუსტი რიცხოვნობის შესახებ, რადგან „საქსტატის“ ცნობით, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. თუმცა, ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკით, კომერციულ ბანკებში (16 ბანკში) გასულ წლის მონაცემებით ...

Read More »

„შოთაძის გადადგომა არის ახალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრება იყო 2012 წლის სახალხო რევოლუციის მთავარი მიზანი“

„შოთაძის გადადგომა არის ახალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრება იყო 2012 წლის სახალხო რევოლუციის მთავარი მიზანი“

ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მეც ისევე შემზარა, როგორც მთელი ქართული საზოგადოება, – ამის შესახებ ნათქვამია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. „თქვენთან ერთად მეც მძაფრი ინტერესით ვაკვირდებოდი სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობას და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად და დროულად აღსრულდებოდა. მე პირადად ვიცნობ ირაკლი შოთაძეს და დარწმუნებული ვარ მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში. მჯეროდა და მჯერა, რომ ირაკლი და მისი უწყება ...

Read More »

„ენგურჰესმა“ მუშაობა სრულად განაახლა

„ენგურჰესმა“ მუშაობა სრულად განაახლა

„ენგურჰესი“ სრული დატვირთვით დღეს საღამოს ამუშავდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ განუცხადა, ხუთშაბათს, გვიან საღამოს ჩაირთო 2 აგრეგატი, პარასკევს კიდევ ერთი. „საღამოს ჩაირთვება მე-4 აგრეგატიც და მუშაობა სრულად აღდგება. მთავარია, რომ საერთო სასადგურე პრობლემა მოგვარებულია და ავარიის წინა რეჟიმიც აღდგენილია“, – განაცხადა ხუბუამ. „ენგურჰესი“ ავარიულად 24 მაისის 20:11 საათზე გაითიშა, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის ...

Read More »

საპატრიარქო – ზაზა სარალიძე სამართლიანად არის განაწყენებული

საპატრიარქო - ზაზა სარალიძე სამართლიანად არის განაწყენებული

ზაზა სარალიძე სამართლიანად არის განაწყენებული, – ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. “ექვსი თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შესძრა. ეს იყო ისეთი ქმედება, რამაც პრობლემებითა და პირადი ტრაგედიებით დამძიმებული ჩვენი საზოგადოება გააოგნა. დღეს მთელი საქართველო კვლავ შეაშფოთა გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის გამწარებამ იმის გამო, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობდა. ბატონი ზაზა აცხადებს, რომ იგი თვეების მანძილზე ცდილობდა სამართალდამცავთა ყურადღების ...

Read More »

ივლისიდან საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფი მცირდება

ივლისიდან საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფი მცირდება

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, 1-ლი ივლისიდან საქართველოში მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდება. კომისიის ცნობით, შემცირების პირველი ეტაპი ერთ თვეში, ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლიდან დაიწყება. მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის არსებული ტარიფი 3,5 თეთრი, ზარის წამოწყების დროს 2018 წლის პირველი ივლისიდან 2,16 თეთრამდე, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან 1,44 თეთრამდე შემცირდება. ასევე შემცირდება ურთიერთჩართვის ტარიფები ფიქსირებულ ქსელშიც. „კომისიის ...

Read More »

ვინ და რა პროექტს ახორციელებდა მთაწმინდაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა

ვინ და რა პროექტს ახორციელებდა მთაწმინდაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის მასა ჩამოიშალა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და აღნიშნულის შესახებ ყველა შესაბამისი სამსახური ინფორმირებულია. არსებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოებს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია აწარმოებს. „ბიზნესპრესნიუსის“ ცნობით, ეს კომპანია GDG+-ია, რომელიც ტერიტორიაზე 4 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებდა. „ბიზნესპრესნიუსმა“ კომპანიის დირექტორს ბეჟან წაქაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ...

Read More »