Home » 2018 » June » 01

Daily Archives: June 1, 2018

ევროპასთან შესაძლო სავაჭრო დაპირისპირება აშშ-ის ეკონომიკაზე ცუდად აისახება

ევროპასთან შესაძლო სავაჭრო დაპირისპირება აშშ-ის ეკონომიკაზე ცუდად აისახება

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ამერიკის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების ამსახველი პარამეტრები სიახლეს აღარ წარმოადგენს. როგორც აშშ-ის რიელტორების ასოციაციის უკანასკნელი ანგარიშიდან ვიგებთ, აპრილის თვეში აშშ-ში შემცირდა უძრავი ქონებით ვაჭრობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარზე დაუსრულებელი გაყიდვების ინდექსი 1,4%-ით შემცირდა და 106,4 პუნქტი შეადგინა, მაშინ, როცა მარტში ამ მაჩვენებელმა 0,6%-იანი ზრდა განიცადა, ანალიტიკოსები კი მის 0,4%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. როგორც ჩანს, ...

Read More »

ავტოავარიების რაოდენობა 35%–ით გაიზარდა

ავტოავარიების რაოდენობა 35%–ით გაიზარდა

“ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანმდევი პროცესი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომრავლებაა, რამაც თავის მხრივ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია”, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. აუდიტის ინფორმაციით, ბოლო წლებში საქართველოს გზებზე ავტოავარიების შედეგად წელიწადში 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება, დაშავებულთა რაოდენობა კი 8000-ს აღემატება. 2011 წლიდან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, პროპორციულად, 35%-ით გაიზარდა ავტოავარიების რაოდენობაც. ავტოსაგზაო შემთხვევების პრობლემის მასშტაბებზე მიგვითითებს ის გარემოებაც, რომ ...

Read More »

#ერთადერთმანეთისთვის – ერთად მოუწოდონ სახელმწიფოს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ

#ერთადერთმანეთისთვის - ერთად მოუწოდონ სახელმწიფოს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ

გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიება კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში მოეწყო და სოციალურ პროექტში სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას უკავშირდებოდა.  პრეკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მარინა ჯანელიძე და გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის  წარმომადგენლები – მაია მგელაძე, გიორგი ჩიქვანაია და მარიკა  ქაჯაია. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...

Read More »

ჯიპიაი ჰოლდინგს, ქალთა გაძლიერების კუთხით განხორციელებული CSR პროექტისთვის, ვენის სადაზღვევო ჯგუფის სპეციალური ჯილდო გადაეცა

ჯიპიაი ჰოლდინგს,ქალთაგაძლიერებისკუთხით განხორციელებული CSR პროექტისთვის,ვენის სადაზღვევო ჯგუფის სპეციალური ჯილდო გადაეცა

31 მაისი, 2018 წელი: სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი გასულ წელს განხორციელებული დასაქმების პროექტისთვის ვენის სადაზღვევო ჯგუფის მიერ დაწესებულისპეციალური პრიზით დაჯილდოვდა და პროექტის განვითარებისთვის 50 000 ევრო გადაეცა. პრიზი კომპანიას CSR აქტივობისთვის ვენის სადაზღვევო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა მარტინ სიმჰანდლმა და CSR პროექტების დირექტორმა ბარბარა გროშნიგმა გადასცეს. ვენის სადაზღვევო ჯგუფი 2007 წლიდან გლობალური FTSE4GOOD ინდექსის წევრია, რაც ნიშნავს იმას რომ ჯგუფი ...

Read More »

ძიუდოისტებს ფედერაციის თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია ერთი ადამიანი

ძიუდოისტებს ფედერაციის თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია ერთი ადამიანი

საქართველოს ძიუდოს სამყაროში რამდენიმე ხნის წინ დაწყებული დაპირისპირება დღეს სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ (31 მაისი) ღამით სპორტსმენებს, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ, ცეცხლი გაუხსნეს და წინასწარი ცნობებით თავდამსხმელები ფედერაციის თანამშრომლები არიან. დაჭრილია ერთი ადამიანი. სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულებს შორისაა ლომერ ჟორჟოლიანი, რომელსაც ფედერაციაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა ეკავა, ამჟამად კი ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი და ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ...

Read More »

ჯილდოდ 50 000 ლარი – როგორ აჯილდოებს “თიბისი” მრავალშვილიან თიბისელებს

ჯილდოდ 50 000 ლარი – როგორ აჯილდოებს “თიბისი” მრავალშვილიან თიბისელებს

 „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბს“ წელს 90-მდე წევრი შეემატა. “თიბისიმ” ტრადიციულად, კლუბის ახალ წევრებს სპეციალურად მათთვის დამზადებული ორდენები გადასცა. დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ყოველ წელს იმართება. პროგრამის მიხედვით, თიბისის ყველა 3 შვილიანი თანამშრომელი ორდენით ჯილდოვდება. იმ თანამშრომელს, რომელსაც მეოთხე ან მომდევნო შვილი შეეძინება, თიბისისგან პრემიის სახით 10 000 ლარი გადაეცემა. მეექვსე შვილის შეძენის შემთხვევაში, ბანკი თანამშრომელს 50 000 ლარით აჯილდოებს. პროგრამის მიზანია ქვეყანაში ...

Read More »

როდიდან და როგორ შეიცვლება ზარის წამოწყებისა და დასრულების ტარიფები საქართველოში

როდიდან და როგორ შეიცვლება ზარის წამოწყებისა და დასრულების ტარიფები საქართველოში

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ურთიერთჩართვის არსებული – 3.5 თეთრიანი ტარიფების (გადასახადის ჩათვლით) შეცვლა იგეგმება. მობილურ ქსელში 2018 წლის 1-ლი ივლისიდან ზარის წამოწყება (გადასახადების გარეშე) 2.16 თეთრი; ხოლო ზარის დასრულება (გადასახადის გარეშე) 1.81 თეთრი იქნება. ტარიფების შეცვლის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ლი იანვარია, როდიდანაც ზარის წამოწყება (გადასახადების გარეშე) 1.44 თეთრი; ხოლო ზარის დასრულება (გადასახადის გარეშე) 0.75 თეთრი ...

Read More »

თიბისიმ „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბის“ 90-მდე ახალი წევრი ორდენებით დააჯილდოვა

თიბისიმ „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბის“ 90-მდე ახალი წევრი ორდენებით დააჯილდოვა

„მრავალშვილიანი თიბისელების კლუბს“ წელს 90-მდე წევრი შეემატა. ტრადიციულად, კლუბის ახალ წევრებს სპეციალურად მათთვის დამზადებული ორდენები გადაეცათ. დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ყოველ წელს იმართება. პროგრამის მიხედვით, თიბისის ყველა 3 შვილიანი თანამშრომელი ორდენით ჯილდოვდება. იმ თანამშრომელს, რომელსაც მეოთხე ან მომდევნო შვილი შეეძინება, თიბისისგან პრემიის სახით 10 000 ლარი გადაეცემა. ხოლო მეექვსე შვილის შეძენის შემთხვევაში, ბანკი თანამშრომელს 50 000 ლარით აჯილდოებს. პროგრამის  მიზანია  ქვეყანაში ...

Read More »

ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი უმაღლესი დონის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი უმაღლესი დონის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი მიმდინარე წლის განმავლობაში უმაღლესი დონის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა მიეძღვნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 70-ე წლისთავს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ შეთანხმებას 31 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებებისას მიაღწიეს ფხენიანში. მხარეები შეთანხმდნენ გაააქტიურონ ურთიერთობები უმაღლეს დონეზე და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ლავროვთან ...

Read More »

გადაუხდელი ჯარიმების რაოდენობა იზრდება

გადაუხდელი ჯარიმების რაოდენობა იზრდება

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 და 2017 წლებში, წლიურად 1.2 მლნ. ჯარიმაა გამოწერილი, რომელთა ჯამური ღირებულება წელიწადში საშუალოდ 58.5 მლნ. ლარს შეადგენს. ჯარიმების გაცემის და ამოღების სისტემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა. აუდიტის დასკვნიდან ირკვევა, რომ შესწავლის პერიოდში პერმანენტულად მცირდება ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი, ხოლო გაუქმებული და ადრესატისთვის არჩაბარებული ჯარიმების რაოდენობა იზრდება. „შედეგად, დამრღვევ მძღოლებზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი 80.5%-დან და 69.4%-მდე ...

Read More »