Home » 2018 » May (page 4)

Monthly Archives: May 2018

სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია საგრძნობლად შემცირდა

სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია საგრძნობლად შემცირდა

ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშივილმა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2015-16 წლები, თუ რამდენად მტკივნეული იყო მოსახლეობისთვის, როდესაც მოხდა ლარის დევალვაცია. „იმის გამო, რომ დოლარში იყო გაცემული სესხები, რეალურად ძალიან მძიმე ...

Read More »

„ნენსკრა ჰესი საქართველოსთვის უნიკალური პროექტია“

„ნენსკრა ჰესი საქართველოსთვის უნიკალური პროექტია“

სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია ‎K-Water–თან ერთად მდინარე ენგურის შენაკადზე აშენებს. ჰესის პოტენციალზე “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა საუბრობს. – ქალბატონო ნათია, როგორ შეაფასებთ ქვეყანაში ისეთი ინვესტორის მნიშვნელობას, როგორიც K-Water-ია? -“საპარტნიორო ფონდი”, ძალიან ამაყია, რომ ასეთი პარტნიორები ჰყავს. ეს არის მეგაკომპანია, რომელზეც კორეაში ელექტროენერგიის მიწოდების 60% მოდის. კომპანიას 20 მილიარდი აშშ დოლარის აქტივები და ძალიან მაღალი საერთაშორისო ...

Read More »

პარლამენტარ შალელაშვილის შვილი მსოფლიო მასშტაბის აფერაში მონაწილეობდა

პარლამენტარ შალელაშვილის შვილი მსოფლიო მასშტაბის აფერაში მონაწილეობდა

მსოფლიო თაღლითობა ქართველი პოლიტიკოსის,  შოთა შალელაშვილის შვილის მონაწილეობით როგორც ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემა კურიერის სიუჟეტშია ნათქვამი, ქართული ოცნების დეპუტატი შოთა შალელაშვილი ჯერჯერობით განმარტებებს არ აკეთებს, თუმცა, ფაქტია, რომ მისი შვილი გარი შელონი ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი ინტერნეტ ძარცვის მთავარი მონაწილეა. “კურიერის” სიუჟეტის მიხედვით, JPMorgan Chase–სა და სხვა სერვერებიდან მოპარული ნახევარი მილიონი დოლარი და ამერიკის ციხეში გატარებული 2 წელი აღიარებული და დადასტურებული ფაქტებია, ...

Read More »

ქუჩის მუსიკოსებისათვის თანხის გადახდა უკვე საკრედიტო ბარათითაცაა შესაძლებელი

ქუჩის მუსიკოსებისათვის თანხის გადახდა უკვე საკრედიტო ბარათითაცაა შესაძლებელი

ლონდონი მსოფლიოში პირველი ქალაქია, სადაც ქუჩის მუსიკოსებისათვის თანხის გადახდა საკრედიტო ბარათით ადგილზევე იქნება შესაძლებელი ამ მიზნით, ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობები შეიქმნა, რომელიც მუსიკოსის სმარტოფნთან იქნებიან დაკავშირებული. მოწყობილობების ტესტირება უკვე დაიწყო. ლონდონის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში სისტემა მთელი ქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამ დროისათვის უცნობია თუ რა რაოდენობის ბარათის წამკითხველი დარიგდება და მოუწევთ თუ არა მუსიკოსებს მათი ღირებულების ანაზღაურება.

Read More »

აჭარაში არსებული რამდენიმე ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება

აჭარაში არსებული რამდენიმე ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება

აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები ტარდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს თეორიულ-პრაქტიკული სწავლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უტარდებათ, როგორებიცაა მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები, ტურისტებთან მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები, გაყიდვების ძირითადი პრინციპები, გაყიდვების ფილოსოფია, პროდუქტების პოზიციონირების მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აუცილებელია ტურისტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებისთვის. ტრენინგის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა და მათ თავიანთი საქმიანობის ...

Read More »

ნაციონალური მოძრაობა 2.5 მილიარდ ლარიანი ფონდის შექმნას აპირებს

ნაციონალური მოძრაობა 2.5 მილიარდ ლარიანი ფონდის შექმნას აპირებს

ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო ფონდის შექმნას აანონსებს ფონდის კაპიტალი ორ მილიარდ ნახევარი ლარი იქნება და თანხა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდას მოხმარდება. ოპოზიციური პარტია ბანკებით დაზარალებულების ან სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილების რეგისტრაციას დაიწყებს და კომპენსაციის ოდენობა კონკრეტული საქმეების მიხედვით განისაზღვრება. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, გამოცხადდება 2 წლიანი მორატორიუმი  ყველა უსამართლო საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალების ...

Read More »

ვითიბი ბანკმა სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია

ვითიბი ბანკმა სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია

ვითიბი ბანკმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კულტურის მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტები, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ცნობილი მხატვრის ნინა პერის მასტერკლასზე მიიწვია. მასტერკლასის თემა – „ მათი დრო მოვიდა“ ეხმიანება 17 მაისს გახსნილ გამოფენას, რომელიც ეფუძნება ცოლების მკვლელ ბოროტ ქმარზე დაწერილ ცნობილ ფრანგულ ზღაპარს „ლურჯწვერა“ და წარმოადგენს „ლურჯწვერას“ ყველაზე ცნობილი პროტოტიპის ინგლისის მეფის ჰენრი VIII -ის და მის ცოლების, პორტრეტების ...

Read More »

„არემჯის“ მხარდაჭერით სტუ-ში გეოლოგების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

„არემჯის“ მხარდაჭერით სტუ-ში გეოლოგების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“. ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემა, რომელიც გეოლოგიის დარგში მოღვაწე 26 მომხსენებლის გამოსვლას და 5 თემატურ სასტენდო მოხსენებას აერთიანებს, გეოლოგიის დარგში არსებული სიახლეების და გამოწვევების განხილვაა. კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი გეოლოგების ალექსანდრე ჯანელიძის, კალისტრატე გაბუნიას, გიორგი ზარიძის და იოსებ ბუაჩიძის ...

Read More »

მამუკა ბახტაძე – სიღარიბის გამომწვევი უსამართლო თამაში წესები სრულდება

მამუკა ბახტაძე - სიღარიბის გამომწვევი უსამართლო თამაში წესები სრულდება

ჭარბვალიანობა სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წყაროა, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მედიისთვის გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე, რომელზეც მან საბანკო საფინანსო სექტორში დაგეგმილი ახალი რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჭარბვალიანობა ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს. „დღეს, ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ჭარბვალიანობის გამო შეექმნათ პრობლემები, ამოვარდნენ აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. დღეს, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტი ე.წ. შავ სიაშია მოხვედრილი. ...

Read More »

საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, დოლარის ინდექსის ტრენდი დაღმავალ სვლას გააგრძელებს

საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, დოლარის ინდექსის ტრენდი დაღმავალ სვლას გააგრძელებს

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, დოლარის ინდექსის ტრენდს მიმოიხილავს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად: „დონალდ ტრამპის ტვიტერში გაკეთებული განცხადებები, არარეზიდენტ კომპანიებს ამერიკული აქტივებში ინვესტიციების ჩადების სურვილს უკლავს. აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა და ფსს-ის განწყობა,რომ შეეგუებიან თარგეთირებულზე უფრო მაღალ ინფლაციას,დოლარის შემდგომ გაძლიერებას ხელს უშლის. როგორც ირკვევა, ტრამპი აპირებს ავტომობილების იმპორტზეც დააწესოს გადასახადები, რაც მის მიერ გასატარებელი ...

Read More »