Home » 2018 » May » 22

Daily Archives: May 22, 2018

კახა ოქრიაშვილი: უნდა მოვახდინოთ ნარკომანიის სრული ლეგალიზება

კახა ოქრიაშვილი: უნდა მოვახდინოთ ნარკომანიის სრული ლეგალიზება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა: „წვდომა არალეგალურ ნარკოტიკთან უნდა იყოს ნულოვანი, სრული ლეგალიზება უნდა მოვახდინოთ ნარკომანიის, არა ნარკოტიკების, არამედ ნარკომანიის, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ნარკომანი უნდა იყოს აღრიცხვაზე და უფასოდ უნდა მიიღოს ის პრეპარატი, რაზეც არის დამოკიდებული, უნდა იყოს მრავალი შემაკავებელი ფაქტორი ნარკოტიკის პოპულარიზაციის და მათ შორის დასაქმების კუთხით, ნარკოდამოკიდებული ...

Read More »

თბილისში არსებული გრძელი სამარშრუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს

თბილისში არსებული გრძელი სამარშრუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს

დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს, – ამის შესახებ დღეს საუბარი იყო თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე, სადაც თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე იყო საუბარი. აღნიშნულ პროექტს კომპანია “სისტრა” განახორციელებს. როგორც ქართული საკონსულტაციო კომპანია “სპექტრუმ კონსალტინგის” წარმომადგენელმა ასმათ აბესაძემ განაცხადა, ასევე შესაძლოა განხორციელდეს რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებისათვის გაჩერების ...

Read More »

დავით კარტოზია – მხსნელი თუ თაღლითი

დავით კარტოზია - მხსნელი თუ თაღლითი

დაახლოებით ერთი წელია საქართველოში გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელიც გლეხებსა და ფერმერებს, კონკრეტულ ანგარიშზე 10 ლარის გადარიცხვის სანაცვლოდ ბიზნესიდეების დაფინანსებას ჰპირდება. ბიზნესიდეის დაფინანსების პირობას ფერმერები ამერიკაში მცხოვრები ბიზნესმენისგან, დავით კარტოზიასგან იღებენ, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ გლეხებს, კოორდინატორების დახმარებით, სკაიპჩართვებით ამერიკიდან ესაუბრება. „ამერიკული გრანტის“ მიღების პერსპექტივა მხოლოდ 10 ლარი ღირს და კარგი იდეის სანაცვლოდ მაცდურად ჟღერს, თუმცა დაპირებული გრანტი, როგორც თავად ამბობენ, ჯერ ...

Read More »

კიევში, სადაც 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, „გაზპრომის“ ბანერები მოხსნეს

კიევში, სადაც 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, „გაზპრომის“ ბანერები მოხსნეს

კიევში, სადაც 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, „გაზპრომის“ ბანერები მოხსნეს, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სპონსორია. ამის შესახებ კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანდრეი მიროშნიჩენკომ განაცხადა. „კიევის საქალაქო ადმინისტრაცია შეთანხმდა უეფა-სთან რუსული კომპანია „გაზპრომის“ სარეკლამო მასალების დემონტაჟზე“, – აღნიშნა ანდრეი მიროშნიჩენკომ. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ „გაზპრომის“ ბანერების კიევის ქუჩებში შენარჩუნება ვანდალიზმისა და წინააღმდეგობის აქტებს გამოიწვევდა. უეფა-ს ჩემპიონთა ...

Read More »

„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, სვანეთში გამოფენა „MAGNUM PHOTO 70 – ქართული დღიური’’ ჩატარდება

„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, სვანეთში გამოფენა „MAGNUM PHOTO 70 - ქართული დღიური’’ ჩატარდება

19 მაისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას “MAGNUM Photo 70 – ქართული დღიური: რობერტ კაპა 1947, თომას დვორჟაკი 2017”, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “თიბისი ბანკიდან” აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გამოფენის ოფიციალური წარმდგენები არიან: „თიბისი ბანკი“, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და Magnum ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა “პირველ საკრედიტო კავშირს” საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა

ეროვნულმა ბანკმა "პირველ საკრედიტო კავშირს” საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით,რეგისტრირებულ კოოპერატივ “პირველ საკრედიტო კავშირს” (ს/კ 404385063) საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი კავშირის ხელმძღვანელობის მიერ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებების ფარგლებში დაწესებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გახდა. კერძოდ, მიუხედავად არაერთი მითითებისა, “პირველი საკრედიტო კავშირის” ხელმძღვანელობამ არ განახორციელა ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების ქმედებები. ასევე, ადგილზე შემოწმებისას გამოვლინდა კავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან როგორც საკანონმდებლო, ისე საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი ნარკოტიკების ლეგალიზების მომხრეა

ბიძინა ივანიშვილი ნარკოტიკების ლეგალიზების მომხრეა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეკრება გაიმართა. შეკრებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. შეჯერებული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, რადგან როგორც პარლამენტარები კაკი ზოიძე და დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავენ, მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება, დაახლოება და დაზუსტება. განცხადება არც „ქართული ოცნების“ მიდგომის კონცეპტუალურ მხარეზე გაკეთებულა. ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, არც ოფიციალური განცხადება გამოქვეყნებულა პარტიის სახელით. ამჯერად, ჩვენ ისღა ...

Read More »

ბათუმში ზაფხულის ფესტივალი 3 ივნისს გაიმართება

3 ივნისს, აჭარა ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. „ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა ანბანის კოშკის მოპირდაპირედ ზღვის სანაპიროზე იგეგმება. ფერადი და საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს ნამდვილი საზაფხულო დღესასწაული და გართობა ელოდებათ. დღის განმავლობაში იქ მყოფთა განწყობაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები „Chiki“, ლაშა გურული, გაბუნია, bedford falls, Groove Phoenix, Vako T იზრუნებენ. საღამოს პროგრამა კი ...

Read More »

კაფე „გალერი“ მუშაობას განაახლებს

კაფე „გალერი“ მუშაობას განაახლებს

კაფე „გალერი“ მუშაობას განაახლებს, – აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კაფეს ლუქი მოხსნილი აქვს. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებიდან გამომდინარე ამ ეტაპისთვის, სავარაუდოდ, არ არსებობდა იმის საჭიროება, რომ კაფე ‘“გალერი“ კვლავ დალუქული ყოფილიყო. რაც შეეხება კლუბ „ბასიანს“, ის ამ დრომდე დახურულია. 12 მაისს, კაფე „გალერიში“ და კლუბ „ბასიანში“ შსს-მ საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა, რის შემდეგაც კლუბები დროებით დაიხურა. ...

Read More »

29 ყველაზე მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, როდესაც საქმე მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქვეყნებს ეხება, სიდიდე არ ნიშნავს ყოველთვის სიმდიდრეს. წელიწადში ორჯერ IMF აქვეყნებს ვრცელ ინფორმაციას მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რომლის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე. IMF რანგით ალაგებს მსოფლიოს ქვეყნებს თავიანთი GDP-ს მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე მყიდველობითი უნარის პარიტეტზე (PPP) დაყრდნობით. PPP ითვალისწინებს ...

Read More »