Home » 2018 » May » 11

Daily Archives: May 11, 2018

„ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს“

„ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს“

მე მწამს საქართველოსი, მჯერა ჩვენი განსაკუთრებულობის, მჯერა ჩვენი ევროპული პერსპექტივის და ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და რომ უდიდესი წარსულის ხალხს გვექნება ღირსეული მომავალი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მე-5 ყრილობაზე განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს მშვიდობა, შეინარჩუნოს სტაბილური, უსაფრთხო და კონკურეტუნარიანი გარემო თითოეული მოქალაქისთვის. „საქართველოს შესწევს ...

Read More »

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

ვარკეთილის აგრარული ბაზრის ხორცის პავილიონში ხორცის ეტიკეტირების, შენახვისა და რეალიზაციის პირობები დაცული იყო სურსათის უვნებლობის ძირითადი მოთხოვნები და დარღვევები არ გამოვლენილა, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური აგრარულ ბაზრებში ინსპექტირებას და მონიტორინგს ახორციელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური განაგრძობს ინსპექტირებას და მონიტორინგს აგრარულ ბაზრებში. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა ვარკეთილის აგრარული ბაზრის ...

Read More »

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი თავისუფალი და დაცულია”

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი თავისუფალი და დაცულია"

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში თავისუფალი და დაცულია ბიზნესი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი, ქვეყანაში დოვლათის შექმნის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. სწორედ ამან განაპირობა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში არსებული არასტაბილურობის და რყევების ...

Read More »

„ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას“

„ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას“

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას პოლიტიკაში დაბრუნება სამმა ძირითადმა მიზეზმა გადააწყვეტინა. ამის შესახებ ივანიშვილმა პარტიის მე-5 ყრილობაზე განაცხადა. „ჩვენ ვდგავართ ძალზედ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რომელსაც პირობითად სამი მიზეზი განსაზღვრავს და უქმნის ნოყიერ ნიადაგს. პირველი მიზეზია – ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ ხელოვნურად დაზიანებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები. მეორე- ოპონენტების ...

Read More »

Cannes Lions 2018-ის საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი დაიწყო

Cannes Lions 2018-ის საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი დაიწყო

თბილისის ტექნოპარკში სარეკლამო სფეროს ყველაზე მასშტაბური ფესტივალი – Cannes Lions 2018-ის ადგილობრივი ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი Young Lions Georgia დაიწყო. კონკურსი სამი დღის განმავლობაში, 11, 12 და 13 მაისს გაგრძელდება. Young Lions Georgia საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება, მონაწილეების რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წლის ახალგაზრდულ კონკურსში 168 გუნდი იასპარეზებს, რაც ამ დროისთვის რეკორდული რაოდენობაა. შესარჩევი კონკურსი უკვე მეორე წელია ხუთ კატეგორიაში ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს მას ყრილობაზე დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ყრილობამ პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა: ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ...

Read More »

ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე რეალიზაციის მიზნით საქართველოში ამერიკელი მეღვინეები იმყოფებიან

ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე რეალიზაციის მიზნით საქართველოში ამერიკელი მეღვინეები იმყოფებიან

ამერიკელი ღვინის პროფესიონალების 9-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფება. ჯგუფს ხელმძღვანელობს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,TastingWorks’’-ის დამფუძნებელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი და მის შემადგენლობაში შედიან სომელიეები და ღვინის იმპორტიორები. ვიზიტი თბილისში  დეგუსტაციით („Speed tasting”) დაიწყო, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელ 30-მდე კომპანიას შესაძლებლობა მიეცა წარედგინა საკუთარი პროდუქცია და კონსულტაციები მიეღოთ სტუმრებისგან, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ღვინის ამერიკის ბაზარზე რეალიზაცია და დამკვიდრება. ...

Read More »

თიბისი ბანკმა მეთევზეობის თემაზე აგროფორუმი გამართა

თიბისი ბანკმა მეთევზეობის თემაზე აგროფორუმი გამართა

  თიბისი ბანკმა მეთევზეობის თემაზე აგროფორუმი გამართა. თიბისი ბანკის აგროფორუმები რეგიონებში  გრძელდება და კახეთიდან უკვე შიდა ქართლში,  განსხვავებული თემატიკით ინაცვლებს.  ამჯერად, ფორუმი გორში გაიმართა. დამწყებ  ფერმერებს და სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  თევზის მოვლა-მოშენების შესახებ უახლეს  ინფორმაციას გასცნობოდნენ და მათთვის საინტერსო კითხვებზე  დარგის ექსპერტებისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.  ფორუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სოფლის განვითარების სამმართველოს უფროსი,  არჩილ ფარცვანია  და თიბისი ...

Read More »

„არასტაბილურ, ღარიბ ქვეყანაში ადამიანების ფინანსური ძარცვა მიღებული პრაქტიკაა“

„არასტაბილურ, ღარიბ ქვეყანაში ადამიანების ფინანსური ძარცვა მიღებული პრაქტიკაა“

“თუ საქართველოში დაწესდება სამევახშეო პროცენტის ზღვარი, ეს გონივრული იქნება” ბანკის ვალის მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩვენთან ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს ბანკის ვალი აქვს (2015 წლის მონაცემებით), კომერციული ბანკების მოგების ზრდა კი დაკავშირებულია სწორედ მოსახლეობის ჭარბვალიანობასთან. 2012 წლის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სრულიად უყურადღებოდ დატოვა მოსახლეობა ჭარბვალიანობის პრობლემის წინაშე. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო აქტიური საბანკო შეთავაზებები „გთავაზობთ სესხს ...

Read More »

16 წლის გიორგი ჩახნაშვილმა Google-ის კონკურენტი ხელოვნური ინტელექტი შექმნა

16 წლის გიორგი ჩახნაშვილმა Google-ის კონკურენტი ხელოვნური ინტელექტი შექმნა

Google-ს კონკურენტი გამოუჩნდა.  Digital Mind, იგივე ხელოვნური ინტელექტი – ქართველი გენიოსის, 16 წლის გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილი პროდუქტია. ხელოვნური ინტელექტი ზეპირად და წერილობით გპასუხობთ კითხვებზე მარკეტინგის, მენეჯმენტის და ტურიზმის საკითხებზე. მათ შორის, მაღალი დონის განათლების მიღების შესაძლებლობას განსაკუთრებული საჭიროების მქონე უსინათლო ადამიანებსაც აძლევს. ხელოვნურმა ინტელექტმა მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სასწავლო მასალებიც იცის, რაც სტუდენტებს სწრაფ და ხარისხიან სწავლაში დაეხმარება. გიორგი ჩახნაშვილმა ...

Read More »