Home » საზოგადოება » 2018 წლის პირველ სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 107 ადამიანი გარდაიცვალა
2018 წლის პირველ სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 107 ადამიანი გარდაიცვალა

2018 წლის პირველ სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 107 ადამიანი გარდაიცვალა

ყველაზე სახიფათო საგზაო მონაკვეთები საქართველოში

შინაგან სამინისტრი პერიოდულად იმ ადგილებს ადგენს, რომელსა ე.წ. შავ წერტილებს ვუწოდებთ. შავი წერტილი გზის ის მონაკვეთია, სადაც 1 წლის განმავლობაში 3 ან მეტი ავარია მოხდა, რომელსაც სხეულის დაზიანება ან ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 36 შავი წერტილია. მათი სიმრავლით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი გამოირჩევა. ამ მონაკვეთზე 20 შავი წერტილია. მაგალითად, ამ გზის 94-ე კილომეტრზე 2 წლისა და 9 თვის განმავლობაში 21 ავარია მოხდა, რის შედეგად 40 ადამიანი დაშავდა, ხოლო დაიღუპა 2 ადამიანი.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის 24-ე კილიმოტრზე კი 5 ავარიის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა.

სახიფათოა ახმეტა-თელავი-ბაკურციხის 61-3 და 64-ე კილომეტრი. ფონიჭალა-მარნეული გუგუთის საავტომობილო გზის 31-ე, მარნეული სადახლოს მე-12, მცხეთა-სთეფანწმინდა-ლარსის მე-9, ქუთაისი წყალტუბოს მე-5 კილომეტრი.

ეს იმ მონაკვეთების მცირე ჩამონათვალია, სადაც მძღოლებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ამ მონაკვეთებზე მაღალია ალბათობა იმისა, რომ სიჩქარის გადაჭარბებისა და საგზაო ნიშნების უყურადღებოდ დატოვების საფასური ადამიანის სიცოცხლე გახდეს.

ცნობისთვის, 2018 წლის პირველ სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. დაზარალდა 1986 ადამიანი. გარდაიცვალა 107.

მოამზადა სანდრო პირველმა

Share