Home » ფინანსები » 2018 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდანაა
2018 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდანაა

2018 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდანაა

2018 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.2 მლნ აშშ დოლარი (365.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (14.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთიდანაა, მას მოსდევს იტალია, საბერძნეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და თურქეთი.

ასევე გზავნილები არის გერმანიიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან, საფრანგეთიდან, ყირგიზეთიდან, გაერთიანებყული სამეფოდა, ყაზახეთიდან, კვიპროსიდან და კანადიდან.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.4 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.5 პროცენტი მოდიოდა.

Share