Home » მსოფლიო » 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ტოტალიზატორები $36.4 მილიარდის მოგებას ელიან
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ტოტალიზატორები $36.4 მილიარდის მოგებას ელიან

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ტოტალიზატორები $36.4 მილიარდის მოგებას ელიან

მსოფლიო ჩემპიონატზე განთავსებული ფსონების მოცულობამ სარეკორდო დონეს მიაღწია

მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა სპორტულ თამაშებზე ფსონის განთავსების ჯამური თანხა წლიურად 625 მილიარდ ფუნტს აღწევს. ამ ფსონების 70% ფეხბურთზე მოდის. არაფერია იმაში გასაოცარი, რომ ისეთი დიდი სპორტული შეჯიბრებების დროს, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი, განთავსებული ფსონების მოცულობა ერთი–ორად იზრდება. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ტოტალიზატორები $36.4 მილიარდის მოგებას ელიან.

ბევრი ადამიანისთვის აზარტული თამაში არ არის უბრალოდ გართობის საშუალება. 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით 430,000 მოქალაქეს აქვს პრობლემური მიდრეკილება აზარტული თამაშების მიმართ. ამ ადამიანებს ონლაინში წაგებული აქვთ ასი ათასობით ფუნტი, რამაც არამარტო მოთამაშეებზე, არამედ მათ ოჯახებზეც იქონია ზეგავლენა.

ულიმიტო ონლაინ ფსონების განთავსების შესაძლებლობა და ის ფაქტი რომ არ ხდება ფულის ფიზიკური გაცვლა, აზარტულ თამაშებს უფრო მიმზიდველს ხდის. მოთამაშეზე ონლაინ ტოტალიზატორების მიერ შეგროვებული ინფორმაცია კი ხელს უწყობს ონლაინ ტოტალიზატორებს, რათა მათ პერსონალური შეთავაზებები წარუდგინოს თითოეულ მოთამაშეს.

ონლაინ ტოტალიზატორებს ულიმიტო წვდომა აქვთ ნებისმიერი მოთამაშის მიერ განთავსებულ ფსონებზე. ისინი იწერენ როდის მოხდა ფსონის დადება, რამხელა იყო ფსონი, რა პოზიცია დააფიქსირა მომხმარებელმა და ასე შემდეგ. ონლაინ ტოტალიზატორები ამ ინფორმაციას პერსონალური შეთავაზების ჩამოყალიბებისთვის იყენებენ. მაგრამ ასეთი შეთავაზებები მოთამაშეებს გარისკვისკენ და ამგვარად თამაშისკენ უბიძგებენ.

ფაქტია, ციფრული მარკეტინგის მთავარი დანიშნულება მონაცემების პერსონალიზაცია და შემოთავაზებების დახვეწაა, თუმცა ჩვენ ვხდებით მოწმენი, იმისა თუ როგორ იქცა ონლაინ კაზინოებისა და ტოტალიზატორების ხელში იგი მომხმარებელთა ექსპლუატაციისა და მანიპულირების საშუალებად.

არადა, იმავე ინფორმაციის გამოყენება შესაძლებელია რადიკალურად განსხვავებული მიზნებისთვის, შემცირდეს ე.წ. პრობლემური მოთამაშეების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მიმდინარე თვის დასაწყისში, ბრიტნეთში შედგა პროექტ EROGamb–ის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად სწორედ პრობლემური მოთამაშეების დახმარების პროგრამის შემუშავებას ისახავს. მათი ინიციატივით, ონლაინ აზარტულმა კომპანიებმა შეგროვებული ინფორმაცია შესაბამისი უწყებებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადონ. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას, გზად ბევრი წინაღობა შეხვდება. მთავრი, ონლაინ კაზინოების დამოკიდებულებაა, ან თუნდაც ის შიში, რომ მათ მიერ შეგროვებული ინფორმაცია მომხმარებლებზე, კონკურენტების ხელში არ აღმოჩნდეს. თუმცა ამ პრობლემას პერონალური მონაცემების დაცვის შესახებ ევროკავშირის ახალი რეგულაცია – GDPR აქარწყლებს.

Share