Home » ფინანსები » 2018 წლის მონაცემებით, კაცების საშუალო ყოველთვიური ხელფასი 458 ლარით აჭარბებს ქალების ხელფასს
2018 წლის მონაცემებით, კაცების საშუალო ყოველთვიური ხელფასი 458 ლარით აჭარბებს ქალების ხელფასს

2018 წლის მონაცემებით, კაცების საშუალო ყოველთვიური ხელფასი 458 ლარით აჭარბებს ქალების ხელფასს

2018 წლის მონაცემებით, კაცების საშუალო ყოველთვიური ხელფასი 458 ლარით აჭარბებს ქალების ხელფასს და საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საქსტატის 2018 წლის ხელფასების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2018 წელს ქალების საშუალო ხელფასი 822.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 280.7 ლარით განისაზღვრა. ამასთან, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალების შემთხვევაში 6.8 %, ხოლო კაცების შემთხვევაში 7 % შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ხელფასი 271.9 ლარით დაბალი იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2017 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 3.6 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.1 პროცენტით არის გაზრდილი და შესაბამისად 892.1 და 1 164 ლარს შეადგენს.

2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.9 პროცენტით გაიზარდა და 1 068.3 ლარი შეადგინა.

Share