Home » ეკონომიკა » 2018 წლის IV კვარტალში ენერგეტიკაში ინვესტიციები 96%-ით შემცირდა
2018 წლის IV კვარტალში ენერგეტიკაში ინვესტიციები 96%-ით შემცირდა

2018 წლის IV კვარტალში ენერგეტიკაში ინვესტიციები 96%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9%-ით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

კლება ფიქსირდება ენერგეტიკის მიმართულებითაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 3.7 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 96%-ით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, ჯამში 2018 წელს ენერგეტიკაში $157 მილიონი დოლარის ინვესტირება განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 30%-ით ნაკლებია.

Share