Home » ეკონომიკა » 2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით გაიზრდა, იმპორტი კი 23.3%-ით
2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით გაიზრდა, იმპორტი კი 23.3%-ით

2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28%-ით გაიზრდა, იმპორტი კი 23.3%-ით

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 24.5 %-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოქვეყნა, რომელის თანახმადაც, 2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 894.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1 284.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 610.1 მლნ. აშშ დოლარი (23.3 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 2 325.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოქვეყნდება.

Share