Home » ფინანსები » 2018 წლის I კვარტლის სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 7,57 მილიონი ლარი შეადგინა

2018 წლის I კვარტლის სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 7,57 მილიონი ლარი შეადგინა

2018 წლის I კვარტლის სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 7,57 მილიონი ლარი – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს.

სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის I კვარტლის ბოლოს რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას;

2018 წლის I კვარტლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 164,39 მილიონი ლარი;

2018 წლის I კვარტლის სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 7,57 მილიონი ლარი, აქტივები შეადგენს 650,74 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 178,79 მილიონ ლარს.

Share