Home » ეკონომიკა » 2018 წელს საქართველოს მშპ 44.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
2018 წელს საქართველოს მშპ 44.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

2018 წელს საქართველოს მშპ 44.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

გადათვლის შემდეგ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების თანახმად, 2018 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 41.1 მილიარდის ნაცვლად, 44.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

ასევე, გაიზარდა მშპ ერთ სულ მოსახლეზე და 4346 დოლარის ნაცვლად, 2018 წელს 4722 დოლარს შეადგენს.

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ შარშან 4.7 პროცენტის ნაცვლად, 4.8 პროცენტი შეადგინა.

დაზუსტებული მონაცემებით, 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი მოცულობა მიმდინარე ფასებში 44 599.3 მლნ. ლარი იყო, რაც 9.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 4.8 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 4.4 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატმა მთლიანი შიდა პროდუქტი ახალი სტანდარტების შესაბამისად გადათვალა, რაც საერთაშორისო ექსპერტებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია იყო. ახალი მეთოდოლოგიისა და მაჩვენებლების პრეზენტაცია დღეს „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ გამართა.

Share