Home » ეკონომიკა » 2018 წელს ქართული თხილის ექსპორტი 30,5%-ით შემცირდა
2018 წელს ქართული თხილის ექსპორტი 30,5%-ით შემცირდა

2018 წელს ქართული თხილის ექსპორტი 30,5%-ით შემცირდა

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პირველად მოხდა, რომ თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ათეულში ვერ მოხვდა.

2018 წელს ქართული თხილის ექსპორტი, 2017 წელთან შედარებით, 30,5%-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს თხილის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 57 მილიონ 665 ათას 500 დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საექსპორტო პროდუქციიდან შემოსული თანხის 1,7%-ს შეადგენს.

„საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა აღნიშნულ ვარდნას, პროდუქციის დაბალ ხარისხს უკავშირებს, რაც სოკოვანი დაავადებებითა და ფაროსანას ფაქტორით  იყო განპირობებული.

რაც შეეხება საფასო პოლიტაკას, ქარდავას თქმით, ამ სეზონზე ქართული თხილის ღირებულებაზე გავლენა კონკურენტი თურქული თხილის მარაგმაც იქონია.

Share