Home » ეკონომიკა » 2018 წელს დევნილებისთვის ბინების შესაძენად დამატებით 45 მილიონი ლარი დაიხარჯება
2018 წელს დევნილებისთვის ბინების შესაძენად დამატებით 45 მილიონი ლარი დაიხარჯება

2018 წელს დევნილებისთვის ბინების შესაძენად დამატებით 45 მილიონი ლარი დაიხარჯება

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, წელსვე დევნილებისთვის სახლების შესაძენად დამატებით 45 მილიონი ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

დამატებითი დაფინანსებით 500-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე წელს 82.6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. თანხის დამატებით, ამ მიმართულებით ბიუჯეტი წელს 127.6 მილიონ ლარს აღწევს.

საქართველოს მთავრობამ 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, კორექტირდება ცალკეული უწყებების ხარჯებიც, მათ შორის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი.

ცვლილებების მიხედვით, წელსვე მთავრობის სარეზერვო ფონდი 10 მილიონი ლარით იზრდება და 60 მილიონი ლარი იქნება.

Share