Home » საზოგადოება » 2018 წელი ელექტრომობილების წელი იქნება
2018 წელი ელექტრომობილების წელი იქნება

2018 წელი ელექტრომობილების წელი იქნება

სატრანსპორტო კულტურა ახალ რელსებზე გადადის

2018 წელს, ელექტრომობილები საბოლოოდ გამოვლენ სამოყვარულო მანქანების შეხედულებიდან და მათი ათვისება მსოფლიოს მასშტაბით უფრო გახშირდება, ისინი ფუნქციურადაც უფრო გაიზრდებია, რადგან სხვადასხვა ქვეყნის მიერ დაანონსებულია, რომ საავტომობილო გზები უფრო მეტად ელექტროფუნქციურები გახდება.

მთავარი გამოწვევა ე.წ. ნდობის საკითხია, თუ რამდენად მოახერხებენ ელექტრომობილები ადამიანების ყოველდღიურ რუტინას მოერგონ, რაც ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოგვარდეს. ფასისა და სხვა მრავალი ფაქტორების გათვალისწინებით,  ასევე ერთ-ერთი მნიშვნელვანი გამოწვევაა ელექტრომობილების დასამუხტი პუნქტების არსებობა.

ელექტრომობილების მოხმარება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიზარდა.  2016 წლის მონაცემებით 695,000 ელექტრო ავტომობილი გაიყიდა. ექსპერტები ამ მაჩვენებლის სწრაფ ზრდას პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ 2025 წლისთვის დაახლოებით 7 მილიონამდე ელექტრო ავტომობილი გაიყიდება და შეიქმნება საჭირო ინფრასტრუქტურა.

მაგალითსთვის, ჰოლანდიაში 2025 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილები გაიყიდება. ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა „ლეიბორისტთა პარტიის“ ინიციატივას, რომლის თანახმად, 2025 წლიდან ნიდერლანდებში მხოლოდ ელექტრომობილები გაიყიდება. მიმდინარე წელს, ჰოლანდიაში „ლეიბორისტებმა“ წარადგინეს პროექტი, რომელიც მომდევნო 14 წლის განმავლობაში არაეკონომიური ავტომობილების გაყიდვის აკრძალვას ითვალისწინებდა. 2013 წელს ჰოლანდიის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ენერგეტიკულ შეთანხმებას 40 ორგანიზაციასთან „მწვანე ენერგიის“, მავნე გამონაბოლქვის შემცირებისა და ეკოლოგიური სახლების მშენებლობის პროპაგანდის თაობაზე.

ასევე, ინდოეთიც აპირებს ელექტრო ავტომობილებზე გადასვლას და მის პოპულარიზაციას ქვეყანაში. საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტო მიიჩნევს, რომ ნავთობზე მომუშავე ავტომობილებმა უკვე მიაღწიეს პიკს და დროთა განმავლობაში მათზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდება.

შვედეთში კი 2017 წლის მონაცემებით, ელექტროავტომობილების მომხმარებელთა რაოდენობა 80%-ით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებში კი ამ ტიპის ავტომობილებზე მოთხოვნა 30% არის გაზრდილი.

განსხვავებული სიტუაციაა დანიის სახელმწიფოში, სადაც ელექტრომობილების გამოყენება მკვეთრად შემცირდა. ევროპული ავტომობილების მწარმოებელი ასოციციის მიერ გამოქვეყნებული მონაცამები აჩვენებს, რომ 2016 წლის ბოლოს ელექტროავტომობილებზე მოთხოვნა შემცირებულია. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თავიდანვე მიიჩნევდა, რომ ისეთ ქვეყანაში სადაც ადამიანები ძირითადად ველოსიპედებით გადაადგილდებიან, ელექტროავტომობილები პოპულარობით ვერ ისარგებლებდა.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამად საქართველოში 50-მდე ელექტრომობილია. როგორც ამ მანქანების მფლობელები ამბობენ, ელექტრომობილის ფასი 30 ათასი დოლარიდან 150 ათას დოლარამდე მერყეობს. ელექტრომობილი ტექნიკის უახლესი მიღწევაა, თუმცა ამ მანქანის ნაკლი ის არის, რომ ერთი დატუმბვით მხოლოდ 170-200 კილომეტრის გავლას ახერხებს.

2017 წლის ბოლომდე საქართველოს დედაქალქ თბილისში სულ ცოტა 25 სადგურის განთავსება იგეგმება. ერთი წლის განმავლობაში ელექტრომობილების დასატუმბი სადგურების უფასო იქნება.

სპეციალისტები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და 2-3 წელიწადში ელექტრომობილები უფრო დიდი მანძილის გავლასაც შეძლებენ.

არსებობს მოსაზრება, რომ ხომ ელექტრომობილების ბიზნესი უპირისპირდება  ნავთობის ბიზნესს და სწორედ ამ მიზეზით, 1970-იან წლებში აშშ-ში იყო პირველი მცდელობა ელექტრომობილების მასობრივი გამოსვლისა, მაგრამ მაშინ ამ ავტომობილების დაკონსერვება მოახერხეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მილიონობით მანქანა მოძრაობს და მთელი მსოფლიოს გენერაცია არ ეყოფა ელქტრომობილების ელექტროენერგიით მომარაგებას, ამიტომ უახლოესი 30-40 წელიწადი სხვადასხვა სახეობის ავტომობილებმა წესით მშვიდობიანი თანაარსებობა უნდა შეძლონ, ხოლო ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად, რის გამოც ელექტროენერგიის მოპოვება და შენახვა უფრო ადვილდება, ასევე კონკურენციის გაზრდის პარალელურად, მოსალოდნელია რომ ელექტრომობილები ყოველ წელს გაიაფდება.

საქართველოს სასიკეთოდ მეტყველებს კიდევ ერთი ფაქტორი. JAC-ის ფირმის ელექტრომობილები შესაძლოა, საქართველოშიც აიწყოს. ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მანქანათმშენებელი კომპანიის, „Anhui Jianghuai Automobile Co“ (Anhui Jianghuai Automobile Co) ტოპ-მენეჯმენტთან შეხვედრისას განაცხადა. ჩინური ავტოკონცერნისთვის მნიშვნელოვანია, როგორც სამხრეთ კავკასიის ბაზარზე შემოსვლა, ასევე ისინი დიდ ინტერესს იჩენენ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით, რომლითაც საქართველო სარგებლობს, მათ შორის, ევროპის ქვეყნებთან.

გარდა ამისა, თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს უფასო პარკირებას ჰპირდება. ასევე,  ჩვენს ქვეყანაში ელექტრო ავტომობილების იმპორტი გათავისუფლებულია გადასახადებისაგან, რაც საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს იძლევა სამომავლოდ ამ მიმართულებით ეკონომიკური აქტივობების განსახორციელებლად.

ბაჩანა ჯინჭარაძე

 

 

 

Share