Home » ფინანსები » 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია
2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია

2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2017 წელი 5%-იანი ეკონომიკური ზრდით დასრულდა, რაც პროგნოზებს აღემატებოდა.

„2017 წელს ჩვენ 5- პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პროგრამის დაწყების პერიოდისათვის არსებულ პროგნოზებს“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებში.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მთავარ როლს კერძო სექტორი ასრულებს, კერძოდ, ბიზნესმა 2017 წლის განმავლობაში 39 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა და იმავე პერიოდში ბრუნვები კერძო სექტორში წლიურად 19 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება საგარეო შოკებისადმი მდგრადობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა.

„აღნიშნული შეფასების გაკეთების საშუალებას გვაძლევს მიმდინარე ანგარიშის ბალანსის პოზიტიური დინამიკა. 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Share