Home » ეკონომიკა » 2016 წლის იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტი 56%-ით გაიზარდა
2016 წლის იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტი 56%-ით გაიზარდა

2016 წლის იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტი 56%-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტი 56%-ით გაიზარდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 531 556 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 56%-ით აღემატება. სულ ექსპორტირებულია 10,75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 27%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

“ამასთან, მსოფლიოს 7 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 431 868 ბოთლი ბრენდი, რაც 165%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებულია 3,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 137%-ს აღწევს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 2 559 795, უკრაინა – 651 792, ყაზახეთი – 337 582, პოლონეთი – 322 038 და ჩინეთი – 219 349 ბოთლი.

წლის დასაწყისში ექსპორტის მატება დაფიქსირდა რუსეთში – 154%, უკრაინაში – 37%, პოლონეთში – 46%, ლიტვაში – 26%, ყირგიზეთშიი – 70%, გერმანიაში – 68% და სხვა.

მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 20 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა”, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

წყარო: inp.ge

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

Share