Home » ეკონომიკა » “2016 წელს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 526 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება”
"2016 წელს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 526 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება"

“2016 წელს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 526 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება”

ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 940 მლნ ლარით,  2016 წელს  გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის  526 მლნ -ზე მეტი დაიხარჯება,  დაგეგმილია 250 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით,  რეგიონულ ქალქებში შიდა გზები შეკეთდება, მათ შორის ქუთაისში,  ნიკიას ქ.

დასრულდება ქობულეთის შემოვლითი 18კმ გზის მშენებლობა (მე-2 ლოტი);  ჩქაროსნული მაგისტრალის, აგარა – ოსიაურის 12 კმ;  აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობა.

ამასთან,  მინისტრმა მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტებიც  გამოყო, მათ შორის როშკა-არხოტის გზის მშენებლობა, რომელიც საუკუნის პროექტად არის მიჩნეული.

ხადურმა  67 ახალი ხიდის, 1 ზვავდამცავი გალერეას  აშენებაზე და  4 გვირაბის  კაპიტალურად შეკეთებაზეც განაცხადა.

Share